„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“. 29 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/garemosdatsviti-da-agraruli-ganatleba-tsarmoadgens-ert/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/garemosdatsviti-da-agraruli-ganatleba-tsarmoadgens-ert/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network