„სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას“-დავით სონღულაშვილი

„სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი გაეცნო მეფრინველეობის ფერმის, ერთწლოვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის, ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას, თბილისის ეროვნულ პარკში არსებულ ტურისტულ-რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი, რადგან ადგილზე გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ სხვადასხვა მწარმოებელს, მათ საქმიანობას, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას.

საწარმოებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვიზიტორების სათანადო მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბუნებისა და გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას“-დავით სონღულაშვილი. 13 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/stsored-adgilobrivi-tsarmoebis-gadzliereba-qmnis-mqar-s/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას“-დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/stsored-adgilobrivi-tsarmoebis-gadzliereba-qmnis-mqar-s/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network