პარასკევი, ივნისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.8 პროცენტით გაიზარდა

0
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.8-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.8 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -3.5 პროცენტიანი კლება კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 2.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (11.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი” -სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რევაზ რომანაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო

0
ულამაზესი ეზო სოფელ აჭყვისთავში რევაზ რომანაძის ოჯახის მიერ
სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რევაზ რომანაძის ოჯახმა აჩვენა, რომ შემოქმედებითობა და შრომისმოყვარეობა შეიძლება შექმნას ნამდვილ საოცრებას. მათი გამოცდილება სწავლობს, თუ როგორ ავაღადგინოთ ძველი ნივთები და შევქმნათ ულამაზესი ეზო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტუს სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რევაზ რომანაძის ოჯახის მიერ შექმნილი ულამაზესი ეზო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა.

 „ეს ჩვენი ოჯახი ნამუშევარია.

ყვე­ლა­ფე­რი ჩვენი ხე­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

დამტვრეული თოჯინები განვაახლე. ჩემი აწყობილი თოჯინებია. თავად შევკერე კაბები. ერთ თოჯინას კისერი ქონდა მოტეხილი, ისეთი კაბა შევკერე და მოვარგე, რომ არ ჩანს მოტეხილი კისერი. ნაბეღლავის ბოთლებში ჩავსვი დაზიანებული თოჯინები და შპაკლით ჩავამაგრე. არ მიყვარს არაფრის გადაგდება…

#image_title
#image_title

ეზოში „ნატვრის ხე გვაქვს“, რომელსაც უამრავი თოჯინა და სათამაშო ამშვენებს“

ხობში, თევზაობის დროს მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

0
ხობში, თევზაობის დროს მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
#image_title

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი – საოცრად ღირებული ბუნებრივი რესურსი

0
10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი – საოცრად ღირებული ბუნებრივი რესურსი
#image_title

10 საოცარი გზა კვერცხის ნაჭუჭის გამოსაყენებლად ჯანმრთელობისა და ბაღისთვის

📌 კვერცხის ნაჭუჭი ხშირად უპასუხისმგებლოდ ნაგავში ხვდება, თუმცა სინამდვილეში ეს არის საოცრად ღირებული ბუნებრივი რესურსი. მისი სარგებელი ვრცელდება როგორც ჯანმრთელობაზე, ისე მებაღეობასა და სახლის მოვლაზე.

1. ბუნებრივი მხარდაჭერა ძვლებისა და კბილებისთვის

კვერცხის ნაჭუჭი მდიდარია ორგანულად ასათვისებელი კალციუმით, რომელიც კარგად ერწყმის ადამიანის ძვლოვან სტრუქტურას. იგი ეფექტურია:

  • კარიესის პროფილაქტიკისთვის

  • ოსტეოპოროზისა და ზურგის ტკივილის შემსუბუქებისთვის

  • სისხლმდენი ღრძილების და ალერგიის წინააღმდეგ

2. ასთმის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების შველა

დაფქული კვერცხის ნაჭუჭი, წყალში გახსნილი, ხელს უწყობს ასთმის სიმპტომების შემცირებას.
ხალხური მედიცინა მას იყენებს ასევე:

  • თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემებისთვის

  • გასტრიტის და დიარეის დროს

  • თირკმლის ან საშარდე გზების ქვების დაშლის ხელშეწყობისთვის

3. ბავშვებისთვის აუცილებელი კალციუმი

ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი აქტიურად ყალიბდება სიცოცხლის პირველ წლებში. სწორედ ამიტომ, კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი იდეალურია როგორც კალციუმის დამატებითი წყარო.

📌 რეკომენდებულია:

  • 6 თვიდან 1 წლამდე: ნაჭუჭის მიკროდოზა (დანით წვერით საკვებში)

  • 1 წლიდან 3 წლამდე: ოდნავ გაზრდილი დოზა

ასეთი მიდგომა ხელს უშლის რაქიტის, ანემიისა და დიათეზის განვითარებას.

4. ორგანიზმის დეტოქსიკაცია

შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ კვერცხის ნაჭუჭი ეხმარება ორგანიზმს რადიაციული ნაწილაკების გამოყოფაში. მისი ყოველდღიური მცირე დოზით მიღება (დაახლოებით ¼ ჩაის კოვზი) ხელს უწყობს სხეულის გაწმენდას მავნე ელემენტებისგან.

5. თმა და ფრჩხილები გაძლიერდება

სილამაზე იწყება შიგნიდან – კალციუმი აუცილებელია თმის ბზინვარებისა და ფრჩხილების სიმტკიცისთვის. კვირაში ერთხელ მიიღეთ ნაჭუჭის ფხვნილი (შეურიეთ თევზის ქონს) შესამჩნევ შედეგს მოგცემთ.

6. ბუნებრივი მათეთრებელი თეთრეულისთვის

დააქუცმაცეთ თეთრი კვერცხის ნაჭუჭი, მოათავსეთ ნაჭრის ტომარაში და ჩაუმატეთ სარეცხ მანქანას თეთრეულის რეცხვისას. შედეგი – უფრო სუფთა და გაკაშკაშებული ქსოვილი ქიმიის გარეშე.

7. ყავის არომატის გაუმჯობესება

ყავაში დამატებული ნაჭუჭის მიკროდოზა აბალანსებს მჟავიანობას და ხდის გემოს რბილს, ნატურალურს და ნაკლებად მწარეს. ასევე აუმჯობესებს ნალექის დაფენას ფინჯნის ფსკერზე.

8. ჭურჭლის ბუნებრივი წმენდა

ჩაყარეთ დაფქული ნაჭუჭი თერმოსში, ქვაბში ან ჩაიდანში, დაუმატეთ წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გამოსარეცხად გამოიყენეთ — მოცილდება კირისა და ნალექის ფენა. ასევე შეგიძლიათ გახეხოთ ტაფა და სხვა ჭურჭელი ღრუბლით.

9. ორგანული სასუქი ბოსტნისთვის

დაფქული და გამხმარი კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენეთ მიწაში შეზავებით დათესვამდე ან დარგვამდე. იდეალურია ტომატის, კიტრის, კარტოფილის კულტურებისთვის.
რეკომენდაცია: 1 მ² ფართობზე გამოიყენეთ დაახლოებით 100 კვერცხის ნაჭუჭი.

10. ოთახის მცენარეების გამამაგრებელი სასუქი

შეურიეთ ნაჭუჭი წყალს, დააყენეთ ერთ დღეს და ამ წყლით მორწყეთ მცენარეები.
📌 შედეგად მიიღებთ:

  • ძლიერ ფესვთა სისტემას

  • მოკაშკაშე ფოთლებს

  • უკეთეს ყვავილობას

კვერცხის ნაჭუჭი – უბრალო და უფასო რესურსი, რომელიც მალავს უზარმაზარ პოტენციალს როგორც ჯანმრთელობის, ისე ბიომეურნეობისა და ეკო-ცხოვრების წესის კუთხით. ნუ გადააგდებთ მას – გამოიყენეთ გონივრულად და მრავალმხრივ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 როგორ იქმნება ქვიშისგან ფოლადი

0
 როგორ იქმნება ქვიშისგან ფოლადი
#image_title

 როგორ იქმნება ქვიშისგან ფოლადი

– ხალიბების უძველესი ტექნოლოგია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაცოცხლდა
📸 ავტორები: თომა ჩაგელიშვილი, გვანცა კილანავა, ზურა ლომინაშვილი, ალექს ჩივაძე, ნონა მიქიაშვილი

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს

0
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – კონტროლი  განხორციელდა 200-მდე ობიექტში თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები – ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს. დღეისათვის, სახელმწიფო კონტროლი ჩატარებულია 200-მდე ობიექტში.

თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

📍მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა.

საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.

ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნესოპერატორთან. სხვა შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ

კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული საკვებდანამატების შესახებ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყანის ჭლექი

0
ყანის ჭლექი
#image_title

ყანის ჭლექი

ერთწლოვანი, 1 მ-მდე სიგრძის ხვიარა მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახიდან. ყუნწიანი ფოთლები კვერცხისებრ-სამკუთხა, გულისებრი ან ისრისებრი ფუძით. ყვავილები ფოთლების იღლიებშია განლაგებული. ნაყოფი სამკუთხა შავი კაკლუჭაა.

ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში, სიცივის დაწყებამდე. გვხვდება ყველგან და ზიანს აყენებს უამრავ მცენარეს, რაც მისი სახელითაც მტკიცდება. განსაკუთრებით საშიშია მარ­ც­ვ­ლოვანთა ყანებისთ­ვის. გარდა იმისა, რომ მათ წყლისა და საკვების მარაგს ართმევს, მცე­ნარეს ეხვევა და ყანის ჩაწოლას უწ­ყობს ხელს, რაც მკას ართულებს და დიდ დანაკარგებს იწვევს.
სარეველა მრავ­ლ­დება მხოლოდ თე­სლით, რომელიც ადრე გაზაფხულზე ნიადაგის ზედა ფენაში ღივდება.
ბრძოლის ღონის­ძიებანი: წინასწარი დაფა­რ­ცხვის შემდეგ საჭიროა საშემოდგომო ღრმა მოხვნა და აღმონაცენების განადგურება კულ­­ტი­­­ვატორის სა­შუ­ა­ლე­ბით. აუცილე­ბელია სათოხნი კულ­ტუ­რების სისტე­მა­­ტური კულტივაცია. სა­­რე­ველას გასანადგურებლად გამოიყენება ჰე­რ­­ბი­ციდები: მარცვლოვნების ნათესებისთვის 2M–4XП, 2,4–D, 2M–4X და დიამეტ-D; სიმინდისთვის – ატრაზინი, სიმაზინი, ეპტამი; სტაფილოსთვის – პრომეტრინი; კომბოსტოსა და ხახვისთვის – რამროდი.

სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვ­ნად ამცირებს მოსავალს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?

0
რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?
#image_title

– რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?

– შეგიძლიათ დარგოთ კედარი. კედრის თესლის შეძენა შეიძლება ქალაქის გამწვა­ნების სა­ნერგეში, თუ ასეთი კიდევ არსებობს, შეიძლება ამის შესახებ უფრო დამაჯერე­ბელი პასუხი გაგცენ მემამულეთა კავშირის თანამშრომლებმა. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი ურ­წყავია და ღმერთის იმედზე ხართ, ასეთ ადგილზე კვიპაროსების გა­შენება ჯობს. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი სარ­წყა­ვია, მაშინ ქარსაფრის გაშენება უფულოდაც შე­იძ­ლება. მო­ჭერით ტირიფის სწორი, 1-1,5 მ-იანი ტოტები, დარგეთ ერთმანეთისგან 3 მ-ის დაცი­ლებით და შუაში ჩარგეთ ქაცვი. ტირიფი ყველა მდინარის ნაპირზე იზრდება, ქაცვი – მდინარე ივრის სანაპიროზე. თქვენ ერთდროულად ქარსაფარიც გექნებათ, შეუვალი ღობეც და ქაცვის უძვირფასესი ნაყოფიც. თუ ქაცვის მოსათხრელად შორს წასვლა დაგეზაროთ, მაშინ ტირიფებს შორის მაყვალი დარგეთ; არც ეს გახლავთ ურიგო ღობე, ხოლო მაყვლის ნაყოფი რომ საუკეთესოა, ეს გეცოდინებათ.
– გვაქვს ნაკვეთი წითელმიწა ნიადაგით, ანუ „აყალო მიწა“; რა სასუქი გამოვიყენოთ, რომ იგი უხვმოსავლიანი გახდეს, სად შეიძლება სასუქის შეძენა?
– ის, რასაც თქვენ „წითელმიწას“ უწოდებთ, რა თქმა უნდა, არასწორია, რადგან „წითელმიწა“ მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო „აყა­ლო“ იგივეა, რაც თიხა. ასეა თუ ისე, ასეთი ნიადაგი აუცილებლად მცირემოსავლიანი იქნება, მაგრამ ნუ შეშფოთდებით.
ნებისმიერ ნიადაგს 3 წელიწადში ერთხელ სჭირდება განოყიერება, თქვენი ნიადაგის ტიპს – მით უმეტეს. ერთადერთი სასუქი, რომელსაც მე გირჩევთ, გახლავთ ორგანული, ანუ ნაკე­ლი. კარგია ტორფი და კომპოსტი, რომელიც ყვე­ლაზე უფრო ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ნაკელის შეძენას, მისი შოვნა შეიძლება, ხოლო ტორფი ხშირად აქვს მემამულეთა კავშირს.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

როგორ მოვიშოროთ? – სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი

0
როგორ მოვიშოროთ? - სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი
#image_title

– არც ისე დიდი ხნის წინ სახლში გაჩნდა ე.წ. ხის ჩრჩილი. ნასვრეტები შევამჩნიე როგორც პარკეტზე, ასევე ხის კედლებსა და თაროებზე. გვირჩიეთ, როგორ მოვიშოროთ.
– მართლაც მერქნის დაუძინებელი მტერია ხოჭო, რომელსაც რკილი ჰქვია. არსებობს ბინის რკილი, რომელიც აზიანებს ხის კედლებსა და იატაკს; ავეჯის რკილი – აზიანებს ავეჯს, ხის ჩარჩოებს, იატაკს; ხორბლის რკილი – აზიანებს ხორბლის ნაწარმს, წიგნებს და სხვ. ეს მცირე ზომის ხოჭო, რომლის სიგრძე 2-დან 8 მმ-მდეა, პირდაპირ მტრად მოგვევლინა, რადგან მისი მოსპობა საკმაოდ შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. არადა, არსებობს მრავალი საშუალება მის მოსაშორებლად: ვაზელინის ზეთი; 3 წილი სკიპიდარისა და 1 წილი ნავთის ნარევი; შეიძლება აგრეთვე ბენზინში გახსნილი ნაფტალინის გამოყენებაც. ამ საშუალებებით შეიძლება დაზიანებული ადგილების გაწმენდაც და ხოჭოსგან დახრულ ნასვრეტებში მათი შესხურება შპრი­ცით, რის შემდეგაც უნდა ამოილესოს უნივერსა­ლური ან ჩვეულებრივი ფანჯრის მინის საგოზავით, პარაფინით, ცვილით. 2-3 კვირის შემდეგ ასეთი პროცედურა გაიმეორეთ, ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ ხოლმე რეგულარულად, ხომ არ გაჩნდა ახალი ნასვრეტები.

გახსოვდეთ

რკილის წინააღმდეგ ბრძოლის სა­უ­კეთესო საშუალებაა პროფილაქტიკური ღონისძიებები: პირველ რიგში, ხშირად გაანიავეთ ბინა, ასევე ხშირად გაწმინდეთ ავეჯი, იატაკი, ხის ჩარჩოები სკიპიდარის შემცველი მასტიკით.
საუკეთესო საშუალება, რომლითაც შე­გიძლიათ დაამუშაოთ რკილისგან დაზი­ანებული მერქანი, გახლავთ ვაზელინის ზეთი, მით უმეტეს, არც სპეციფიკური სუნი აქვს და არც ცეცხლსაშიშია.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

0
თებერვლის ამინდი დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის
თებერვლის 7-8 გრადუსიანი საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელი -5 გრადუსი მოითხოვს სოფლის მეურნეობის კულტურების დამატებით დაცვას.

20- 21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

🌦 ქ. თბილისში  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი. 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 20 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 21 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🔗 ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge