ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს

ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

მსხალი

გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ოლივიე დე სერი აღნიშნავს, რომ ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო; მეც ასე ვფიქრობ. მიუხე­დავად იმისა, რომ ვაშლი უძვირფასესი კულტურაა, ხილით დახუნძლულ ბაღში შესული ადამიანი, პირველ რიგში, მსხალს გაუსინჯავს გემოს. ხილი, რომელიც განთქმულია თა­ვისი განუმეორებელი გემოთი და სურნელებით, არც ქიმიური შემცველობით ჩამორჩება. მსხალი შეიცავს 5-16% შაქრებს, 1%-მდე ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს, ცილებს, პექტინებს, A, B, ჩ, PP ვიტამინებს. გამოიყენება ნედლად და სხვადასხვა ნაწარმის: წვენების, კომპოტის, მურაბის, მარ­მე­­ლადის, ხილფაფის, ჩირისა და ა.შ. სახით. ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეა, 1ჰა-ზე 8-დან 23 კგ-მდე თაფლს იძლევა.
მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მი­სი 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე.
საქართველოში გავრცელებული მსხლის ძი­რითადი ჯიშებია:
კახური გულაბი – კახეთი, ქართლი, მესხეთი
ქართლური გულაბი – ქართლი, კახეთი, მესხეთი
სამარიობო – იმერეთი
სასელო – იმერეთი
აყირო – იმერეთი
თიბათვის მსხალი (ყბაწითელი გულაბი) – კახეთი
უზუნ-არმუდი – მესხეთი
სოხუმის დუშესი – აფხაზეთი
ნანაზორი (ბებიას მსხალი) – მესხეთი, ქართლი
ყაბაღ-არმუდი – მესხეთი
შავი მსხალი – რაჭა-ლეჩხუმი
შემოდგომის ხეჭეჭური – კახეთი
ბჟო – ქართლი
გვერდწითელა – ქართლი
კაცისთავა – დასავლეთი საქართველო
ხეჭეჭური – კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, გურია, მესხეთი
საზამთრო მსხალი – იმერეთი
თავრიჯული – მესხეთი, სხვა რაიონები
მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლე­ბად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩა­მორ­ჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყო­ველ­ნაირ ნი­ადაგზე (გარდა ქვიშიანი და დამლაშებული ნი­ადაგისა), ყველას კი შავმიწა და წაბლა ნიადაგი ურჩევნია.
ასე რომ, 2 ძირი მსხალი, ერთი საადრეო და ერთიც საგვიანო, აუცილებლად დარგეთ თქვენს მამულში, არ ინანებთ.

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები – ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს. 12 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ხეხილის-ბაღი-სადაც-მსხალ-2/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network