„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმები რჩებათ, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„მეაბრეშუმეობის აღორძინება თავისუფლადაა შესაძლებელი…“

ახმეტის რაიონში მცხოვრებმა თერთმეტმა ოჯახმა აბრეშუმის ჭიის მოშენების სურვილი გამოთქვა და ჭიები მეაბრეშუმეობის ლაბორატორიიდან წაიყვანა.
თუთის ხეები, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, კახეთის რაიონში უფროა შემორჩენილი.
დაინტერესების შემთხვევაში, თუთის ხეებს მოსახლეობა ერთეული ნარგავების სახით თავად გააშენებს. სპეციალისტების მოსაზრებით, ამ გზით, პლანტაციების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მეაბრეშუმეობის აღორძინება თავისუფლადაა შესაძლებელი.

გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გამართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლის ფარგლებშიც განიხილეს აღნიშნული ვალდებულების შესრულების შედეგები, გამოწვევები და სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშემწყობი ღონისძიებები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენება თემაზე: „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნის შესრულებაზე ზედამხედველობის მდგომარეობა“.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა მომავალში სპეციფიკური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობისათვის ეფექტიანი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“, ინვესტორთა საბჭოსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის წარმომადგენლები.

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მიმართონ.

„გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის document@rda.gov.ge საშუალებით. გააგრძელეთ კითხვა

 

წკერე - გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც, შესაძლოა, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს განპირობებული“

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც, შესაძლებელია, განპირობებული იყოს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?

ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როდის რა გავაკეთოთ – კალენდარი – იანვარი

როდის რა გავაკეთოთ

კალენდარი

იანვარი

თვის პირველ ნახევარში შეგიძლიათ სანამყენე კალმების მომზადება, რისთვისაც აჭე­რით ერთწლიანი, კარგად განვითარებული 3-5-კვირტიანი კალმები, რომელთა დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 0,5 სმ-ისა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კალმები არ უნდა იყოს დაზიანებული.
სანამ მყნობის დრო დადგება (მარტი, აპრილი, მაისი), კალმები შეინახეთ ცივ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0ºჩ-მდეა. კალმები შე­კარით კონებად, გაუკეთეთ შესაბამისი წარწერა და შეინახეთ სველ ქვიშაში.
თუ გაქვთ თბილი და ნათელი ნაგებობა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10-15ºჩ-ია, შეგიძლიათ მთელი ზამთრის განმავლობაში მოიყვანოთ ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი. ამ კულტურების ფესვები და ხახვის უვარგისი ბოლქვები ჩარგეთ ნაკელიანი მიწით სავსე ყუთებში და დადგით თაროებზე, ან პირდაპირ იატაკზე ისე, რომ ყუთებს კარგად ხვდებოდეს სინათლე. ნიადაგი ყუთებში მუდმივად ტენიანი უნდა იყოს (მორწყეთ თბილი წყლით).
ახლავე იზრუნეთ თესლებზე. უმჯობესია, ხარისხიან თესლებზე ზამთარშივე იზრუნოთ. რა თქმა უნდა, თქვენი ხელით გამოყვანილი სათესლე მასალა გაცილებით სჯობია ნაყიდს. მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს, სპეციალიზებულ მაღაზიებში თესლის შეძენა კი უფრო მოხერხებულია, ოღონდ, აუცილებლად მაღაზიებში და არა ბაზარში, კერძო პირისგან. საუკეთესო ვარიანტია თესლის (და სხვადასხვა ნერგის) შეძენა მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, სადაც ხარისხი გარანტირებულია.

ცხრილი #1

თესლის შენახვა ცივ ადგილას არ არის სასურველი, რადგანაც დათესვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე იგი უნდა გათბეს 30ºჩ ტემპერატურაზე. ამიტომაც თესლის შესა­ნა­ხად საუკეთესოა ოთახის პირობები, კარადის ქვედა უჯრა – იატაკთან ახლოს.

გახსოვდეთ

რაც უფრო ძველია თესლი, მისგან აღმოცენებული მცენარე მით უფრო ნაყოფი­ერია, მაგრამ მისი აღმოცენების უნარი დაბალია. ნაყოფის მომცემ მცენარეთა თესლების შენახვის ნორმალური ვადაა 3-4 წელი.

ძირხვენების, ხახვისა და კომბოსტოს სხვა­დასხვა ჯიშის დასათესად საუკეთესოა წინა წელს აღებული თესლი. ქვემოთ მოგვყავს სხვადასხვა კულტურის თესლების შე­ნახვის ვადების ცხრილი (ცხრილი #1).

ვინ მტერი და ვინ მოყვარე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!

0

გადაცემა „იმუნიტეტი“

პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!
როგორ დავიცვათ თავი ახალი წლის ღამეს პიროტექნიკისგან?

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ნინოწმინდის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „ნინოწმინდის თაფლის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ნინოწმინდის მინდვრებში თუ დაინახავთ, რომ მდელოები ყვითელი ყვავილებით გაფერადდა, იცოდეთ, „თაფლის მოტანის“ ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო.

ამ დროს ნინოწმინდელები მთაში ადიან, სკებთან ახლოს, ქოხში გადადიან საცხოვრებლად და ფუტკრის მოვლას იწყებენ. ეს ხდება ზაფხულობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან 2-3-ჯერ მივიღოთ მოსავალი, რის გამოც თაფლმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა შეფერილობა. ნინოწმინდის თაფლი, რომელსაც მეთაფლია ფუტკრები ჯავახეთის ზეგანზე ამზადებენ, განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა. საქართველოს ამ მხარეში დღე-ღამის ცვალებადობის დროს ტემპერატურაც სწრაფად იცვლება. სიცივისა და სიცხის კონტრასტული ცვლილება ყვავილების ნექტარზეც განსაკუთრებულად მოქმედებს და აისახება თაფლის არომატზე.

კონსისტენციის მიხედვით, ის შეიძლება იყოს ბლანტი, კრემისებრი, სრულად ან ნაწილობრივ დაკრისტალებული, თუმცა, სხვა სახეობების თაფლისგან მას ის გამოარჩევს, რომ აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში არ დაკრისტალდეს, ანუ არ ჩაშაქრდეს. ამიტომ თხევად მდგომარეობაში მისი შენახვა დიდხანს არის შესაძლებელი. ჩასქელების შემთხვევაში კი ის გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილკრისტალიზებულ კრემისებრ ან მყარ მასად. ნინოწმინდის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული, ზომიერი არომატით, მას აქვს ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და დამახასიათებელი გემო. შეგროვების დროიდან გამომდინარე, ის არის ღია მოყვითალო ან თითქმის უფერო, იშვიათ შემთხვევაში კი წაბლისფერი. ნინოწმინდის ყველა სოფელში იპოვით ოჯახს, რომელიც მეფუტკრეობით ცხოვრობს. ეს ტრადიცია ამ მხარეში საუკუნეზე მეტს ითვლის.

სტატისტიკურად, 711 სოფლიდან მეთაფლეობას მისდევს 702 სოფელი და წლის განმავლობაში რეგიონში იწარმოება დაახლოებით 686,820 კგ თაფლი. ჯავახეთის ზეგნის თაფლის ღირსებები ისტორიულად ცნობილია და მის შესახებ ერთ საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით, სადაც ცნობილი ქართველი თურქოლოგი მიხეილ სვანიძე ამ რეგიონის XX საუკუნის მეურნეობის შესახებ წერს – „მეფუტკრეობა დიდად იყო დაწინაურებული აგრეთვე სამცხე-საათაბაგოშიც, აქ მეფუტკრეობის განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი კლიმატური და მდიდარი საკვები ბაზა ხეხილისა და მცენარეთა ფლორის სახით“. სამცხე-საათაბაგოს მეფუტკრეობა არც ვახუშტი ბატონიშვილს გამოჰპარვია, ის წერს: „ფუტკარნი მრავალნი და თაფლლნი კარგი და მრავალნი“. ამ მხარეში თაფლის სიუხვე ჟან შარდენსაც აქვს შენიშნული და ამ თემას მის მემუარებშიც იპოვით. 2 ალპური ზონის მოსახლეობამ ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებების გარეშეც იცის, რომ მათი რეგიონის თაფლი განსაკუთრებულია. მეფუტკრეობა და მეთაფლეობა მათი ტრადიციის და შემოსავლის მთავარი წყაროა. ოჯახს თუ ფუტკარი ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში. ბებია-ბაბუა თუ მთაში ბაზაზე მუშაობს, დანარჩენი წევრები თაფლის გადმოღება-გაწურვა-დაბინავებით არიან დაკავებულნი და მთელი ეს პროცესი ერთი მთლიანი ოჯახური ტრადიციის ნაწილია, რომელსაც ყველა სიხარულით და ხალისით ასრულებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის პირველ ოქტომბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა

რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.

რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებითეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network