აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს

აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნინო ანთაძეს და საერთაშორისო ექსპერტს ქუანგ-იანგ კიმს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კორეელმა საერთაშორისო ექსპერტმა ქუანგ-იანგ კიმმა, ქართულ მხარესთან პარტნიორობით, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აპლიკაცია Georgia Climate Services for Agriculture (GECSA) შექმნა. აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად, აპლიკაცია პილოტირების რეჟიმშია და კახეთის, შიდა ქართლის ასევე, ნაწილობრივ ქვემო ქართლის რეგიონს ფარავს.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპერტს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, დარგში ციფრული სერვისების დანერგვის და განვითარების მნიშვნელობას. მინისტრმა კლიმატური ცვლილებების ფონზე აგროსექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 3 თებერვალი, 2026. https://shenisofeli.ge/aplikatsia-gecsa-fermerebsa-da-agraruli-sferos-tsarmoma/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/aplikatsia-gecsa-fermerebsa-da-agraruli-sferos-tsarmoma/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network