„ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები“ – სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მიმართავს

„ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დაავადების პრევენციისა და ეფექტური მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს.

„ხშირი წვიმების დროს, მოსავლის შესაძლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენება არ არის ეფექტიანი, რადგან უხვი ნალექის პირობებში კონტაქტური პრეპარატები მთლიანად ირეცხება და წამლობა ეფექტს კარგავს. მაღალი ინფექციური ფონის და ხშირი წვიმების დროს, სისტემურ პრეპარატებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს (ნაცვლად სტანდარტული 14 დღისა). კონტაქტური პრეპარატების შემთხვევაში კი ინტერვალი 7 დღემდე მცირდება.

სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფის სისტემური პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენება ზრდის პრეპარატთან შეგუების რისკს და მოქმედების ეფექტს ამცირებს. ნებისმიერი ფუნგიციდის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები“ – სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მიმართავს. 19 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/quradghebit-tsaikitkhet-preparatis-etiketi-da-instruqts/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები“ – სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მიმართავს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/quradghebit-tsaikitkhet-preparatis-etiketi-da-instruqts/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network