სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობა – წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ – პატრიარქის მიმართვა მშობლებს

0
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა
#image_title

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში, მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

უწმიდესმა მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, – განაცხადა პატრიარქმა.

ლოცვა

“ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დახურულ სივრცეში ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება აკრძალულია და ისჯება სივრცის მფლობელი კომპანიის, რეგულაციის დამრღვევი პირის ან ორივეს დაჯარიმებით,

0
დახურულ სივრცეში ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება აკრძალულია და ისჯება სივრცის მფლობელი კომპანიის, რეგულაციის დამრღვევი პირის ან ორივეს დაჯარიმებით,
#image_title

დახურულ სივრცეში ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება აკრძალულია და ისჯება სივრცის მფლობელი კომპანიის, რეგულაციის დამრღვევი პირის ან ორივეს დაჯარიმებით, – ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ალიანსში აცხადებენ,  კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დახურულ სივრცეში დაშვებულია თამბაქოს ახალი პროდუქტების და ჩილიმის მოწევა.

„საქართველოში, 2017 წელს მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებაა. რეფორმამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საზოგადოებრივი სივრცეების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლების კუთხით. დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის რეგულაცია საშუალოდ 95%-ით სრულდება, შეიცვალა საზოგადოებრივი დამოკიდებულება, მოწევა საჯარო სივრცეში ნორმად აღარ მიიჩნევა. თუმცა კანონის ეფექტური აღსრულების მიუხედავად კვლავ რჩება  გამოწვევები, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში. ამ მხრივ, აჭარა (ბათუმი, ქობულეთი) პრობლემური ნაწილია, სადაც სამასპინძლო ობიექტებში  რეგულაციების დარღვევის ფაქტები გახშირებულია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი  პრობლემებს ძირითადად ტურისტულ ზონებში, უცხოელი (რუსეთის, თურქეთის, არაბული ქვეყნების) მეპატრონეების კუთვნილ კაფე-ბარებსა და რესტორნებში აწყდება, სადაც მოწევის რეგულაცია თამბაქოს ახალი პროდუქტების ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევის სახით ირღვევა.

სახელმწიფო საკომუნიკაციო პროგრამების უქონლობის გამო, მოსახლეობას სისტემატურად არ მიეწოდება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის კანონის რეგულაციების შესახებ, ამიტომაც თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წაქეზებული, კანონდამრღვევი კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები იოლად  ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დახურულ სივრცეში დაშვებულია თამბაქოს ახალი პროდუქტების და ჩილიმის მოწევა. დახურულ სივრცეში ნებისმიერი მოსაწევი საშუალების გამოყენება აკრძალულია და ისჯება სივრცის მფლობელი კომპანიის, რეგულაციის დამრღვევი პირის (მათ შორის, უცხოელის), ან ორივეს დაჯარიმებით.

სასურველია, მოსახლეობა უკეთ რეაგირებდეს მოწევის რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე.  კაფე-ბარებსა და რესტორნებში ნებისმიერ მომსახურე პირს, მიმტანს, მენეჯერს და სხვას შეიძლება მიუთითოთ მოწევის რეგულაციის დარღვევაზე და მოითხოვოთ შესაბამისი რეაგირება, აღკვეთონ ფაქტი, მიმართონ საპატრულო პოლიციას ან მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ სოციალურ ქსელში („ფეისბუქზე“), გვერდზე „ნუ მაბოლებ“. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორები მიმართავენ შესაბამის ზომებს. ასეთ დროს სასურველია დარღვევის ფაქტის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულების გადაღება და გამოგზავნა.  საპატრულო პოლიციას არ აქვს უფლება მოწევის ფაქტების აღმოსაჩენად იაროს დაწესებულებებში, ის მხოლოდ  დარღვევის შესახებ 112-ში მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებს. ამიტომაც ხალხის აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორის, გიორგი მაღრაძის თქმით, აუცილებელა ყურადღება მიექცეს რეგულაციების დარღვევის ფაქტებს.

„აუცილებელია მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტების მიმართ მოქალაქეების ყურადღება, დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმართ მოწოდება, აღკვეთონ კანონდარღვევა ან შეგვატყობინონ მონიტორინგის სამსახურს და ჩვენ ვაცნობებთ პოლიციას. კანონი უპირველესად მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვისაა შექმნილი და მათაც აქვთ ვალდებულება დაიცვან საკუთარი უფლება, ცხოვრობდნენ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. ამ მხრივ განსაკუთრებით იჩაგრებიან ბავშვები, რომლებიც შესაძლოა მოხვდნენ სივრცეში სადაც დაუშვებელია მოწევა, მაგრამ ეწევიან.

ნებისმიერ დაწესებულებას, მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ეკისრება პასუხისმგებლობა, თამბაქოს მოწევის რეგულაციები უპირობოდ შესრულდეს. რადგან სისტემატურად კანონდამრღვევი კაფე-ბარებისთვის 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია შემაკავებელი საშუალება ვერ აღმოჩნდა,  მიგვაჩნია, რომ  უნდა გაორმაგდეს პასუხისმგებლობა დაწესებულებისათვის, მათ შორის სამასპინძლო ბიზნესში, რათა კანონი მაქსიმალურად დაიცვან და თამბაქოს და სხვა პროდუქტების კვამლისაგან ყველა საჯარო და სამუშაო სივრცე თავისუფალი იყოს“, – განაცხადა მაღრაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

0
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება
#image_title

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში – Expo Capital Quest – ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

0
ამ პროდუქტებს თუ ხშირად მიირთმევთ, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება
#image_title

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.

კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა. კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.

კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.

ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს

0
კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#image_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

  • კვლევაში მონაწილეობდა 334,161 მამაკაცი და ქალი.
  •  1992-2000 წლების მანძილზე მკვლევარები სიმაღლეს, წონასა და თეძოს გარშემოწერილობას ზომავდნენ.
  • ფიზიკური აქტივობის განსაზღვრის მიზნით იყენებდნენ თვითშეფასების მეთოდს. აქტივობის განსაზღვრა ხდებოდა სამსახურსა და რეკრიაციულ  (დასვენების დროს) ზონაში. მონაწილეთა თითქმის მეოთხედი (22,7%)  კვალიფიცირდებოდა  როგორც არააქტიური (ინერტული) ჯგუფი.
  • კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა

მათგან 21,438 გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან  შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა)   ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).

სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.

ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს…

0
ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს…
#image_title

ობის და სინესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

სინესტე

ნესტი შენობებში აქტუალური პრობლემაა, რომლის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით: ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ  ამერიკასა  და იაპონიაში  შენობების შიგნით ნესტი მერყეობს 10-დან 50%–მდე.  გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგალითად ხეობები, მდინარეები და სანაპიროები) ტენიანობა კიდევ უფრო მაღალია.

დადგენილია, რომ ნესტი და ობი წარმოადგენს შენობების შიგნით არსებული ჰაერის უხარისხობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი პოპულაციის ჯანმრთელობაზე. ევროპის რეგიონში ოჯახების 20%-ზე მეტი ბინადრობს ისეთ საცხოვრებელში, სადაც ნესტი და ობი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისათვის. ამ პრობლემის შემცირებისა და აღკვეთის ღონისძიებები უკვე შემუშავებულია, თუმცა არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების გაძლიერების საჭიროება. ევროპის რეგიონის წევრ სახელმწიფოთა გათვითცნობიერებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2010 წელს შემუშავებულ იქნა შენობებს შიგნით არსებული ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელო.

 ობი და მისი თვისებები

ობი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან და წარმოადგენს მცირე ორგანიზმებს, რომლის პოვნა შესაძლებელია როგორც შინ, ისე გარეთ. ობი შეიძლება იყოს: შავი, თეთრი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ვარდისფერი. სოკოების სახეობის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, დაახლოებით 10–300 ათასამდე მერყეობს.

ობი ყველაზე კარგად იზრდება სითბოსა და ნესტიან გარემოში, ხოლო მისი გამრავლება და გავრცელება ხდება სპორების მეშვეობით. ობის სპორები გამძლეა კლიმატური პირობებისადმი. Cladosporium, Penicillium, Alternaria და Aspergillus მიკროსკოპული სოკოებია, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების (შენობის, ქაღალდის, ტყავის, საკვები პროდუქტების და სხვ.) ზედაპირზე. ახასიათებთ საჰაერო მიცელიუმის ინტენსიური განვითარება. იწვევენ ზედაპირების გაფუჭებას, მცენარეების ზოგიერთ დაავადებას, ხოლო ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ ტოქსინებს.

 ნესტითა და ობით გამოწვეული პრობლემები

დახურულ სივრცეში ობისა და მისგან გამოწვეული ბიოლოგიური აგენტების ზრდა დამახასიათებელი ატრიბუტია საცხოვრებელი სახლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღინიშნება სინესტე და არის არასაკმარისი ვენტილაცია. დახურულ სივრცეში ჰაერის ხარისხის პრობლემა ცნობილია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი  რისკ-ფაქტორი დაბალ- საშუალო- და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. საცხოვრებელ სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჰაერის დაბინძურება მძიმე ზეგავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების გავრცელების შესაძლებლობას. სხვადასხვა კლიმატურზონებში ჩატარებული ეპიდკვლევების შედეგების მიხედვით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დიდ დროს ატარებდა სახლში და იმყოფებოდა ნესტიან გარემოში, აღენიშნებოდა რესპირატორული სიმპტომები, ალერგიული დაავადებები, სასუნთქი სისტემის ინფექციები, ასთმა და იმუნოლოგიური რეაქციები.

არსებობს კლინიკური მტკიცებულებები იმისა, რომ ობსა და ნესტთან დაკავშირებული მიკრო აგენტების ზემოქმედება ზრდის ისეთი იშვიათი დაავადებების რისკს, როგორიცაა: ჰიპერსენსიტიური პნევმონია, ალერგიული ალვეოლიტი, ქრონიკული რინოსინუსიტი და ალერგიული სოკოვანი სინუსიტი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური შეფასებით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების 8–20% ასოცირებულია ნესტისა და ობის ზემოქმედებასთან.

მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ აშშ–ში ასთმით დაავადებულთა 21,8 მილიონი შემთხვევიდან  4,6 მლნ. შემთხვევა დაკავშირებულია სინესტისა და ობის ზეგავლენასთან.

ასევე, აღსანიშნავია აშშ-ის ოჰაიოს შტატში ასთმით დაავადებულ ბავშთა შორის 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ბავშვებში, რომლის მშობლებმაც  რეკომენდაციის გათვალისწინებით, სინესტით გამოწვეული დაზიანებები აღადგინეს გამოშრობით, გათბობით, ვენტილაციითა და საჰაერო კონდენცირების სისტემის დამონტაჟებით, ობის რაოდენობა 50%–დან 70%–მდე შემცირდა, რესპირატორული დაავადებები შესაბამისად შემცირდა 50%–ით, ხოლო მათში, ვინც მხოლოდ ასთმის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, რესპირატორული დაავადებები შემცირდა 15%–ით.[[1]] ნესტისგან გათავისუფლებულ სახლებში სასწრაფო დახმარების ვიზიტებიც შემცირდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით. ზემოაღნიშნული კვლევის შედეგი კიდევ უფრო ადასტურებს ადრე აღწერილ სტატისტიკურ მტკიცებულებას, რომ სინესტე და ობი ზრდის რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს.

ადგილები სადაც მაღალია ობის ზემოქმედება

  •   ანტიკვარიატის მაღაზია
  •   სათბურები
  •   საუნები
  •   ფერმები
  •   წისქვილები
  •   სამშენებლო ტერიტორიები
  •   ყვავილების მაღაზიები
  •   საზაფხულო კოტეჯები

ადამიანის ორგანიზმში ობის მოხვედრის მექანიზმი

ბუნებაში ობი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის განაპირობებს მკვდარი ფოთლების დაშლას; თუმცა, მცირე ზომის სპორები მუდმივად მოგზაურობენ ქარის საშუალებით. შესაბამისად, ადამიანები ყოველდღე განიცდიან ობის ექსპოზიციას. მცირე რაოდენობით ობის სპორები უვნებელია, მაგრამ როდესაც ისინი ხვდებიან მათთვის ხელსაყრელ გარემოში, როგორიცაა ნესტიანი ადგილები, იწყებენ ზრდას. სხვადასხვა ზედაპირზე გაზრდილი სპორები ხვდებიან ჰაერში, საიდანაც რესპირატორული გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს ზრდის, განსაკუთრებით ობისადმი მგრძნობიარე ადამიანებში.[2]

     ობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები

  • ჩვილები და ბავშვები
  • მოხუცები
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები (აივ ინფექციით, ღვიძლის დაავადებით, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები)
  • პაციენტები ფილტვის ქრონიკული დაავადებით (ასთმა, ბრონქიტი და სხვ.)
  • პირები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორგანოების ტრანსპლანტაცია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

შენობის შიდა ზედაპირებზე მუდმივი ნესტი და მიკრობების ზრდა უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

სინესტისა და მიკრობების ზრდის ინდიკატორს წარმოადგენს კონდენსატის პროცენტული მაჩვენებელი შენობების ზედაპირებზე; ხილული ობი; დამახასიათებელი ობის სუნი და წყალგაყვანილობის დაზიანების, გაჟონვის ან შეღწევის ნიშნები. ტენიანობის მართვა მოითხოვს ტენიანობის და ვენტილაციის სათანადო კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი სინესტე, კონდენსატი ზედაპირებზე და ჭარბი ტენიანობა სამშენებლო მასალებში.  ეფექტური ჰაერის ვენტილაცია მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს შენობის მთელ ფართობზე.

შენობების მესაკუთრეები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი ტენიანობა და ობის წარმოქმნა. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან წყალგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის სისტემისა და სხვადასხვა ტექნიკის ისე დამონტაჟებაზე, რომ არ გამოიწვიოს ნესტისა და ობის წარმოქმნა.

რეკომენდაციები სხვადასხვა რეგიონისათვის, კლიმატის შესაბამისად, სხვადასხვაა. შენობებში ნესტის წარმოქმის თავიდან ასაცილებალად აუცილებელია მუდმივი საკონტროლო ღონისძიებების გატარება.

სინესტე და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი ჯანმრთელობის რისკები იმ ღარიბ მოსახლეთა ჯგუფებში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვს ავადობის ტვირთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ:

  • მიკროორგანიზმები გავრცელებულია ყველან, სადაც არის მტვრის ნაწილაკები და სინესტე; ობი შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ ზედაპირზე, მაგრამ სათანადო მასალის გამოყენება თავიდან აგვაცილებს ნესტის შეღწევადობას და ობის განვითარებას;
  • წყლის მცირე რაოდენობაც კი სხვადახვა მასალის ზედაპირზე მიკროორგანიზმების (სოკოები, აქტინომიცეტები და სხვადასხვა ბაქტერიები) გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა;
  • მიკრობების ზრდასთან ერთად დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სპორები,  ალერგენები, მიკოტოქსინები და ენდოტოქსინები;
  • სამშენებლო მასალებმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ნესტის წარმოქმნაში და უარყოფითად   იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • ბუნებრივი მოვლენების (როგორიცაა  ძლიერი წვიმები და წყალდიდობები), ამინდის ექსტრემალური პირობებების დროს ნესტი ჰაერის საშუალებით აღწევს შენობებში, რაც ხელს უწყობს კონდენსატის წარმოქმნას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით  ობითა და ნესტით გამოწვეული მავნე შედეგების თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა შენობასა და შიდა ინტერიერის ზედაპირებზე ნესტის წარმოქმნის პრევენცია ან მინიმუმამდე შემცირება შემდეგი მეთოდებით:

  • აუცილებელია თავიდან ავიცილოთ და შევამციროთ ნესტი და მიკრობების ზრდა  შენობის შიგნით დახურულ სივრცეში, რათა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • იმისათვის, რომ სინესტისა და ობისგან გამოწვეული პრობლემებიაღმოიფხვრას, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს თავიდანვე, შენობის პროექტირებისა და აშენების  დროს;
  • კარგად აშენებულ, დაპროექტებულ და კეთილმოწყობილ შენობებზე უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი შესაბამისი წესების დაცვით, რათა არ მოხდეს ჭარბი ტენიანობის შეღწევა; აუცილებელია გამართული სავენტილაციო სისტემა.
  • მშენებლობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო, ასევე უნდა იქნას უზრუნველყოფილი სათანადო წყალმომარაგება, გათბობა და ვენტილაცია, რათა არ წარმოიქმნას ობი და ნესტი;
  • ადგილობრივი ხელისუფლება მკაფიოდ განსაზღვრული მანდატით უნდა იყოს უფლებამოსილი, უნდა გააჩნდეს ბიუჯეტი და/ან ფინანსური რესურსები, რათა იმუშაოს შენობების ობისა და სინესტის პრობლემებზე; უნდა უზრუნველყოს სერვისი შენობების მომსახურებისთვის;
  • საჭიროა მოსახლეობის შესაბამისი რისკ-ჯგუფების განსაზღვრა და ინფორმაციის მიწოდება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნესტისა და ობის გავლენის შესახებ. კონკრეტული ინფორმაცია სწორად უნდა იყოს შემუშავებული ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ასთმით, ალერგიითა და რესპირატორული დაავადებებით დაავადებულნი, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ბავშვები და მოხუცები;
  • დაავადებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა მთავარი გამოწვევაა სამედიცინო პერსონალისათვის. ალერგიული ან რესპირატორული დიაგნოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს შიდა გარემოში არსებულ ნესტთან. სამედიცინო პერსონალი გაცნობიერებული უნდა იყოს დახურულ სივრცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შიდა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგრამ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და შეფასება ძნელია რამდენიმე მიზეზის გამო: შიდა სივრცეების მრავალგვარობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება და, კერძო საცხოვრებლების შემთხვევაში, მთავრობის შეზღუდული უფლებამოსილება ინტერვენციებზე. პრაქტიკულად ხაზგასმულ იქნა სინესტისა და ობის პრობლემების პრევენციის, შემცირებისა და შერბილების სხვადასხვა მიდგომები და ქმედებების მექანიზმები. ჯანმოს მიერ განსაკუთრებით ხაზგასმულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ნესტისა და ობის განვითარებაზე. მათ შორისაა საინფორმაციო კამპანიების ჩატარება დევიზით  გააკეთე ეს შენით.

მნიშვნელოვანია საინფორმაციო საქმიანობები, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობაზე სინესტისა და ობის გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდისაკენ.

 

როგორ უნდა შევამციროთ ობის ექსპოზიციის დონე

მგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მაღალია ობის გავრცელების რისკი. თუ სახლში ობია, საჭიროა მისი გაწმენდა და გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ წარმოიქმნება. მყარი ზედაპირებიდან მისი მოშორება შედარებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობი ახალი გაჩენილია. საჭიროა შენობას სწრაფად 24–დან 48 საათის განმავლობაში მოცილდეს ობი და გაიწმინდოს სინესტისაგან. ხშირად უნდა გაიღოს კარებები და ფანჯრები.

სპეციფიკური რეკომენდაციები

  • გააკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა
  • კონდენციონერი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტენიანობის დაბალი დონე
  • საჭიროა სავენტილაციო სისტემის, მათ შორის კი  გამწოვი ვენტილაციის გამოყენება
  • გამოიყენეთ ობის ინჰიბიტორი საღებავები
  • გაასუფთავეთ სააბაზანოები ობის ნარჩენებისაგან
  • არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოებსა და სარდაფებში
  • გადააგდეთ ან შეცვალეთ დასველებული და ნესტით გაჟღენთილი ხალიჩები
  • მნიშვნელოვანია ობის მოსპობა სასწავლო-სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები:
  1. არ შეეხოთ ობსა და ობიან ნივთებს შიშველი ხელებით.
  2. არ უნდა მოხვდეს ობი და ობის სპორები თქვენს თვალში
  3. არ შეისუნთქოთ ობი, გამოიყენეთ პერსონალური დამცავი საშუალებები (სათვალე, ხელთათმანები და სხვ.)[3] [4]

2009 წლის 9–10 თებერვალს, გერმანიაში ქალაქ ბონში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეხვედრაზე, შემუშავდა რეკომენდაციები ნესტისა და ობის შემცირებასთან დაკავშირებით.[3] რაც შეეხება საქართველოს, დღეის მდგომარეობით ადამიანის ჯანმრთელობაზე  სინესტისა და ობის გავლენის შემსწავლელი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, არ არის შემუშავებული ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოს შესაბამისად განსაზღვრული ნორმები, საჭიროა მათი დროული შემუშავება და ასახვა ჰაერის ხარისხის მარეგულირებელ შესაბამის ეროვნულ ნორმატიულ დოკუმენტებში.



[3] Technical and policy recommendations to reduce health risks due to dampness and mould / WHO Regional Office for Europe. – DK-2100 Copenhagen Ø, Denmark 2010.

[4] WHO guidelines for indoor air quality : dampness and mould / WHO. – Copenhagen Ø, Denmark : WHO Regional Office for Europe, 2009.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან – იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

0
სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან - იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინო იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წარადგინეს.

საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია „Red Bridge“-ის დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. მანვე სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიებას ღვინის სომელიეები, იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-მდე სტუმარი დაესწრო.

საპორტო ქალაქი ფუკუოკა, იაპონიის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება. აღნიშნულ ქალაქში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდისთვის როგორც ფუკუოკას პრეფექტურაში, ისე ზოგადად იაპონიის ღვინის ბაზარზე.

კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

მაგნიუმის სულფატის სასუქი – მცენარეების ჯანმრთელობისა და მოსავლის გასაუმჯობესებლად

0
ოთახის მცენარეების მორწყვა - მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას
#image_title

🧪 როგორ გამოიყენოთ ეპსომის მარილი (მაგნიუმის სულფატი) მცენარეების ჯანმრთელობისა და მოსავლის გასაუმჯობესებლად

გსურთ თქვენი მცენარეები უფრო ძლიერი, ჯანსაღი და მოსავლიანი გახდეს?
გამოიყენეთ მაგნიუმის სულფატი – იგივე ეპსომის მარილი, რომელიც ცნობილია როგორც ინგლისური მარილი. ეს ბუნებრივი, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იდეალურია როგორც ორგანული ბაღისთვის, ისე სახლის მცენარეებისთვის.


🌱 რატომ არის მაგნიუმის სულფატი მნიშვნელოვანი?

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქლოროფილის წარმოსაქმნელად და ფოტოსინთეზის პროცესისთვის.
მისი დეფიციტი იწვევს ფოთლების გაფერმკრთალებას და მცენარის ზრდის შეფერხებას.
ეპსომის მარილი არა მხოლოდ ამდიდრებს ნიადაგს მაგნიუმითა და სულფატებით, არამედ აძლიერებს მცენარის იმუნურ სისტემას, აჩქარებს ზრდას და ამაღლებს ნაყოფიერებას.


🧬 როგორ მოვამზადოთ მიკროორგანიზმებით გამდიდრებული სასუქი?

🔹 ინგრედიენტები:

  1. 30 გრამი ეპსომის მარილი (მაგნიუმის სულფატი)

  2. 20 ლიტრი წყალი (სასურველია წვიმის, ჭის ან წყაროს წყალი)

  3. 2 კგ ტყის ნიადაგი, ფოთლოვანი ჰუმუსით მდიდარი

  4. 0.5 კგ მოხარშული ბრინჯი ან კარტოფილი – მიკროორგანიზმების სწრაფი ზრდისთვის


🥣 მომზადების წესი:

1,)30 გრამი მაგნიუმის ქლორიდი იგივე ინგლისური მარილი.
2, )20 ლიტრი წყალი( ,წვიმის ან წყაროს ან ჭის.)
3) ტყის მიწა ,2 კილოგრამი,რომელშიც შერეული იქნება ფოთოლი (ჰუმუსით მდიდარი.)
4) მოხარშული კარტოფილი ან ბრინჯი, ნახევარი კილოგრამი
ურიეთ ეს ყველაფერი ერთად პლასმასის ჭურჭელში ხუთი წუთი სჭირდება მორევა კარგად ,რომ გაიხსნას.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ პლასტმასის ჭურჭელში.

ხსნარი ურიეთ მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში, რათა მარილი კარგად გაიხსნას.

დადგით დაჩრდილულ ადგილას სამი დღე.

3 დღის შემდეგ სასუქი მზად არის გამოსაყენებლად!


🌿 როგორ გამოვიყენოთ?

👉 მორწყვისთვის და ფოთლოვანი შესხურებისთვის გამოიყენეთ დილით ან გვიან საღამოს.
👉 გაანაწილეთ ფესვებთან ან დაასხურეთ ფოთლებზე.

იდეალურია შემდეგი კულტურებისთვის:
ვარდი 🌹, ჰორტენზია 🌸, გარდენია, ვაზი, მარწყვი, კიტრი 🥒, პომიდორი 🍅, ბადრიჯანი 🍆, წიწაკა 🫑, კომბოსტო 🥬
ასევე შიდა ქოთნის მცენარეებისთვის: მონსტერა, ფიკუსი, კალათეა, სანსევიერა, ბალბები და სხვა.


💡 დამატებითი რჩევები:

🔸 არ გაქვთ კარტოფილი ან ბრინჯი? – გამოიყენეთ მხოლოდ ტყის მიწა და ეპსომის მარილი, თუმცა ნახშირწყლები (კარტოფილი/ბრინჯი) ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების სწრაფ ზრდას.
🔸 შენახვა: გრილ ადგილას, ჭურჭელი ნახევრად დახურული – ჰაერი უნდა შედიოდეს. ინახება 6 თვე.
🔸 გამოყენების სეზონი:
გამოიყენეთ აგვისტო–სექტემბერში.
ოქტომბრიდან აღარ გამოიყენოთ, რადგან მცენარეები გადადიან მოსვენების ფაზაში.


🌱 დიდი მოცულობისთვის:

თუ ბევრი მცენარე გაქვთ – იგივე რეცეპტი გაამრავლეთ და დაამზადეთ 200-ლიტრიან კასრში.
შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზაფხულზეც – შენახვის ვადა 6 თვეა.


🌿 შეადარე: გაზაფხულის ჭინჭრის ხსნარი vs შემოდგომის ეპსომის სასუქი

➡️ ჭინჭარი იდეალურია გაზაფხულზე
➡️ მაგრამ შემოდგომაზე ეპსომის სასუქი გაცილებით ძლიერი და ეფექტურია – ასჯერ აჭარბებს ეფექტურობით!


✅ ბიომებაღეობის მხარდამჭერი სასუქი

ეს მეთოდი არ მოიცავს ქიმიკატებს – მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები.
ბუნების ძალით გაძლიერებული მოსავალი და ჯანმრთელი ბაღი – სწორედ ეს არის წარმატებული მებაღეობის საფუძველი!


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ სკდება ლეღვი

0
რატომ სკდება ლეღვი
#image_title
რატომ სკდება ლეღვი. 
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.