ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0
დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
#image_title

დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი,

2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზევით ჰკიდია.
გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს”, რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს. დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად პრაქტიცირებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას.
ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

ქვის კეცის დამზადება

0
ქვის კეცის დამზადება
#image_title
ქვის კეცის დამზადება,
კეცის დამზადების უძველესი ტრადიცია

9 ოქტომბრიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

იმერეთში ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა

0
იმერეთში ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
#image_title

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. 

შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს გამთენიისას მოხდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ასე ყველი რჩება გემრიელი და არ ირღვევა სტრუქტურა“ – როგორ მოვაშოროთ ყველს მარილი ისე, რომ მისი გემო და სტრუქტურა არ დაზიანდეს

0
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა
#image_title

ყველა ჩვენგანს უყვარს ყველი – არომატული, ნაზი და გემრიელი, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მარილი მის გემოს აფუჭებს.

განსაკუთრებით ეს ეხება ქართული ტიპის ყველებს, როგორიცაა სულგუნი, იმერული ან გუდის ყველი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარილიანია.

სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური გზა, როგორ მოვაშოროთ ყველს მარილი ისე, რომ მისი გემო და სტრუქტურა არ დაზიანდეს.

ჩვეულებრივი წყლით გაჟღენთა
ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია წყალში ჩალბობა.

როგორ უნდა გააკეთოთ:

ყველი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, რომ ზედაპირი უფრო დიდ ფართობზე შეეხოს წყალს.
მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და გადაასხით ცივი, წინასწარ ადუღებული წყალი.
დატოვეთ 2–3 საათით.
წყალი შეცვალეთ და, საჭიროების შემთხვევაში, პროცესი გაიმეორეთ.

თუ ყველი ძალიან მარილიანია, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 6–8 საათამდე. ამ დროს უმჯობესია წყალი შეიცვალოს ყოველ 2 საათში ერთხელ, რათა მარილი თანდათან გამოიდევნოს.

რძეში გაჟღენთა

თუ გსურთ, რომ ყველი რბილი და არომატული გახდეს, გამოიყენეთ რძე წყლის ნაცვლად.

ინსტრუქცია:

ყველი მოათავსეთ თბილ რძეში (არავითარ შემთხვევაში მდუღარეში).
დაახურეთ თავსახური და დატოვეთ მაცივარში დაახლოებით 3–5 საათით.
შემდეგ გაასუფთავეთ და დააგემოვნეთ – მარილი საგრძნობლად შემცირდება, ხოლო ტექსტურა გახდება უფრო ნაზი. რძე არა მხოლოდ ამცირებს მარილს, არამედ აძლევს ყველს დამატებით სირბილეს და თეთრ შეფერილობას.

მარილიანი ყველის შერევა უმარილოსთან

თუ სწრაფი გადაწყვეტილება გჭირდებათ, შეგიძლიათ მარტივად შეურიოთ მარილიანი ყველი უცხიმოსთან ან ნაკლებმარილიანთან (მაგალითად, იმერული + ხაჭო ან სულგუნი).

ასე მიიღებთ დაბალანსებულ გემოს და ტექსტურას, რომელიც შესაფერისია სალათებისთვის, ხაჭაპურისთვის ან სენდვიჩებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს – ცნობილია დაკავებულების ვინაობა

0
19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
#image_title

სტამბოლში პოლიციამ ნარკოტიკების გამოყენების ბრალდებით 19 პირი დააკავა, დაკავებულებს შორის ცნობილი მსახიობები და მომღერლები არიან.

მომხდარის შესახებ თურქული მედია წერს.

დაკავებულები არიანბირჯე აკალაი, ბირჸსენ ბერრაკ ტიუზუნატაჩ, ცერენ მორე ორჯან, დემეტ ევგარ ბაბატაშ
დერენ ტალუ, დერინ ტალუ, დილან პოლათ, დიუღუ ოზასლან მუტაფ, ენგინ პოლათ, ფეიზა ალთუნ, ჰადისი აჩიქგოზ
ირემ დერიჩი, კაან ილდირიმ, კუბილაი აკა, მერტ იაზიჯოღლუ, მეტინ აკდულგერ, ოზგე ოზპირინჯცი (იამანტურქ), ზეინეპ მერიჩ არალ კესკინ, ზიინეთ სალი (საფტერ).

სპეცოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ, „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია.

ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანება გასცა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება

0
„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
#image_title

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

7 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე, მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

გაგაოცებთ და შთაგაგონებთ –  წარმოგიდგენთ განსხვავებულ და უნიკალურ იდეას ბაღის მოსაწყობად

0
გაგაოცებთ და შთაგაგონებთ -  წარმოგიდგენთ განსხვავებულ და უნიკალურ იდეას ბაღის მოსაწყობად
#image_title

 წარმოგიდგენთ მრავალ განსხვავებულ და უნიკალურ იდეას; ეს კიდეები გარე სივრცეებს ​​ხის კენჭებით, ქვებით, პალეტებით და მრავალი სხვა წარმოუდგენელი ხედით ამშვენებს. მათი თქვენი ბაღის ტერიტორიებზე წარმოჩენა საკმაოდ შთამაგონებელია.

აქ მოცემულია ბაღის კიდეების ფანტასტიკური იდეები, რომლებიც გაგაოცებთ და შთაგაგონებთ.

 

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

თქვენი ბაღის ტერიტორიებისთვის დეკორატიული იერსახის მისაცემად, გჭირდებათ იდეალური კიდეების საწოლების იდეები დიდ სივრცეებში, რომლებიც გაალამაზებს თქვენს ეზოს.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ხის მორების იდეები
გაეცანით ხის მორების ამ განსაცვიფრებელ იდეებს, რომლებიც თქვენს მცენარეებსა და მწვანილებს კიდეების იერს შესძენს. ამგვარად, ისინი იდეალურად ალამაზებენ გარე სივრცეებს.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ბოთლის ჯართი
ეს „გააკეთე შენ თვითონ“ იდეები ბოთლის დიზაინს კიდეების იერსახისთვის წარმოაჩენს, რამაც შესაძლოა თქვენი ბაღის სივრცეებს ​​შემოქმედებითი ელფერი შესძინოს.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

განსაცვიფრებელი იდეები
როგორც ხედავთ, ეს წიგნი წარმოგიდგენთ მებაღეობის იდეებს, რათა თქვენი ეზო კრეატიული და ინოვაციური კიდეების იდეებით გააფორმოთ.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ყვავილების ბაღი
ეს თანამედროვე კიდეების იდეას წარმოადგენს, რომელიც თქვენს ბაღს უფრო ცოცხალ და საინტერესოს გახდის გარე სივრცისთვის.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ბუნებრივი იდეები
ეს ვარიანტი გთავაზობთ ბუნებრივ იდეებს თქვენი გრძელი სივრცეების კიდეების იერსახის გასაუმჯობესებლად. იდეალურ შემთხვევაში, ისინი თქვენს გარე სივრცეებს ​​მარტივ იერს სძენენ.

 

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ამაღლებული საწოლების იდეები
როგორც ხედავთ, ეს ვარიანტი ბუნებრივ და არსებით იერს გვთავაზობს კიდეების მოსაპირკეთებლად, რაც ბაღის სივრცეებს ​​განსხვავებულ იერს შესძენს.

 

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

„გააკეთე შენ თვითონ“ იდეები
ეს წიგნი წარმოგიდგენთ სამზარეულოს ჭურჭლისგან შექმნილ „გააკეთე შენ თვითონ“ იდეებს, რომლებიც თქვენი ბაღის გარე სივრცეებს ​​გაალამაზებს.

 

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

სამკუთხა ფორმა
გთხოვთ, გადახედოთ ამ ფანტასტიკურ იდეებს, რომლებიც თქვენს ეზოს დეკორატიულ იერს სძენს და ყვავილებსა და მცენარეებს ამშვენებს.

10 Innovative Bed Edging Ideas For Outdoor Areas

ცაცხვის ბლოკები
ცაცხვის ბლოკები საკმაოდ პოპულარულია ბაღის ყველა დიზაინში, რომლებიც წარმოაჩენენ ამაღლებული საწოლების კიდეების იდეას, რაც შთაგაგონებთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რაჭაში რთველი დაიწყო – რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება

0
კოლოშის რთველი მარტვილში - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში
#image_title

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში რთველი დაიწყო.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი; აქედან, 110 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე (აღნიშნული ჯიშების ყურძნისგან მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“).

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც სადაც 6 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 214 ათასამდე ტონა ყურძენი.

პირველი აგრონომი ქართველი ქალი – ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები

0
#image_title

ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით. პირველი აგრონომი ქართველი ქალი – ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები

ქალებს არაერთი აღმოჩენა ეკუთვნით, რომელმაც შეცვალა როგორც სამყარო, ასევე მეცნიეერება. 
გავიხსენოთ წარსული დროის ის ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში.
ქალი, რომელმაც 1898 წელს მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად ქიმიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა, პოლონელი მარია კიური იყო.
პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეცნიერების ორ დარგში, – ფიზიკასა და ქიმიაში.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი როზალინდ ფრანკლინი მამის პროტესტის მიუხედავად მეცნიერი გახდა და მთელი მისი ცხოვრება ადამიანის სიცოცხლის შესწავლას მიუძღვნა. მისი მიღწევები საკმაოდ დიდი იყო როგორც ქიმიაში, ასევე ვირუსების სტრუქტურის კვლევაში. განსაკუთრებით ცნობილი კი დეენემის კვლევით გახდა. მან ქრომოსომების  შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინა, რაც გენეტიკურ ინფორმაციას შიფრავს. თუმცა იმის გამო, რომ ის ქალი იყო, პატრიარქალურ გარემოში მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
გრეის ჰოპერი კი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალი გახლდათ, რომლის ამბავიც ყველაზე კარგად აღწერს 60-იანი წლებში ტექნოლოგიებში მყოფი ქალების მდგომარეობას.
1969 წელს მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ ჰოპერის წვლილი კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა. რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არ არსებობდა. გრეის დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე კომპიუტერული ენის ჩამოყალიბებაში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კომპიტერულ პრობლემას ბაგი უწოდა.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს,, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მათ აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავებას. ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.
სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა. თუმცა 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას ოტო ჰანთს მიენიჭა.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერ ქალებსაც. ერთ-ერთი მათგანი კი ბარბარე ყიფიანია.
პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა და ამის შესახებ არაერთი ევროპული გამოცემაც წერდა. ის იყო აკაკი შანიძის თანაშემწე და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
ეკატრინე ჯანდიერი-მაჭავარიანი აგრონომი იყო, რომელმაც შვეიცარიიდან არაერთი ტექნიკა ჩამოიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
1907 წელს ეკატერინემ ლონდონის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახსრებით ააშენა ბიბლიოთეკა, დაარსა სკოლა, შექმნა საგლეხო ბანკი, მოაწყო ლაბორატორია.
ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები. ლექციებს კითხულობდა თბილისში, საიმპერატორო სასოფლო-სალეურნეო საზოგადოებაში.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი.
პირველი აგრონომი ქართველი ქალი - ევროპიდან ჩამოიტანა სათესი, მიწის გამაფხვიერებელი, ხორბლის დამახარისხებელი მანქანები
ბუნებრივია, ქალი მეცნიერების სია უსასრულოა. დღემდე არაერთი მათგანი ქმნის სასწაულებს და ცვლიან სამყაროს უკეთესობისაკენ…
ლუკა ვადაჭკორიას სიუჟეტი.