.”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”-ზურაბ შევარდნაძე

.”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”-ზურაბ შევარდნაძე | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე ამბავს იხსენებს ბავშვობიდან:

ვიქნებოდი ასე ხუთი, შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელ-პირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.
ძილის წინ გამოწერილივით იყო: “დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.

ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური…”რომ დარწმუნდა, დამეძინა, შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია, ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა, ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში. ბებიამ ბაბუას შესჩივლა: “ბიჯო, ბიჭიყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა, მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი, ხომ იცი შენ?!”გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი. როგორ მინდოდა, ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი, მარა გავწბილდი.”არ იდარდო, ქალო, რა უჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო, აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა…”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). .”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”-ზურაბ შევარდნაძე. 17 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/იმ-ღამეს-არ-მიძინია-ისე-ყვ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. .”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”-ზურაბ შევარდნაძე [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network