7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ

7 მაისის წვიმას ქართველები | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
“შვიდი მაისის წვიმაო.თმა კოჭებამდინაო, შვილი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო, შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო..”(ხალხური)
დღეს 7 მაისია!
ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.
7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.
ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.
არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ.
ცირა ელისაშვილი

თბილისის უძველესი ტრადიცია: რატომ იყო 7 მაისის წვიმა ასეთი მნიშვნელოვანი?

თბილისის კულტურულ მეხსიერებაში 7 მაისი გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ თარიღთან დაკავშირებული ტრადიცია ამბობს: თუ ამ დღეს თბილისში წვიმა არ მოვიდოდა — ეს ცუდის ნიშანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ რწმენის ზუსტი წარმოშობა უცნობია, ცნობილია, რომ ის ბევრად უფრო ძველია, ვიდრე საბჭოთა პერიოდი და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნემდე იყო გავრცელებული ქალაქში.

რატომ ელოდნენ თბილისელები 7 მაისს წვიმიან ამინდს?

წვიმა და ქალთა ბედნიერება

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბანებიდან აივნებამდე – ქალაქის ცვლილება და ტრადიციის გაგრძელება

გააგრძელეთ კითხვა

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. 7 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/7-maisis-tsvimas-qartvelebi-traditsiulad-bednierebis-ts/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/7-maisis-tsvimas-qartvelebi-traditsiulad-bednierebis-ts/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network