სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ლაბორატორიული სფეროს გაფართოება, რაც გულისხმობს შესაძლებლობების გაძლიერებას და ახალი კვლევების დანერგვას. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში აკვაკულტურის სფეროს განვითარების მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დროული ნაბიჯები გადადგა და აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესოპერატორებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროს შვიდი ახალი მეთოდი დაემატა.

კვლევათა ნუსხას დაემატა:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

• თევზის ენტერალური წითელი პირის;
• ლაქტოკოკოზის (სტრეპტოკოკოზი);
• ვაგოკოკოზის; ფურუნკულოზის;
• თირკმლის ბაქტერიოლოგიური დაავადების;
• ლაყუჩის ბაქტერიოლოგიური დაავადებისა და
• ფლავობაქტერია spp-ს დიაგნოსტიკა.

დღეისათვის ლაბორატორიაში შესაძლებელია თევზის ოცამდე დაავადებებზე ჩატარდეს კვლევები.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა რაც ვლინდება ლაბორატორიული მომსახურების სფეროს გაფართოებაში. ასევე, მიმდინარეობს რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება რეგიონის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს. 15 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/soflis-meurneobis-sakhelmtsifo-laboratoriashi-tevzis-da/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/soflis-meurneobis-sakhelmtsifo-laboratoriashi-tevzis-da/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network