ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა.

განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით  ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს   1,20 ლარად;  არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.

„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებითათასობით მევენახეფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევარაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.

2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.

ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით,  რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს. 20 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ღვინის-კერძო-კომპანიებზე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network