„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“-ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 ამერიკულ გამოცემაში New York Post სტატია სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“ დაიბეჭდა, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.

სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens), მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და „იუნესკო-ს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“, – აღნიშნავს ავტორი.

New York Post-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია, თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix, The New York Times-ი, Wine Enthusiast-ი და სხვა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“-ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს. 2 ივნისი, 2026. https://shenisofeli.ge/sheidzleba-aghmochndet-qartuli-ghvinis-maranshi-sadats/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“-ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sheidzleba-aghmochndet-qartuli-ghvinis-maranshi-sadats/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network