ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

1. ხახვისა და ნივრის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200გ ჩაიყ­რება ვედროში, დაესხმება 10 ლ თბილი წყალი, 4-5 დღის შემდეგ გაიწურება. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება 3-ჯერ 5 დღის ინტერვალით მავნებლების გამოჩენისთანავე.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ნახევრამდე ჩაიყრება ხახვის და ნივ­რის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლ მდუღარე წყა­ლი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღ­მდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.
2. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩა­მო­ნამტვრევებისა და მტვრის ნაყენი ან ნახარში გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების: ტილების, ფსილებისა და ხერხიების ღიად მცხოვ­რები პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: 400 გ ხმელ ნარ­ჩენს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამეს, შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.
ნახარშის მომზადების წესი: 400 გ ხმელ თამ­ბაქოს ნარჩენებს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ადუღებენ 2 სა­ათს. გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გ საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც

10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ. 8 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ზოგიერთი-მცენარის-ნახარშ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
1 კომენტარი
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network