გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესს დაესწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონგრესის მიზანს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხების და, ასევე, ინიციატივის – ადრეული გაფრთხილებები ყველასთვის (EW4All) განხილვა წარმოადგენდა.

გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას.

კონგრესის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მრავალ საფრთხიანი ადრეული გაფრთხილების სისტემების (MHEWS) განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღნიშნულ შეხვედრაზე რეგიონულ დონეზე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების გაცვლის მექანიზმები, ტრანსსასაზღვრო საფრთხეებთან დაკავშირებული კოორდინაციის გაძლიერება, საპროექტო წინადადების მომზადება გვალვების, მონიტორინგის გაძლიერებისა და ადრეული შეტყობინების შესახებ, ასევე, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას. 24 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/გაიმართა-დისკუსიები-კლიმ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network