დასაქმებულთა სამუშაო გარემოს საკითხებზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობა ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდა

დათო ხალაური
1 წუთიანი წაკითხვა
შრომის ინსპექციის შეხვედრამ ბიზნეს წრეებთან კიდევ ერთხელ აჩვენა სამუშაო გარემოს უსაფრთხოების შესახებ მითების სიმრავლე. განხილვავთ რეალობას მითების მიღმა.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.

ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში.

„საუბარი შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების მიმართულებით.

შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის