ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ უყვართ ფუტკრებს ყვავილის მტვერი ასე ძალიან – ნახეთ როგორ აგროვებენ ფუტკრები ყვავილის მტვერს

0
#image_title

🐝რატომ უყვართ ფუტკრებს ყვავილის მტვერი ასე ძალიან 🤷‍♂️

🟢ნახეთ როგორ აგროვებენ ფუტკრები ყვავილის მტვერს
🔸ფუტკრის ოჯახში ყვავილის მტვერი უპირველესად სჭირდებათ ძიძა ფუტკრებს, რაც ასე აუცილებელია ფუტკრის რძის გამომუშავებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

0

ბიუჯეტი რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს.

სუბსიდიის პირობები ასეთია, 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს.

გარდა ამისა, კომპანიები მევენახეს გადასახდელ თანხას არა ნაკლებ 8 ლარს გადაუხდიან.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, თითოეული კილოგრამი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს, რომ 2026 წლიდან, სახელმწიფო მხარდაჭერა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის ფარგლებში, სხვა მიდგომით განხორციელდება. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ხარისხს და გააუმჯობესებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო “მოსავლის მართვის კომპანია” შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “მოსავლის მართვის კომპანია” 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თაფლოვანი მცენარეები, ყვავილობის დრო და ნექტარპროდუქტულობა

0
თაფლოვანი მცენარეები, ყვავილობის დრო და ნექტარპროდუქტულობა
#image_title

საქართველოში ყველა მეფუტკრეობის განვითარებისთვის პირობა არსებობს. ჩვენში გავრცელებული 1000-ზე მეტი სახეობის თაფლოვანი მცენარიდან 100-150 სახეობა თაფლის სასაქონლო პროდუქციას იძლევა.

საქართველო მდიდარია ხეხილის ბაღების, ტყის მინდორსაცავი ზოლების, ბუჩქოვანი, ბაღჩეული-ბოსტნეული, მინდვრების კულტურების, მინდვრის, მდელოს, საძოვრების, ტყის ბალახოვანი, ეთეროვანი და ტექნიკური, სპეციალურად ფუტკრის ნათესი ბალახების თაფლოვნებით, რომლებიც იძლევიან ნექტარს და ყვავილის მტვერს, რომლებიც ფუტკრის არსებობისათვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს.

ისინი ადრე გაზაფხულიდან იწყებენ ყვავილობას, მათი ნექტარი ფუტკრის ოჯახის განვითარებას, ფუტკრის გამოკვებას, ბარტყის აღზრდას ხმარდება და ოჯახის თანდათანობითი განვითარებით მთავარ ღალიანობას ძლიერი კონდიციის ოჯახებს ახვედრებს, რომელთა ძირითადი წარმომადგენლებიდან აკაცია, ცაცხვი, წაბლი, ძიძო, იონჯა, ესპარცეტი, მზესუმზირა და მრავალ სხვათაგან აგროვებს თაფლის სასაქონლო პროდუქციას.

გარდა იმისა, რომ ფუტკარი იძლევა 6 სახის პროდუქციას:თაფლს, ყვავილის მტვერს, სადედე ფუტკრის რძეს, ცვილს, დინდგელს და შხამს, ფუტკარი უდიდეს როლს ასრულებს სასოფლოსამეურნეო კულტურების დამტვერიანების და მოსავლიანობის გაზრდის საქმეში. იქ, სადაც მეფუტკრეობის დარგს ყურადღება ექცევა ფუტკრის ოჯახებს იყენებენ ხეხილის დასამტვერიანებლად და კარგ გასამრჯელოსაც იღებენ, რაც დარგის რენტაბელობის და შემოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთ წყაროდ ითვლება.

ამ დროს ერთი მცენარის ყვავილის მტვერის გადატანა ხდება მეორე ყვავილის დინგზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში მწერების საშუალებით ხდება, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ფუტკარს უკავია. ჯვარედინი დამტვერვა ხდება ქარის საშუალებითაც. ამიტომ დამტვერიანების მიხედვით მცენარეები იყოფა ენტომოფილიურ და ანემოფილურ მცენარეებადენტომოფილური მცენარეების განაყოფიერება მწერების საშუალებით ხდება, ანემოფილურის კი – ქარის საშუალებით. ენტომოფილურ ჯგუფს ეკუთვნის ყვავილოვანი მცენარეების 80%-ზე მეტი.

ისინი ნაკლები რაოდენობით გამოჰყოფენ მტვერს. ყვავილის მტვერის მარცვალი მძიმეა, ტენიანი, წებოვანი და ხორკლიანი, ადვილად ეწებება მწერებს და გადააქვთ ისინი ერთი მცენარიდან მეორეზე. ასეთი მცენარეები უფრო მკაფიოდ შეფერილნი და არომატულები არიან, რითაც მწერებს იზიდავენ. ფუტკრით დამტვერვა წარმატებით გამოიყენება სათბურებში. ჯვარედინი დამამტვერიანებელი მცენარეების ერთი მეხუთედი ქარის საშუალებით ნაყოფიერდებიან და უხვად გამოყოფენ მტვერს.

მათ, როგორც აღვნიშნეთ, ანემოფილური მცენარეები ჰქვიათ. მრავალი ანემოფილური მცენარე მტვერიანდება მწერების საშუალებითაც.

ანემოფილური მცენარეებიაჭვავი, შვრია, სიმინდი, ნაძვი, ფიჭვი, მუხა, არყი და სხვა.

ქართულ ფუტკარს, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, როგორც ყველაზე გრძელხორთუმიანი, შეუძლია ღრმად მოთავსებული სანექტრეებიდან მოიპოვოს ნექტარი და გადაამუშაოს თაფლად. სანექტრეებიდან ნექტრის გამოყოფა ყვავილობით იწყება და მთავრდება დამტვერიანებასთან ერთად.

ნექტარი უცხო სიტყვაა და ნიშნავს უკვდავების წყაროს. ნექტარში შედის ყველა ის ელემენტი, რომელიც თაფლშია, მაგრამ განსხვავდება თაფლისაგან იმით, რომ ნექტარში რთული შაქრებია: შქერი, წყავი, იელი, შინდი, მოცვი, მოცხარი, კვრინჩხი, ასკილი, ვარდი, კოწახური, კუნელი და სხვა.

ბაღჩეულ-ბოსტნეული თაფლოვნებია: კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, ქინძი, მარწყვი, ქონდარი, რეჰანი.

მინდვრის კულტურებს მიეკუთვნება: სამყურა, იონჯა, ძიძო, ესპარცეტი.

მინდვრის, მდელოს საძოვრების და ტყის თაფლოვანი ბალახებია: ბაბუაწვერა, ვირისტერფა, სალბი, დედა ფუტკარა, თავსისხლა, თავშავა, ნარი, შავბალახა, ბოლოკა, ტყის პიტნა, შავწამალა, ოქროწკეპლა, სვია, ბეგქონდარა, პატარაძალა, ლაშქარა, ჭინჭრის დედა, რაფსი, მზესუმზირა. ამ უკანასკნელის ყვავილედში 2000-მდე ყვავილია და მასზე ერთდროულად რამოდენიმე ფუტკარი მუშაობს.

ეთეროვანი და ტექნიკური თაფლოვანი მცენარეებია: რეჰანი, კატაბალახა, თამბაქო, ვარდკაჭაჭა.
სპეციალურად ფუტკრისათვის საკვები ნათესი ბალახებიაფაცელია, ლურჯი ძირწითელა, ბარამბო, გველთავაუსუპი და სხვა.

ზემოთჩამოთვლილი მცენარეები მეფუტკრეობის აქტიური სეზონის მთელ პერიოდში ყვავილობას იწყებენ ადრე გაზაფხულიდან, ერთის დაყვავილებას მოსდევს მეორის ყვავილობა, მეორისას – მესამე და ა.შ. გვიან შემოდგომამდე ფუტკარს შეუძლია იყოს აქტიურ მდგომარეობაში, განვითარდეს, გამრავლდეს და აითვისოს ფრენის რადიუსში მყოფი თაფლოვნების მიერ გამოყოფილი ნექტარი და შექმნას მაღალი კვებითი ღირებულების, როგორც საფურაჟე, ისე სასაქონლო პროდუქცია. ეკოლოგიურად სუფთა პოლიფლორული თაფლი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უმრავლესი რაიონებიდან მიღებული თაფლი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგანაც იქ არ ხდება ხეხილის ბაღების, მინდვრების დამუშავება პესტიციდებით, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა – გორი, ქარელი, ხაშური,

თაფლის დაბინძურებისა და ფუტკრის მოწამვლისაგან თავის დაცვის მიზნით პესტიციდები გამოიყენება მცენარეთა ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ.

თუ ფუტკრის ფრენის არეალში თაფლოვანი მცენარეები ვერ აკმაყოფილებენ ნექტარზე ფუტკრის მოთხოვნას, მაშინ საფუტკრე უნდა იქნეს გადატანილი სამთაბაროდ ისეთ ადგილზე, სადაც მოსალოდნელია თაფლოვანი მცენარეების მოსალოდნელია თაფლოვანი ყვავილობა და ფუტკრის განვითარებისა და არსებობისათვის შესაფერისი პირობებია. სწორედ ფუტკრისათვის საკვები ბაზა განსაზღვრავს საფუტკრის ხასიათს სტაციონარული უნდა იყოს იგი თუ სამთაბაროფუტკრისათვის საკვები ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საფურაჟე თაფლის რაოდენობას, რომელიც ხმარდება ფუტკრის და ბარტყის გამოკვებას, არამედ სასაქონლო თაფლის მიღებას.

ფუტკარი მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს 100 კგ-მდე თაფლს, რაც ხმარდება ყოველდღიურად თავისი თავის და ბარტყის გამოსაკვებად, გარდა ამისა საჭიროებს 30 კგ ჭეოს, რომელიც ფუტკრის და ბარტყის აუცილებელ ცილოვან საკვებს წარმოადგენს, რომლის დასამზადებლად ფუტკარი იყენებს ყვავილის მტვერს და თაფლს. თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ვადების და საფუტკრიდან მათი დაშორების მანძილის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეფუტკრემ ადგილზე ღალიანობის შეწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს თუ საფუტკრე სად გადაიტანოს. ხარისხის მიხედვით თაფლოვანი მცენარეები ორ ჯგუფად იყოფა – პირველი და მეორე ხარისხის თაფლოვნებად, პირველი ხარისხის თაფლოვნებიდან ფუტკრის ძლიერი ოჯახები ზოგჯერ დღეში 10 კგ-მდე ნექტარს აგროვებენ, მათ მიეკუთვნება: აკაცია, სათიბების ყველა თაფლოვნები – სალბი, დედა ფუტკარა, ირმისმხალა, ღიღილო, ვირისტერფა, ბაბუაწვერა, კლდის ვაშლა, ნემსიწვერა, თავსისხლა, ლურჯი ძირწითელა და სხვა. ამიტომ მათი ყვავილობის პერიოდს მთავარ ღალიანობას უწოდებენ.

მეორე ხარისხის თაფლოვანები მცირე რაოდენობით იძლევიან ნექტარს, ახასიათებთ ხანგრძლივი ყვავილობა, ფუტკრები მათ მიერ გამოყოფილი ნექტრით საზრდოობენ აძლიერებენ ოჯახს, მაგრამ თაფლის სასაქონლო პროდუქციას ვერ იძლევიან. იმისდა მიხედვით თაფლოვანი მცენარეები ფუტკრისათვის რა პროდუქციას იძლევიან, იყოფიან სამ ჯგუფად: ნექტრის, ნექტრის და ყვავილის მტვერის და მარტო ყვავილის მტვერის მომცემ მცენარეებად.

მარტო ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეებია: თხილი, ნუში, არყი, ვაზი, კაკლის ხე, მურყანი, ვერხვი, სოჭი, ვარდი, მუხა, ასკილი, ყაყაჩო, მრავალძარღვა და სხვა. არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ფუტკრისათვის უსაფრთხო მაგრამ ადამიანისათვის მომწამვლელ ნექტარს გამოჰ ყოფენ, ასეთ მცენარეს ეკუთვნიან იელი, შქერი, რომლებიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მისგან მიღებული თაფლი მათრობელა თაფლის სახელწოდებითაა ცნობილი. მათრობელა თაფლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ადნრომედოტოქსინი, რომელიც ფუტკრის მიმართ უვნებელი, ხოლო ადამიანისათვის ტოქსიკურია.

განსაკუთრებით ტოქსინს დიდი რაოდენობით შეიცავს შქერის ყვავილები. მათრობელა თაფლს ფუტკარი აგროვებს დაგვიანებული   გაზაფხულის დროს, როცა თაფლოვანი მცენარეები ჯერ კიდევ არ ჰყვავიან, ამ დროს კი ყვავილობს შქერი, საიდანაც ფუტკარი აგროვებს ნექტარს და თაფლად გადაამუშავებს.

გარეგნული შეხედულებით, სუნით, გემოთი, არომატით, ოქროს ფერით, იგი ჩვეულებრივ თაფლს ჰგავს, მაგრამ ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. თაფლის მიღებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ადამიანს უცივდება ხელ-ფეხი, ეწყება თავის და კუჭის ტკივილი, პირღებინება, თავბრუხვევა და ხშირად გონების დაკარგვა. მათრობელა თაფლის გაუვნებლობის რადიკალური საშუალება ჯერ-ჯერობით არ არის გამონახული.

მას ძირითადად ფუტკრის საკვებად ხმარობენ.  ზოგიერთი მცენარე, მაგ. სურო, გამოჰყოფს ისეთ ნექტარს, რომელიც ფუტკრის ჩიჩახვშივე ემზადება კრისტალიზაციისათვის და ფიჭაში ჩასხმული კრისტალდება, რომელსაც ფუტკარი ზამთარში ვერ ითვისებს და ხშირად შიმშილით იხოცება.

კრისტალიზაციას განიცდის უჯრედში ზოგიერთ წლებში მზესუმზირის ნექტარიდან მიღებული თაფლიც. ასევე სწრაფად კრისტალდება ოქროწკეპლას თაფლი. არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გვალვიან ამინდში როცა მცენარეში წყდება ნექტრის გამოყოფა, ისინი ფოთლების საშუალებით გამოჰყოფენ ტკბილ წვენს. ნამს, რომელსაც მცენარეული მანანა ეწოდება (მას ვარდნილ თაფლსაც უწოდებენ).

არსებობს მეორე სახის მანანაც: ცხოველური მანანა, იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების, ფარიანებისმღიების და სხვათა მიერ მცენარეული მანანით კვების შედეგად გამოყოფილი ტკბილი ექსკრემენტებისაგან შეგროვილი წვენი, რომელსაც ფუტკარი ითვისებს და სათანადო გადამუშავების შემდეგ ამზადებს მას.
მცენარეულთან შედარებით ცხოველური წარმოშობის მანანა თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ფუტკრისათვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს. მანანა თაფლი არასოდეს არ მიეკუთვნება ნატურალურ თაფლს.

მანანას გამოჰყოფიასამანი, მუხა, არყის ხე, კაკალი, ნაძვი, ალუბალი, ატამი, ალვის ხე, წაბლი, ნუში, თელა, ვერხვი და სხვა. მანანა დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტყის ზოლში. თუ მანანა თაფლი სამარაგო თაფლში იქნება იგი ზამთარში იწვევს ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს.

საქართველოში არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ფუტკრის მიმართ შხამიან ნექტარს და ყვავილის მტვერს გამოჰყოფენ, რაც ფუტკრის მოწამვლას იწვევს. ასეთებს ეკუთვნით: წყლის იელი, მაჯაღვერი, მცოცავი ფრინტა, ხარისთვალა, შორველა, შხამიანი ციკუტა, ხარის ძირაშხამა, ტიტა, ტილწირი, სურო, ცხენის წაბლი, თავიანი ხახვი, ყანის ბაია, ყაყაჩო და სხვა.

ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს იწვევს: კამელია, ბუერაოლიანდრე, როზმარინი, ძაღლყურძენა, ამბროზია, ლემა, ლენცოფა, ხარიშუბლა და სხვა.

მომშხამველი მცენარეების უმრავლესობა ფუტკარში ერთნაირ კლინიკურ ნიშნებს იწვევენ, ისინი შეიცავენ არა მარტო ფუტკრის, არამედ ადამიანების და ცხოველების მიმართ მომშხამვლელ ნივთიერებებს ალკალოიდების სახით, რომლებიც იწვევენ ფუტკრის კიდურების დამბლას, სკის გარშემო მცოცავი, დაპატარავებულ მუცლიანი, ფრენისუნარდაკარგული, გაშლილ ფრთებიანი, ხორთუმგადმოგდებული ფუტკრების არსებობას.

გარდა ზემოთჩამოთვლილი თაფლოვანებებისა, საქართველოში არსებობს ფუტკრისათვის აუთვისებელი თავლოვანების დიდი მარაგი, საირმის ხეობაში. დუშეთის მთიანეთში, ბზიფის ხეობაში, კავკასიონის კალთებზე, ალაზნის და კოლხეთის დაბლობზე, სქურის და ბორჯომ-ბაკურიანის ზედა ნაწილის ხეობაში, ბახმაროს მთებში, ახალქალაქის, ნინოწმინდის ალპურ საძოვრებში, ლებარდეს მთებში და სხვა, რომელთა ათვისება დააჩქარებს მეფუტკრეობის პროდუქტების სიუხვის შექმნას. ქვემოთ ვიძლევით საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი თაფლოვანი მცენარეების სურათებს.

ნექტრის მომცემი მცენარეებია: აკაცია, წაბლი, ცაცხვი, ჯონჯოლი, ევკალიპტი, მოცვი, მოცხარი, ცერცვეკალა, კოწახური, ვაშლი, შინდი, კომში, მანდარინი, ლიმონი, ხურტკმელი, ხურმა, ჩაი, ზღმარტლი, გლედიჩია, იონჯა, წითელი სამყურა, თავსისხლა, ძიძო, ბოლოკაგრაკლაკრიალოსანა, თავშავა, ნარი, ბოლოკა, ტყის პიტნა, სვია, მზესუმზირა, ბეგქონდარა, ძეძვი, პატარძალა, ზეთისხილი, ლაშქარა, ღიღილო, რეჰანი, შოროქანი, იაპონური სოფორიშალგი, დედა ფუტკარა, კატაბალახა, თამბაქო, კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, სტაფილო, ქონდარი, შავწამალა, ცერცვი, ტყის ცერცველა, ფაცელია, კიტრის ბალახი, გველთავა, ლურჯი ძირწითელა, ბარამბო და სხვა.

ნექტრის და ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეებია: ნეკერჩხლები, ვაშლი, პანტა, ძიძო, სამყურა, ამორფა, ესპარცეტი, ტირიფები, ცხენის წაბლი, მაჟალოვაშლანა, მსხალი, მაყვალი, თელა, კვრინჩხი, რაფსი, ძახველა, წყავი, იასამანი, აბელაიატუნგო, ჭერამი, თეთრეკალა, კუნელი, ალუბალი, ატამი, გარგარი,  ქლიავი, ფორთოხალი, ჟოლო, მთის სამყურა, ჩაი, ნუში, ბაბუაწვერა, ფშატი, სალბი, ნემსიწვერა, დედოფლისთითა, ნუში, ფშატი, მარწყვი, ვირისტერფა,შავბალახა, ქინძი, ცოცხი. ლაშქარა, ჭინჭრის დედა, ვარდკაჭაჭა, ოქროწკეპლა.

წყარო: „მეფუტკრეობის გზამკვლევი“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

არ შეიძინოთ ხორცი, რძე, რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში!” – სეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0
არ შეიძინოთ ხორცი, რძე, რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში!” – სეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინტენსიურ მონიტორინგს ცხოველთა, ხორცისა და ხორცპროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში გამოვლენილია არალეგალური სასაკლაოები და სურსათში შეუსაბამობები.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მიზანი არის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვადა ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო სურსათის მიწოდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმება გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში. სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მონიტორინგის ფარგლებში სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

შეუსაბამობის გამოვლენის გამო ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.

გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს ქ. სამტრედიაში, არალეგალურ სასაკლაოზე (ფ/პ როინ ბურკაძე). ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ფ/პ როვშან გიულმამედოვი). ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლულ პირუტყვის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ ჰქონდა.

სააგენტოს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების უფლებამოსილმა პირებმა ორივე დამრღვევის მიმართ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 5 100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ ვიკვებოთ წელიწადის ცივ დროს, რომ ავიმაღლოთ იმუნიტეტი.

0
ახალი აღმოჩენა ფიტოსტერინების შესახებ - რა არის ფიტოსტერინები და რატომ გვაინტერესებს ისინი? როგორია ფიტოსტერინებით მდიდარი ყოველდღიური რაციონი?
#image_title

შემოდგომაზე აუცილებელია ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რადგან ამ პერიოდში თავს იჩენს ბევრი ვირუსული და ინფექციური დაავადება, ორგანიზმი განიცდის მზის ენერგიის და ვიტამინების ნაკლებობას. ამისათვის უნდა გადავიდეთ შესაბამის კვების რეჟიმზე და მომავალ ზაფხულამდე დავემშვიდობოთ საზაფხულო კვების რეჟიმს.

 ცივი დღეები მოქმედებს ადამიანის განწყობაზეც, გრძნობს მუდმივ დაღლილობას, უძილობას, ყველაფერი ზედმეტ კოლოგრამებზე აისახება, რაც უფრო გვიფუჭებს ხასიათს.

არსებობს მრავალი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა უარყოფით მდგომარეობა, რაც იწვევს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და წონის მატებას. აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა სწორად ვიკვებოთ. დიეტის გარეშეც შეგვიძლია გადავარჩინოთ ორგანიზმი ზედმეტი  კილოგრამებისგან. შემოდგომით აუცილებელია მეტი წვნიანების მიღება, მაგალითად გოგრის წვნიანი გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია კარტოფილი მაღალკალორიულად ითვლება, მაგრამ ის შეიცავს უამრავ მიკრო და მაკროელემენტებს, მჟავებს, ვიტამინებს, მისგან მომზადებული საკვები აწესრიგებს მეტაბოლიზმს, არ ვნებს ფიგურას.

შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ორი ფინჯანი ცხელი ასკილის ჩაი, გვირილის ან მწვანე ჩაი. უზმოზე კარგია 1 ჩ/კ. ნატურალური თაფლის მიღება.  სიცივეში     მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია D3 ვიტამინით ( კვერცხის გული, კარაქი, საქ. ღვიძლი, ქაშაყი და სხვა. ) ხორცი ჩაანაცვლეთ თევზით, ცხოველური ცხიმები – მცენარეული ცხიმებით. დღის რაციონში ჩართეთ 40 გრ. თხილეული ყოველდღე. შეამცირეთ ტკბილეულის გამოყენება, მისი მირთმევა შეიძლება მხოლოდ კვირაში ორჯერ. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს, ძილის წინ ვახშმობას. შემოდგომით სასურველია იკვებოთ 3-5-ჯერ დღეში და საკვების მეტი რაოდენობა დღის პირველ ნახევარზე უნდა მოდიოდეს.

ორგანიზმში  ცხიმის წვას ხელს უწყობს სხვადასხვა სანელებლისგან მომზადებული საკვები და სასმელი, რომლებსაც აქვს ასევე ანტისეპტიკური მოქმედება ( წითელი ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, მდოგვი, მიხაკი, კოჭა, დარიჩინი. კარგი განწყობისათვის რეგულარულად მიირთვით ამინომჟავა ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. ქათმის ხორცი, საქონლის მჭლე ხორცი, მოლუსკები და ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული შეიცავენ ამინომჟავა ტრიფტოფანს, ის ასევე ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას ორგანიზმში,  რომელიც ” ბედნიერების ჰორმონის ” სახელითაა ცნობილი. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ მხრივ, რომ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეროტონინის სწორად ათვისებისთვის ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული უნდა მიირთვათ ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც მდიდარია ცილებით.

არ არის აუცილებელი საკუთარ თავს აუკრძალოთ  საყვარელი კერძი, დეპრესიას თავი რომ აარიდოთ გამოიყენეთ შემოდგომით თქვენი საყვარელი პროდუქტებიდან ისინი, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სწორად შედგენილი რაციონი ნამდვილად დაგეხმარებათ დეპრესიული და სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. ყურადღება მიაქციეთ რით იკვებებით და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ღიმილით.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს

0
სანერგეების სია, კულტურები და საკონტაქტო ინფორმაცია...
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან შერჩევითი წესით აღებულია კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.

საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს. დღემდე დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ სულ შემოწმებულია 4923,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან 31.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

0
ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
#image_title

2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 31.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (22.0 ათასი ტონა), უკრაინა (2.4 ათასი ტონა), სომხეთი (637 ტონა), ბელორუსია (394 ტონა), ლატვია (158 ტონა), მოლდოვა (40 ტონა), ყაზახეთი (18 ტონა) და პოლონეთი (18 ტონა)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს

0
8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს
#image_title

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება.

აღნიშნულ პერიოდში, სამართალდარღვევათა ფაქტები 16 დაცულ ტერიტორიაზე იქნა გამოვლენილი, ესენია: ბორჯომ-ხარაგაულის, მარტვილისა და ოკაცეს, კოლხეთის, აჯამეთის, ჭაჭუნას, ალგეთის, ლაგოდეხის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, მარიამჯვრის, თუშეთის, მტირალას, კვერეთის, გურიის, ბაწარა-ბაბანეურისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიები.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ჩვენი ქვეყნის ბუნებას იცავს.

ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს

0
ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს.
#image_title

ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს.

ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას:
ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.).
ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – საერთო რაოდენობით 3,9%.
ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში.
იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.
ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები ხდება მიზეზი იმისა, რომ მუშა ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.

რეჰანის ჯადოსნური თვისებები – ბუნებრივი გამოსავალი მრავალი დაავადების წინააღმდეგ

0
რეჰანის ჯადოსნური თვისებები - ბუნებრივი გამოსავალი მრავალი დაავადების წინააღმდეგ
#image_title

რეჰანის ჯადოსნურ თვისებები –  ბუნებრივი გამოსავალი მრავალი დაავადების წინააღმდეგ

რეჰანი, რომელიც ინდუიზმის წმინდა წიგნში „სკანდა პურანი“ აღინიშნება, ცნობილია თავისი ჯადოსნური თვისებებით და ფართო სარგებელით ჯანმრთელობისათვის. რეჰანი შეიცავს მრავალ სახის სასარგებლო კომპონენტს, მათ შორის ეთერზეთებს, ტანინებს, საპონინებს და გლიკოზიდებს. ამ სტატიაში განვიხილავთ რეჰანის სარგებელს და მის გამოყენების გზებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.

რეჰანის კომპონენტები და სარგებელი

  • ეთერზეთები: რეჰანი შეიცავს 1.5% ეთერზეთებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მის სპეციფიურ სურნელზე და სარგებელზე.
  • ვიტამინები და მინერალები: რეჰანი მდიდარია ვიტამინებით – C, B2, PP და პროვიტამინ A-ს შემცველობით. იგი ასევე შეიცავს შაქარს და კაროტინს.
  • სათანადო იმუნური სისტემის გაწვდვა: რეჰანი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.
  • კიბოს პრევენცია: ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეჰანი ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას.

რეჰანის ჯანმრთელობის სარგებელი

  1. დავადებების მკურნალობა:
    • რესპირატორული ინფექციები: რეჰანი ეფექტურია რესპირატორული, ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ. ის მოქმედებს ბრონქიტის (მწვავე და ქრონიკული) და ასთმის დროს, შლის ფილტვებსა და ცხვირში წარმოქმნილ ზედმეტ ლორწოს, ასევე, შლის მსხვილ ნაწლავში წარმოქმნილ აირებს. აძლიერებს ნერვულ სისტემასა და მეხსიერებას. აქრობს პირის ღრუში წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს. აძლერებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
    • დამამშვიდებელი ეფექტი: ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და მეხსიერებას, აკორექტირებს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
  2. კანის მოვლა:
    • ეთერზეთები: რეჰანის ეთერზეთები არეგულირებენ ცხიმოვან ჯირკვლებს, კეტავენ ფორებს და აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს. ამის შედეგად, იგი შესანიშნავია ცხიმიანი კანისა და გაფართოებული ფორებისათვის.

    ნიღაბი პრობლემური კანისთვის:

    • მწიკვი რეჰანი შეურიეთ 1 წვეთ ჩაის ხის ზეთს, დაიტანეთ ანთებით კერაზე და დააფიქსირეთ პლასტირის მეშვეობით. დატოვეთ სახეზე 1 საათით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მეტეორიზმისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობა:
    • რეჰანი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის დაწვას და წონის კლებას.
  4. სასმელი რეჰანით:
    • მოამზადეთ სასმელი: ახალ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ეს სასმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გონებრივ მუშაობას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.

რეჰანის გამოყენების რეკომენდაციები

რეჰანი შეიცავს ვერცხლისწყალს, ამიტომ მისი ხშირად დაღეჭვა არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია, გამოიყენოთ მისი სასარგებლო თვისებები სალათებში და სხვა საკვებ პროდუქტებში.

დასკვნა

რეჰანი არის უნიკალური მცენარე, რომელიც აქვს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი. მისი რეგულარული გამოყენებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა, კანის მდგომარეობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი. ამ ბუნებრივი სარგებელების გამოყენების დახმარებით, თქვენ შეძლებთ ეფექტურად გაუმკლავდეთ სხვადასხვა დაავადებებს და ჯანმრთელობის პრობლემებს.