რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია

რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანას პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მასშტაბურ კვლევებს აგრძელებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მისი საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ეტაპობრივად ტარდება. ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე მოხდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღნიშნულ კვლევებში გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.

აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქართველოში რაპანას რესურსების მარაგების შეფასებას და სარეწაო პერსპექტივების განსაზღვრას“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 25 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/rapanas-kvleva-mnishvnelovani-tsingadadgmuli-nabijia/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/rapanas-kvleva-mnishvnelovani-tsingadadgmuli-nabijia/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network