საქონლის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის გაიზარდა

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

მათ შორის ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.8%-ით შემცირებულია.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სული დაფიქსირდა, რაც 12.5%-ით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობა, პირიქით, 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთას მიაღწია.

პროდუქციის გამოშვების მხრივ, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოება 9.5%-ით შემცირდა და 18.2 ათასი ტონა დაფიქსირდა.

კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაიზარდა და 179.7 მილიონ ცალს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები 2026 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდება.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის