ფერეიდანში ასეთი ლეგენდა არსებობს, როცა ცისარტყელა ცაზე გამოჩნდება და მის ქვეშ შეძლებ გასვლას, მაშინ მოხვდები საქართველოში.“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„დარიჩინის ჩხირებს, ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მას ასევე სახლის აურის გაწმენდაშიც იყენებენ. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, + 24 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.
მარწყვი ბევრ ადამიანს უყვარს, დიდებს თუ პატარებს, ამიტომაც მასზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მაგრამ, ხანდახან მებაღეები წუხან იმის გამო, რომ კენკრის მოსავალი არც ისე კარგია, როგორც ადრე, იმიტომ, რომ მცენარეს უკურნებელი სენი ეყრება. როგორ დავიცვათ მარწყვი მავნებლებისგან
მარწყვი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული ხილი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და უყვარს უამრავ ადამიანს. მარწყვი მისი გემოთი და არომატით იდეალური არჩევანია როგორც ფინალური კერძისთვის, ასევე დესერტების შემადგენელი ნაწილისთვის.

ერთ მშვენიერ დღეს, აღმოაჩენენ, რომ მარწყვი გახმა და ფოთლებმა თავი დახარეს…

რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? როგორ ვიხსნათ საყვარელი მარწყვი?
რეცეპტი უამრავია და ყველას დათვლა შეუძლებელი.

ჩვენ წარმოგიდგენთ ერთ ნაზავს, რომელიც გამოცდილმა მებაღემ გაგვიზიარა.
გაავსეთ ჭურჭელი 10ლ წყლით.
ჩაასხით ჩაის კოვზი იოდი.
დაამატეთ ბორმჟავა და არყის ფისი.
შემდეგი ინგრედიენტი 2 ს.კ. ამიაკის სპირტი და ჩ.კ. ფიჭვის ზეთია.
ბოლოს დაამატეთ სარეცხი საპნის ხსნარი და საგულდაგულოდ აურიეთ. სამუშაო ხსნარი მზადაა.
შეგიძლიათგადაასხათ მოსარწყავ ბოთლში.
ვარდები, ვაშლები, ქლიავი, ალიბალი, ჟოლო – ყველაფერი შეგიძლიათ მორწყათ ამ ნაზავით.

ვაშლი, მსხალი და ქლიავი წვნიანი იქნება ჭიების გარეშე. მოკლედ ამ ნაზავით იხსნით არამხოლოდ მარწყვებს, არამედ მთელ ბაღს.
დასკვნა
მარწყვი არის მარტივი და გემრიელი ხილი, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი. აქვს მრავალფეროვანი სარგებელი ჯანმრთელობისათვის, არის ძალიან გემრიელი და არომატული, რაც მას განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლო ხილად ხდის.
ქვევრის დამზადების წესი… „ამ ჩვენს ნაშრომში, ამ ჩვენს ნაწვალებში ვინც ღვინოს ჩაასხამს, იმას გაუმარჯოს“
სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის სიმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფილივით ფხვიერი ხდება.
კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცილებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტის მოსაწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძელ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკრეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნაყოფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედროშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი).
მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკრეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვ
აშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინახება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინახება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ისე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინახება ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შესანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპერატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალაგებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველაფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გადახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გაშალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვილი, მაღალხარისხოვანი კაკლები გადაარჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.
გახსოვდეთ
შესანახი ვაშლი და მსხალი იკრიფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზიანებლად.
აგვისტო – ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვინის ექსპორტი და მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. „ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია. აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს: Ø 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის ემილი სალადინო (Emily Saladino) ეწვევა საქართველოს.
ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
სექტემბერის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში. 23 სექტემბერიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები. 26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომაგენლებისთვის გაიმართება. ოქტომბრისა და ნოემრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა „New York Times“ დაეთმობა.
New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.
თუ მოგზაურობისას გსურთ ქართული სამზარეულო დააგემოვნოთუთ, გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, სად შეხვდებით ავთენტურ ქართულ გემოს
1. აშშ
ამერიკაში მრავალი ქართული რესტორანი გაიხსნა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ვაშინგტონი. ნიუ-იორკში მაგალითად, რესტორნები “Oda House” და “Chama Mama” სთავაზობენ სტუმრებს ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური და სხვა ცნობილი კერძები.
2. რუსეთი
რუსეთში ქართული სამზარეულო ფართოდ გავრცელებულია და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში უამრავი ქართული რესტორანია, სადაც სტუმრებს უყვართ ავთენტური ქართული კერძების დაგემოვნება. “Хачапури и Вино” და “Генацвале” ამ ქალაქებში პოპულარული ქართული რესტორნებია.
3. უკრაინა
უკრაინაში ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კიევში რესტორნები “Chachapuri”, “Mama Manana” და “Suluguni” ცნობილია ტრადიციული ქართული კერძებით, რომლებიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ გემოს სთავაზობენ.
4. საბერძნეთი
საბერძნეთი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართველ ემიგრანტებთან, ასევე გვთავაზობს ქართულ სამზარეულოს ავთენტურ რესტორნებში. ათენში “Tamara” და “Tbilisi” რესტორნები პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე ადგილობრივ გურმანებს შორის.
5. თურქეთი
თურქეთში ქართული სამზარეულო განსაკუთრებით გავრცელებულია სტამბოლში, სადაც მრავალრიცხოვანი ქართული რესტორნებია. “Machakhela” და “Tbilisi Restaurant” მოგზაურებს ქართული კერძების მრავალფეროვნებას სთავაზობენ.
6. ისრაელი
ისრაელშიც საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს საქართველოდან, ამიტომ ქართულ რესტორნებს აქაც შეხვდებით. თელ-ავივში და სხვა დიდ ქალაქებში რესტორნები, როგორიცაა “Georgian House” და “Nanuchka”, ქართულ გემოს არაერთ მოყვარულს იზიდავს.
7. პოლონეთი
პოლონეთი ასევე ცნობილი გახდა თავისი ქართული სამზარეულოთი, განსაკუთრებით ვარშავაში. ქართული რესტორანი “Gruzińskie Chaczapuri” პოპულარობით სარგებლობს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ხაჭაპური, მწვადი და სხვა კერძები.
ქართულ სამზარეულოს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ქართველ ემიგრანტები ცხოვრობენ. თუ მოგზაურობისას ქართული გემოს დატკბობა გსურთ, ეს ქვეყნები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სამოგზაურო სიაში.
ალოე (Aloe vera) არის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც ცნობილია თავისი მრავალი სამკურნალო თვისებებით და სილამაზით. მისი ფოთლები შეიცავს უნიკალურ გელს, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებში. გაეცანით ალოეს უპირატესობებს და ის, როგორ შეუძლია ამ მცენარეს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ვიდეო გაკვეთილი – ალოე
#gardeniashevardnadze #ზაქარიაჭელიძე
ხიზაბავრული ფენოვანი ხაჭაპური – მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი უნიკალური და გულგრილი კერძია, რომელიც გემოვნური თვისებებითა და ტრადიციული მომზადების მეთოდით გამოირჩევა. ე