აიაზმა
სოფელი აიაზმა (წმინდა წყალი) ყოფილი თეთრიწყაროა წალკის რაიონში, წალკის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ში, ზღვის დონიდან 1580 მ. სოფელში ღვთისმშობლის ეკლესიაა.
აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) თეთრიწყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა XIX საუკუნის 20-იან წლებში შეაქვეს იქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმაში VI-VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია – აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV-ის დროს). საინტერესოა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ წყალუხვი წყარო მოედინება, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელი. 25 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/aiaz-ma-is-to-ri-u-li-tri-a-le-tis-udz-ve-le-si-so-fe-l/
