თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის | შენი სოფელი
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

#drpkhakadze #აქხარისხია
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება. 25 თებერვალი, 2026. https://shenisofeli.ge/tavdatsvis-dzalebi-dasavlet-saqartveloshi-didtovlobis-s/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tavdatsvis-dzalebi-dasavlet-saqartveloshi-didtovlobis-s/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network