ს ა კ მ ე ვ ლ ი ს – კმევას რა დანიშნულება აქვს ?
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი. მეტად დაფასდება ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები.
„ანალოგიური შეხვედრები გაიმართება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, რათა რთველი უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს და მოსახლეობას გავაცნოთ ის სიახლეები და სიკეთეები, რომლებიც წელს იგეგმება მევენახეებისთვის“, – განაცხადა გივი მეტრეველმა.
2025 წლის რთველის პროცესში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ – სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს, და ასევე დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით მევენახე-ფერმერს აძლევს სტიმულს, გააგრძელონ ხარისხიანი ყურძნის წარმოება. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია ქართული მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.
ამგვარად, ოჯალეში ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. ეს სახელწოდება, ამავე მკვლევრის აზრით, სამეგრელოში, განსაკუთრებით მდ. ტეხურის ხეობაში, მეტად ფართოდ გავრცელებულ ვაზის ჯიშს „სვანურს“ შერჩენია. აგრ. ერ. ნაკაშიძის მიხედვით (15), „ოჯალეში“ ნაწარმოები უნდა იყოს ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვისაგან „ბჟა“ (მზე). აქედან „ობჟალეში“ ანუ სამზეური ადგილმდებარობა, მზვარე ადგილი. ამ სიტყვიდან დამახინჯების შედეგად თითქოს წარმოიშვა „ოჯალეში“, რაც არადამაჯერებლად გვეჩვენება, ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებანი სავსებით გასაზიარებლად მიგვაჩნია.
სამეგრელოში გავრცელებულ ვაზის მრავალ აბორიგენულ ჯიშთაგან ქართველ მეურნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჯიშისათვის უნდა ჰქონდეს შერქმეული „ოჯალეში“ და იგი, როგორც სპეციფიკური ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით ვაზის ყველა ადგილობრივ ჯიშზე მაღლა მდგომი, უძველესი დროიდან უნდა ატარებდეს ამ სახელს.
ცნობილია, რომ ვაზის ფორმირების ერთ-ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).
ჩვენი აზრით, „ოჯალეშისათვის“ ამ სახელის მიკუთვნება თვით ამ ჯიშის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოში დაბლარად ფორმირებული ოჯალეშის ვაზი ვერ აღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ მძლავრ ზრდა_განვითარებას და ამავე დროს მცირე მოსავალსა და უფრო მდარე ღირსების პროდუქციას იძლევა. ამავე პირობებში ამაღლებული ფორმით ან ოლიხნარად ფორმირებული იგივე ოჯალეში ვითარდება ჯიშისათვის დამახასიათებელი სიმძლავრით, თანაც უხვ მოსავალსა და საუკეთესო ღირსების პროდუქციას იძლევა.
წყარო: ასოციაცია ღვინის ოსტატები
ბალბა – პოპულარული და მრავალფეროვანი დეკორატიული მცენარე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზ ყვავილობას გვთავაზობს. თუმცა, სწორი მოვლის გარეშე, მისი შენარჩუნება რთული ხდება. აქ გაწვდით დეტალურ სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელი და ყვავილოვანი ბალბას გაზრდაში.
ბალბა ვერ იტანს ❄️ გაყინვას, ამიტომ თუ რჩევას აძლევთ სხვას ან თავად ზრდით, აუცილებლად გაითვალისწინეთ საცხოვრებელი რეგიონი. მაგალითად, თბილისსა და ბათუმში პირობები განსხვავებულია. თუ აივანზე ყვავილობს და ჯანმრთელია – ეს არ ნიშნავს, რომ იგივე იმუშავებს თელავში ან ახალციხეში.
ბალბას მრავალფეროვანი ჯიშები აქვს. ზოგი საჭიროებს გასხვლას, ზოგი არა. შეამოწმეთ მყიდველთან ან კონსულტანტთან, რომელი ჯიშია, რათა სწორი მოვლის მეთოდი გამოიყენოთ თავიდანვე.
იდეალური სუბსტრატი ასეთია:
1 წილი ქვიშა
1 წილი პერლიტი
1 წილი ტორფი (არამჟავე)
1 წილი ნაკელი ან კომპოსტი
1 წილი სუფთა ბაღის ნიადაგი
აუცილებელია კარგი დრენაჟი. ქოთანი – პატარა ზომის! დიდი ქოთანი ხელს უშლის ყვავილობას, რადგან მცენარე პირველ რიგში ფესვების განვითარებაზე იწყებს მუშაობას.
ბალბას სჭირდება:
8 საათიანი განათებული სივრცე, თუმცა არა პირდაპირი მზე.
ზამთარში: +15°C
ზაფხულში: +23°C
ტენიანობა ზამთარში – დაახლოებით 30%
ზაფხულში ვრწყავთ, როცა ზედა შრე გამოშრება.
წყალი უნდა იყოს თბილი, დამდგარი, ქლორის გარეშე.
ლამბაქში დარჩენილი წყალი აუცილებლად გადაღვარეთ.
ზამთარში იშვიათად მორწყეთ – ფოთლებზეც არ უნდა მოხვდეს წყალი, ეს სტრესს იწვევს.
გასხვლა ხდება შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.
დატოვეთ 2–3 კვირტი. მოჭერით ისე, რომ კვირტიდან 2 სმ დაშორებით იყოს ღერო.
გამრავლება:
ღეროებს ჰორიზონტალურად ვათავსებთ მსუბუქ სუბსტრატში და მხოლოდ ოდნავ ვფლავთ. ყველა კვირტი ფესვებს გაიკეთებს. მარტივი, ეფექტური მეთოდია.
გაზაფხულზე: ნაკლები აზოტი, მეტი კალიუმი და ფოსფორი.
ზაფხულიდან: მხოლოდ კალიუმი და ფოსფორი, აზოტი აღარ სჭირდება.
იოდის წვეთები
საფუარის ნაყენი
კარტოფილის სითხე
დარიჩინის ჩაი
დაფნის ფოთლის ნაყენი
მზესუმზირის ზეთი (1 ს.კ. წყალში)
ლუდის ნაყენი
კვება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში დასჭირდეს, რადგან უწყვეტი ყვავილობა აქვს.
კვება იწყება გაზაფხულიდან, მას აძლევენ ნაკლებ აზოტს, კალიუმს და ფოსფორს, ხოლო ზაფხულიდან აზოტი აღარ სჭირდება, მხოლოდ კალიუმი, ფოსფორი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
სახლში მოსამზადებელი ყველაზე მარტივი მეთოდი:
იოდის წვეთები და დამდგარი წყალი. საფუარის ნაყენი. კარტოფილის ნაყენი. დარიჩინი, ერთი ჩაის კოვზი. დაფნის ფოთლის ნაყენი. ლუდის ნაყენი. მზესუმზირის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი და მორწყეთ. მას ხშირად ემართება დაავადებები. ადვილად დაამარცხებთ, შავ ფეხს თუ ხშირად წყალბადის ზეჟნგით მორწყავთ ან ფიტოსპორინით.
მავნებლებიდან ბევრი მწერი შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ ხშირად ათვალიერეთ. გამოჩენისთანავე გამოიყენეთ 2 გრამი ქაფურის სპირტი ან ზეთი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და ასხურეთ. ნიშადურის სპირტი, ხახვის ფურცლების ნაყენი.
ხახვის ფურცლის ნაყენი
დაჭერით ხახვი და ერთი კოვზი მოაყარეთ. ფიტოვერმი ასხურეთ თუფრთათეთრა ან აბლაბუდას ტკიპა შეესია. გაიმეორეთ ყოველ მეშვიდე დღეს სრულ განკურნებამდე.
ქაფურის სპირტი (2 გრამი 1 ლიტრ წყალში)
ხახვის ფურცლის ნაყენი
ნიშადურის სპირტი
ფიტოვერმი – გამოიყენეთ ყოველ 7 დღეში ერთხელ, გამოჯანმრთელებამდე
⚠️ არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიკატები (კარატე, BI-58, აქტარა) დახურულ სივრცეში – ეს სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.
მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.
წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს.
აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე.
წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.
– მამაო სხეული გტკივათ?
– არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით – სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.
მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.
მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება.
მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი – მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე – აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.
მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.
როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები.
მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.
მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.
კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე.
ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად.
რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.
ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე.
რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.
– მამაო ფეხები და წელი მტკივა…
– თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. მოღვაწე ხერხს მიმართავს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რქაწითელი — საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა კახეთში აქვს. ამ ჯიშისგან მზადდება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძენი.
ძირითადი მახასიათებლები
prol. pontica, sub prol. georgica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი.
„რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნა თელავში კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მთავრობის გამორჩეულ ყურადღებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ინვესტიციები და განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს სფეროს გაწვდვას და ქვეყნის ეკონომიური პოზიციების გაძლიერებას.
„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს. ქალაქ თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე–ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.
რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.
ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სინიპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.