საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში რქაწითელის და საფერავის ვაზი გაშენდა

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე, დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზე, ქართული ვაზის ჯიშების რქაწითლისა და საფერავის ვენახი გაშენდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, პროექტის კომპლექსურ სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო მატერიალური საშუალებებისა და სამუშაოების ფინანსურ უზრუნველყოფას შპს „შატო ზეგაანი“ ახორციელებს.

ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვაზის ჯიშების გაშენებას და ქართული მეღვინეობის კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

„ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვაზის გაშენება საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაციასა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიული კავშირების გაღრმავებას ემსახურება“, – ნათქვამია ცენტრის გავარცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში რქაწითელის და საფერავის ვაზი გაშენდა. 6 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/საფრანგეთში-ლევილის-ქარ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში რქაწითელის და საფერავის ვაზი გაშენდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network