ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბინაში შესულ ახალგაზრდებს პოლიციელი დახვდათ – ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

0
ბინაში შესულ ახალგაზრდებს პოლიციელი დახვდათ - ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
#image_title

რომში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის ძარცვა უიღბლო აღმოჩნდა. 

მათივე ცნობით, ბინის მფლობელი პოლიციელი აღმოჩნდა, სახლი კი სრულად იყო კამერებით და სიგნალიზაციით აღჭურვილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მლრდ ლარი ჩაიდება

0
2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მლრდ ლარი ჩაიდება
#image_title

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება

„აგრობიზნესის გამოშვებას – 24 000 000 000 ლარი

სოფლის მეურნეობის ექსპორტს – 2 300 000 000 ლარი

ბოლო 12 წლის განმავლობაში: აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე

სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით. საკუთარ კანზე და სხეულზე გამომიცდია, ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს“-ზურა შევარდნაძე

0
„არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით. საკუთარ კანზე და სხეულზე გამომიცდია, ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს“-ზურა შევარდნაძე
#image_title

ზურა შევარდნაძე სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

უფრო სასარგებლო პროდუქტი, ვიდრე ქართული მშრალი ნუში და ქიშმიშია არ არსებობს. მე არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით. საკუთარ კანზე და სხეულზე გამომიცდია, ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს.

5 ცალი ნუში და 10 ცალი ქიშმიში ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით გაციებული გადადუღებული წყალი. შემდეგ ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას მოურევთ და დალევთ. მთელს სხეულს შეავსებს ენერგიით, არაჩვეულებრივი საშუალებაა კუჭნაწლავისთვის“, – ამბობს ზურა შევარდნაძე.

ნახეთ, ვიდეო:

 

@vachiberadzejuice

გარდენია შევარდნაძე. #ნუში

♬ оригинальный звук – zura vachiberadze

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სურსათის სააგენტო, 950 000 ლარად, დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინებს ყიდულობს

0
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა - საქსტატი
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტო 950 000 ლარის ვაქცინებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების თანახმად, საუბარია დაავადება თურქულის საწინააღმდეგო მონოვალენტური SAT-1 სეროტიპის შემცველ ვაქცინებზე.

შესყიდვის საჭიროების დასაბუთების მიხედვით, მიმდინარე წელს, ახალი SAT-1 სეროტიპით გამოწვეული ინფექციის კერები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში. ამასთანავე, საქართველოში თურქულის დაავადების შემოჭრა/გავრცელების რისკი მაღალია.

“ვინაიდან, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან რეგიონისთვის თურქულის დაავადების ახალი, ეგზოტიკური SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებები ფიქსირდება თურქეთის რესპუბლიკაში და არსებობს დაავადების აღმძვრელის გადაცემის მრავალი მექანიზმი, როგორიცაა დაავადების აღმძვრელის გადაცემა დიდ მანძილზე, ქარის მეშვეობით, ასევე, ქვეყანაში მეცხოველეობის მომთაბარე სისტემა, არსებობს დაავადების ქვეყანაში შემოჭრის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, გართულდება ეპიზოოტიური სიტუაცია და ფერმერებს მიადგება დიდი ფინანსური ზარალი მეცხოველეობის პროდუქტების მკვეთრი შემცირებით. ასევე ქვეყანას, როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ერთ-ერთ ექსპორტიორს, შეუჩერდება უფლება განახორციელოს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ამთვისებელი ცოცხალი ცხოველების, ასევე ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების ექსპორტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცხოველების იმუნიზაციის მიზნით 2025 წლის მეორე და 2026 წლის პირველ ნახევარში საჭიროა 1 500 000 დოზა ვაქცინა. არსებული და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭიროა, გადაუდებელი აუცილებლობით პირველ ეტაპზე უმოკლეს ვადაში მოხდეს 500 000 დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციის დროული წამოწყება, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 15 თებერვლამდე.

რა არის თურქული?

თურქული ვირუსული ინფექციური მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სპეციფიკური ჩარევის გარეშე შესაძლოა, მოიცვას დაავადების ამთვისებელ ცხოველთა სრული სულადობა.

თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ავადობამ, შესაძლოა, 100%-მდე მიაღწიოს, მოზარდ ცხოველებში სიკვდილიანობა 20%-მდეა. ადამიანი თურქულით არ ავადდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ჯდება მართვის მოწმობის აღება

0
სასიხარულო სიახლე მძღოლებისთვის
#image_title

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეს გამოცდების ჩაბარება რამდენიმე ეტაპად უწევს. თითოეულ ეტაპზე გასასვლელად აპლიკანტი სხვადასხვა ოდენობის თანხას იხდის.

როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური არასრულწლოვანისთვის 15, სრულწლოვნებისთვის კი 55 ლარს შეადგენს. ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარია.

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორ ეტაპად ბარდება.

კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა უფასოდ შეუძლია. 1-კვირიანი ინტერვალის გასვლის შემდეგ, გამოცდაში მონაწილეობის ღირებულება 31 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს, გეგმური გასვლის საფასური 90 ლარია, არაგეგმური კი 250 ლარი. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება | გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან

0
სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება | გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან
#image_title

სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება | გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან

გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება,- თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ქირურგი, რაბიოლოგი, ბადრი ბაზაევი საუბრობს. 

ცოფის ვირუსი ბინადრობს ცოფით დაავადებული ცხოველის, ან შესაძლო ცოფით დაავადებული ცხოველის დორბლში. სარეცხის საპნით ჩამობანვის მიზეზი არის, რომ ეს დორბლი მოვაცილოთ. ეს არ არის სამკურნალო ღონისძიება. ეს პირველი ნაბიჯია, რაც შეუძლია ადამიანს გააკეთებს. დიდი რაოდენობით, გამდინარე წყალში ჩამობანვა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3761 ცხოველი

0
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3761 ცხოველი
#image_title

სურსათის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3761 ცხოველი.

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:

• 3761 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;

• 3172 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია;

• 3733 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი;

• 3548 დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, თავშესაფარშია 213 ცხოველი;

• 213 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს;

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.

პროგრამა, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

როგორ მოვაშოროთ ობი აბაზანაში ერთხელ და სამუდამოდ – რჩევები

0
როგორ მოვაშოროთ ობი აბაზანაში ერთხელ და სამუდამოდ - რჩევები
#image_title

თქვენი აბაზანიდან ობის მოშორება შეიძლება რთული ამოცანა იყოს, მაგრამ როგორც დასუფთავების ექსპერტი, ოლი ლიონი აღნიშნავს, ეს შესაძლებელია.

ობი აბაზანაში შეიძლება რთული გამოწვევა იყოს, მაგრამ როგორც დასუფთავების ექსპერტი ოლი ლიონი აცხადებს, ამის თავიდან აცილება და მოშორება შესაძლებელია მარტივი გზებით. მისი რჩევები დაგეხმარებათ სუფთა და ჯანსაღ გარემოს შექმნაში.

ლიონი ობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის გამოსავალს გვთავაზობს – თეთრი ძმარი, რომელიც ყველა სახლში გვხვდება.

როგორც ექსპერტი განმარტავს, თეთრ ძმარში შემავალი ძმარმჟავა კარგად აღწევს და სწრაფად კლავს ობის სპორებს. გარდა ამისა, მისი ბუნებრივი ანტიმიკრობული თვისებები ქმნის გარემოს, რომელშიც ბაქტერიები, სოკოები და ობი ვერ იზრდება. ოლი ამბობს, რომ ძმარს შეუძლია ობის 82 პროცენტამდე გაწმენდა.

როგორ გამოვიყენოთ

საკმარისია, ცარიელ სპრეის ბოთლში აურიოთ თანაბარი ნაწილი თეთრი ძმარი და თბილი წყალი, შემდეგ კარგად დაასხათ იმ ადგილას, სადაც ობია. დატოვეთ ხსნარი მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. უფრო მძიმე ობის ინვაზიისთვის, დატოვეთ იგი უფრო დიდი ხნის განმავლობაში – შესაძლოა ღამით.

დროის გასვლის შემდეგ ჩამობანეთ ადგილი თბილი წყლით, რათა მოაშოროთ დარჩენილი ძმარი, შემდეგ გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი, რათა ტერიტორია მთლიანად გაშრეს.

„ზედაპირი კარგად გაამშრალეთ პირსახოცით, რათა თავიდან აიცილოთ ობის უკან გაჩენა. შეინახეთ ძმარი აბაზანაში და შეასხურეთ ობისადმი მიდრეკილ ზედაპირებზე ყოველ რამდენიმე დღეში. ძმარი უზრუნველყოფს, რომ ობის აღარასდროს გაჩნდეს დამუშავებულ ზედაპირებზე“,- გვირჩევს ექსპერტი.

აბაზანაში ჰაერის კარგი მიმოქცევის უზრუნველყოფა ასევე დაგეხმარებათ ობის თავიდან აცილებაში, ამიტომ გახსენით ფანჯარა ან გამოიყენეთ გამწოვი რეგულარულად.

დასკვნა

თეთრი ძმარი არის მარტივი და ეფექტური საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ ობი მოიშოროთ და გააცოცხლოთ თქვენი აბაზანა. მისი რეგულარული გამოყენება და კარგი ჰაერის მიმოქცევა ხელს შეუწყობს ობის თავიდან აცილებას და თქვენი სახლს ჯანსაღ გარემოს შეუქმნის.

სამი მომაკვდინებელი სოკო, რომელსაც ყველა უნდა ცნობდეს – შხამიანი და სახიფათო სოკოები

0
სამი მომაკვდინებელი სოკო, რომელსაც ყველა უნდა ცნობდეს - შხამიანი და სახიფათო სოკოები
#image_title

შხამიანი და სახიფათო სოკოების შესახებ, „ფეისბუქში“ სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„სამი მომაკვდინებელი და მეტად გავრცელებული სოკო, რომელსაც ყველა ჩვენგანი უნდა ცნობდეს.

1. არშიანი გალერინა , Galerina marginata

2. შხამა სოკო, Amanita phalloides

3. თავჭედილა, Amanita pantherina

P.s. შხამიანი სოკო სახიფათოა საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ხელის მოკიდება სახიფათო არ არის. წელს კარგი სეზონია, გამოიჩინეთ სიფრთხილე და იარეთ გამოცდილ მესოკოვეებთან ერთად!“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა – სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს

0
კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა - სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს
#image_title

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქეს მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.