დასაქმებულთა სამუშაო გარემოს საკითხებზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობა ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდა

0

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.

ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში.

„საუბარი შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების მიმართულებით.

შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ -რამდენი მლნ სჭირდება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარების სუბსიდირებას 2024-2029 წლებში?

0

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში უკვე გაცემული სესხების თანადაფინანსებისთვის 2024-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“, რომლითაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს, 2013-2023 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხია გაცემული, რომელთა თანადაფინანსებისთვის უკვე 879 მლნ ლარია გადახდილი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„JN.1. იფეთქა – არის რიგი ინფექციების მიზეზი…“

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ JN.1. იფეთქა.

ორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ომიკ­რო­ნის შტა­მის ქვე­ვა­რი­ან­ტი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია “სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ან­ტი”. მი­ზე­ზი ამ შტა­მის “სწრა­ფად მზარ­დი გავ­რცე­ლე­ბაა”.

ვირუ­სის ქვე­ვა­რი­ან­ტი სა­ხე­ლად JN.1 აღ­მო­ჩე­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ჯან­მო-ს გან­ცხა­დე­ბით ამ ეტაპ­ზე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კი და­ბა­ლია, რად­გან ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი იცა­ვენ ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის­გან.

JN.1 ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ვა­რი­ან­ტია შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­ე­ბის 15-დან 29%-მდე სწო­რედ JN.1-ია.

ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები აგრძელებენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება

0

პარლამენტმა  78 ხმით, „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები.

კანონპროექტის მიღებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. შესაბამისად, კანონის პროექტით დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი  და საზღვრები.

კანონპროექტით  წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

პროექტით აგრეთვე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის განახლებული გეგმის (ECP 2020) ბიომრავალფეროვნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე არეალების (Key Biodiversity Areas / KBAs) ნუსხაში, დასახელებით „ბახმარო“.

„არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც სრულად შეძლებს პესტიციდების განსაზღვრას სურსათში“- ილია კუნჭულია

მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად პესტიციდები სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. სამწუხაროდ, ეს მომწამლავი ნივთიერებებია, ამიტომ მის სწორ გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების მხრივ საქართველოს სახარბიელო შედეგები არ აქვს. FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს

0

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრაქტიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჟურნალისტიკა – მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა“ – ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან, რომელსაც ბეჭდურ მედიაში წერის მრავალწლიანი შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს:

– მაია, ბეჭდური მედიის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხართ – გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია…

– გმადლობთ, ამ რუბრიკაში მოწვევისთვის, მაგრამ „ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი“ ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც 17 წლის ასაკში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გაზეთის „თბილისი“ კარი შევაღე. პირველი სტატიაც მახსოვს: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“

ბარიკადებით შუაზე გახლეჩილი რუსთაველის გამზირი წარმოიდგინეთ, თათია, ერთ მხარეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს – ოპოზიცია. საკმაოდ რთული დრო იყო და ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, თბილისი ძმათამკვლელ ომში გაეხვეოდა… დაძაბულობას, დაპირისპირებას, არეულობას და ბარიკადებით გახლეჩილ რუსთაველს „გავექეცი“ მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავზე და ქართველების შერიგება ვთხოვე – ეს იყო ჩემი სტატიის, უფრო ჟურნალისტური ჩანახატის შინაარსი.

ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ჩანახატი არა თუ დაიტოვეს რედაქციაში, არამედ, მაშინვე მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაბეჭდავდნენ. მეორე დღეს, ვიდრე გაზეთს ვიყიდდი, დილით, რადიოში წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც მთავარი ანუ გამხსნელი იყო. ხვდებით, ხომ, რა რეაქცია მექნებოდა? თან, ამ დროს, დამოუკიდებელი პრესა ჯერ კიდევ არ არსებობდა, 1992 წლიდან იღებს სათავეს, სულ რაღაც სამი-ოთხი გაზეთი გამოდიოდა, ორად ორი ტელევიზია იყო და ერთი რადიო, ძველისძველი, ხაზის რადიოს რომ ვეძახდით.

ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში ბევრი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ და იმ პროფესიაში ვიყავი, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ავირჩიე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

– ესაა ყოველდღიური ბრძოლა სხვისი უფლებების დასაცავად (ხანდახან, საკუთარი უფლებების დაცვაც გვიწევს, სამწუხაროდ) და ამ ბრძოლაში, ხშირად საკუთარი თავი, ოჯახი გვავიწყდება. თუმცა, ამ პროფესიის ხიბლიც ესაა – ზამბარასავით დაჭიმული ხართ გამუდმებით.

– რა არის თქვენთვის ფორმულა – როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხი გაზეთს?

– მხოლოდ საინტერესო შინაარსით, თათია. იცით, რაზე ვოცნებობ? დილით, სამსახურში წასვლამდე, ჭიქა ყავასთან, გნებავთ, ჩაისთან ერთად, ადამიანი მისთვის საყვარელ, ან მის ამოჩემებულ გაზეთს კითხულობდეს. რა თქმა უნდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას მედია საშუალებების გაციფრულებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე „ნახვების“ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ამით მკითხველებს ვკარგავთ. არ ვიცი, ფორმულაა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ციფრული მედიის საშუალებით, „მნახველები“ ნელ-ნელა „მკითხველებად“ უნდა ვაქციოთ. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს ჩემს ოპტიმიზმზე, მაგრამ არ მჯერა, რომ წიგნები და გაზეთები წარსულს ჩაბარდა, პირიქით, მე მეღიმება მათზე, რომლებიც ასე ფიქრობენ.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა.

– რას ნიშნავს, იყო მწერალი ჟურნალისტი? რითია განსაკუთრებული ბეჭდური ჟურნალისტიკა სხვა მედიასაშუალებებისგან?

– მწერალი ჟურნალისტი თავისი მიმართულების, მაგალითად, ეკონომიკის, პოლიტიკის, კრიმინალის, განათლების, კულტურის, სპორტის… სულ მცირე, პროფესიონალი უნდა იყოს. რატომ უნდა წავიკითხო თქვენი სტატია, თუ შემიძლია, იგივე ვნახო ტელევიზიით, ან მოვისმინო რადიოთი? – პასუხი მარტივია, თქვენ, როგორც მწერალმა ჟურნალისტმა, ამ ამბის საინტერესო ასპექტი უნდა შემომთავაზოთ. ხშირად, რამდენიმე წამიც საკმარისია, ამბის გასაგებად, თუმცა აუცილებელია მისი თხრობა სხვადასხვა რაკურსში და გაზეთი ამის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში, ზუსტად ეს გამოარჩევს ბეჭდურ ჟურნალისტიკას სხვა მედიასაშუალებებისგან.

– ფიქრობთ, რომ წლების წინ, როცა პროფესიას ირჩევდით, სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე და არასდროს, თათია, ჩემი ცხოვრების არცერთ მძიმე ეტაპზე არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე, ბევრჯერ დავმარცხდი, ოღონდ ყოველმა მარცხმა, თუ ტკივილმა, საბოლოოდ, გამაძლიერა და თითოეული დაცემა ღირსეულად წამოდგომაში დამეხმარა.

– ურჩიეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, ამ პროფესიას გაჰყვნენ, რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ?

– გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!

– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ჩვენს უფროს კოლეგასთან, გოჩა მირცხულავასთან ინტერვიუში ვთქვი ადრე და თქვენც გეტყვით. არ ვიცი, ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი, მაგრამ მიყვარს და გამუდმებით ვიმეორებ, ხოლმე: იცით, რა საერთო აქვთ ბუზსა და პოლიტიკოსს? – ორივეს გაზეთი “კლავს”! ჰოდა, გულწრფელად მინდა, რომ გაზეთს მისი მთავარი ანუ პოლიტიკოსის „მკვლელის“ ფუნქცია დაუბრუნდეს!

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

მსხალი

გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხე­დავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თა­ვისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარ­მე­­ლადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მი­სი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძი­რითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლე­ბად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩა­მორ­ჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყო­ველ­ნაირ ნი­ადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნი­ადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები – ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. 

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ორი ოთხფეხა მეგობარი, რომლებიც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “დაასაქმეს” (ფოტოები)

0

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:

„სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს ორი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი შე­უ­ერ­თდა.

მა­ლი­ნუ­ას ჯი­შის ორი ლეკ­ვი შე­სა­ბა­მი­სი წვრთნე­ბის გავ­ლის შემ­დეგ ჩა­ერ­თვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბის/ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­ვედ­რის პრე­ვენ­ცი­ის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გარე აკ­რძა­ლულ ზოლ­ში სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და აღ­კვე­თის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში კი­ნო­ლო­გი­უ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღეს უკვე ჩვე­ნი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი, სა­ხე­ლად პრა­და, ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბას ამა­ნა­თე­ბის შე­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და წვრთნა­ზე, მათ ეფექ­ტურ და რა­ცი­ო­ნა­ლურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე”.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 131.7 მლნ ლარის ღირებულების 22.3 ათასი ტონა პროდუქცია“

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.7 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2023 წლის მეოთხე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 137.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 35.4 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 58.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.8 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.8 პროცენტს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 179.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 17.0 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 34.3 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 30.8 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 35.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.2 ლარი.

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 256 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 63.7 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მომსახურება კი გაეწია 329 მომხმარებელს.

საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 74.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.1 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 18.7 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 17.4 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 131.7 მლნ. ლარის ღირებულების 22.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 25.3 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა პროდუქციამ – 49.4 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 4.2 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network