ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 16 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 5840 ძაღლი/კატა.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 5840 ძაღლი/კატა;

სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა 5712 ცხოველს;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იდენტიფიცირდა/საყურე ნიშნით დაითაგა 5812 (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);

ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 5712.

128 ძაღლი/კატა ამჟამად იმყოფება თავშესაფარში და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.

პროგრამა აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა. 17 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/veterinaruli-manipulatsiebi-5840-miusafar-tskhovels-cha/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ვეტერინარული მანიპულაციები 5840 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/veterinaruli-manipulatsiebi-5840-miusafar-tskhovels-cha/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network