მთავარი საზოგადოება სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა – დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა

სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა – დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა

0
სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა – დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა
#image_title

ძლიერი უამინდობის დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე მეხი ჩამოვარდა.

მეხი სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნაძვს მოხვდა, რის შედეგადაც ხე დაზიანდა და დროებით ჩაიკეტა თელავი–გურჯაანის დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო გზა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჩამოცვენილმა ტოტებმა ახლომდებარე ობიექტზე ზიანი მიაყენა — დაზიანდა მაღაზიის მინები და სათამაშო მოწყობილობები.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, რომლებიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინციდენტის შედეგად სოფლის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა – დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here