„საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ“

„საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისი რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის” ორდღიან ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება სულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საერთო ჯამში, 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ.

“აბრეშუმის გზის ფორუმმა” სახელი დაიმკვიდრა. მეხუთედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში ეს ფორუმი და მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში. მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებებს შეუძლიათ, ერთმანეთს ესაუბრონ, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც იძლევა აბრეშუმის გზის ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობა და ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული დღეს თბილისში, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“აბრეშუმის გზის ფორუმი” 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

თბილისის რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის ფორუმი” ოფიციალურად გაიხსნა. ამ წუთებში, სტუმრებს სიტყვით ირაკლი კობახიძე მიმართავს. ორდღიანი ფორუმი სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება.

ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, 2000-მდე ათასამდე დელეგატი ესწრება.

ორი დღის განმავლობაში, გათვალისწინებულია 7 თემატური სესიის გამართვა. აქცენტი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებზე გაკეთდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ“. 22 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/saqartveloshi-abreshumis-gzis-forumi-aris-kargi-shesadz/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartveloshi-abreshumis-gzis-forumi-aris-kargi-shesadz/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network