როგორ შევინახოთ სუნელები სწორად, რომ მასში მწერის კვერცხები, ობი და სხვა დამაბინძურებლები არ გაჩნდნენ

როგორ შევინახოთ სუნელები სწორად | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს:

ისევე, როგორც სხვა პროდუქტებს, სუნელებსაც განსაკუთრებული შენახვა სჭირდება, რადგან მისი ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მაჩვენებელი არ გაუარესდეს. ამიტომ, საჭიროა, ისე შევინახოთ, რომ პროდუქტის დაბინძურება არ გამოვიწვიოთ, არ მოხვდეს შიგნით ნესტი, სხვადასხვა მწერი ან სხვა დამაბინძურებელი. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

პირველი, შეგვიძლია, სუნელები შეფუთვებში, კონტეინერებში გადმოვიტანოთ, დავაწეროთ დასახელება, ვადა და დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ, რომ მზის სხივები არ მოხვდეს და არ გაფუჭდეს და ასევე, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნი და გემოვნური თვისებები შეინარჩუნოს.

მაგრამ, თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვით შევინახოთ. ამ შემთხვევაში, პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, რომელიც პროდუქტს ვაკუუმით ინახავს და დიდხანს შეინახება. გარდა ამისა, პროდუქტის ვადის ნახვასა და გაკონტროლებას შევძლებთ. პროდუქტი სხვადასხვა დამაბინძურებლებით არ დაბინძურდება და ასევე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, გემოსა და სუნს დიდხანს შეინარჩუნებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუ პატარა კონტეინერებში ვინახავთ სუნელს და ვნახავთ, რომ ერთმანეთზე შეწებებულია, ან სუნი, გემო აღარ აქვს, ასეთი პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, რადგან აქ უკვე სინესტე ან სხვა დამაბინძურებელია მოხვედრილი, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). როგორ შევინახოთ სუნელები სწორად, რომ მასში მწერის კვერცხები, ობი და სხვა დამაბინძურებლები არ გაჩნდნენ. 12 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/rogor-shevinakhot-sunelebi-stsorad-rom-masshi-mtseris-k/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როგორ შევინახოთ სუნელები სწორად, რომ მასში მწერის კვერცხები, ობი და სხვა დამაბინძურებლები არ გაჩნდნენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/rogor-shevinakhot-sunelebi-stsorad-rom-masshi-mtseris-k/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network