ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.

ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებაც მიიღეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხიდეშელი უძღვებოდნენ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. 13 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ტრენინგზე-მონაწილეები-ვა/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network