ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO საქართველოს პავილიონი, ილჰამ ალიევმა დაათვალიერა

ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO საქართველოს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიერ გავრცელდა.

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სტენდზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სიგნალია ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, გამოფენა უკვე აძლევს პრაქტიკულ შედეგებს და ქართულ კომპანიებს პარტნიორული შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობას.

სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ CASPIAN AGRO რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროსასურსათო პლატფორმაა, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მისი შეფასებით, საქართველოსთვის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც ექსპორტის გაფართოების, ისე ქვეყნის, როგორც აგროპროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირების თვალსაზრისით.

ქართული პავილიონში წარმოდგენილია ადგილობრივი კომპანიების პროდუქცია, მათ შორის ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქები. მონაწილე კომპანიებს შორის არიან „ბიოპლანტი“, „ჰობი“, „ვასაძის პური“, „ფარკონი“, „ჯეონატურალსი“, „აჩინებული“, „ჩელთი“ და „ვინიტორი მუკუზანი“.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოფენა 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობის პლატფორმად აქცევს.

ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებიან, მათ შორის აზერბაიჯანში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მაია თაბაგარი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO საქართველოს პავილიონი, ილჰამ ალიევმა დაათვალიერა. 5 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/baqoshi-agrogamofenaze-caspian-agro-saqartvelos-pavilio/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO საქართველოს პავილიონი, ილჰამ ალიევმა დაათვალიერა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/baqoshi-agrogamofenaze-caspian-agro-saqartvelos-pavilio/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network