სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:
„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორი ოთხფეხა მეგობარი შეუერთდა.
მალინუას ჯიშის ორი ლეკვი შესაბამისი წვრთნების გავლის შემდეგ ჩაერთვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დღეს უკვე ჩვენი გერმანული ნაგაზი, სახელად პრადა, ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ პასუხისმგებლობას იღებს ოთხფეხა მეგობრების მოვლა-პატრონობასა და წვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე”.


#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). ორი ოთხფეხა მეგობარი, რომლებიც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “დაასაქმეს” (ფოტოები). 12 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ორი-ოთხფეხა-მეგობარი-რომ/
