„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მანამდე, განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“:

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაკურიანი ციდას” ბოთლიდან დალეული სითხით შემდეგ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.

გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ბაკურიანი ციდას” წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „წყალი ბაკურიანი”  პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”. 

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 4 თებერვალი, 2026. https://shenisofeli.ge/tsqal-bakuriantan-dakavshirebit-sursatis-erovnuli-saage/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tsqal-bakuriantan-dakavshirebit-sursatis-erovnuli-saage/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network