კრიტიკული შეუსაბამობები – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

დათო ხალაური
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას ,,ჰანის მარანში” (მის: ბათუმი, ხახულის მეორე შესახვევი N2) კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას  ახდენდა კახეთის რეგიონიდან აჭარაში.

ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის