სამშაბათი, ივლისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების...

გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გამართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც განიხილეს აღნიშნული ვალდებულების შესრულების შედეგები, გამოწვევები და სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშემწყობი ღონისძიებები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნის შესრულებაზე ზედამხედველობის მდგომარეობა“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“, ინვესტორთა საბჭოსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის წარმომადგენლები.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები