სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

ოთახის მცენარისათვის აუცილებელი საკვებია: ფოსფორი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი და რკინა. ყოველივე ამას კი შეიცავს კომბინირებული სასუქი, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ.
აიღეთ: ფოსფორმჟავა ამონიუმი – 1,5გ, აზოტ­­მჟავა კალიუმი – 1,4 გ, კალიუმოვანი მარილი – 0,5გ, ჩი­ლეს გვარჯილა – 2,5 გ, გოგირდმჟავა ამონიუმი – 4,0გ. შეურიეთ ერთმანეთს და გახსენით 10 ლიტრ წ­ყალში.
ყოველ 1 კგ მიწაზე საკმარისია 200 მლ ხსნარი.
ვიდრე ამ სასუქს ნიადაგში შეიტანთ, მცენარე მორწყეთ სუფთა წყლით. სასუქით მორწყვა შეიძლება საღამოობით, ორ კვირაში ერთხელ. ყუათიან სასუქად ითვლება ქათმის სკორე. 1 ლ წყალში იხსნება 5 გ სკორე, აყოვნებენ ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც სანახევროდ აზავებენ წყალში და ანოყიერებენ ნიადაგს.
სხვადასხვა ჯგუფის ქოთნის ყვავილებისათვის საჭირო ნიადაგის ნარევები

აუკუბის, ევონიმუსისა და ბაღის ინისათვის საუკეთესოა შემდეგი ნარევი: ნეშომპალა, კორდის მიწა და სილა – შესაბამისად: 4-2-1 წილი; ამარილისის, ვარდისა და ბზის­თვის: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 8-1-2; მონსტერა, ანთირიუმი, ტიტა, სუმბული, კამელია კარგად ხარობს, თუ ნიადაგად აქვს: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 4-2-1; ბეგონია, გერანი, ფილოკაქტუსი, ყავა, კოლეუსი, ჰორტენზია, ფურისულა, ყოჩივარდა, ქლოროფიტიუმი, ფიკუსი, ციტრუსები: კორდის მიწა, ტორფი, ნეშომპალა, სილა – 2-2-2-1; აგავა, ალოე, სატაცური, ჰიბისკუსი, დრაცენა, კორდილინა, კლივია, ოლეანდრი, ჭორტანა, ფილადელფუსი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 2-6-1; ტუია, პალმა: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 1-1-1; ფუქსია (პატარძლის ყვავილი), კრინი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 1-1-1.

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები