დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ

დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, აფეთქების შედეგად დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია.

„მეორე ბავშვი სახის დამწვრობით. დამწვრობა ღრმა არ არის, თვალები არ აქვს დაზიანებული. პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნა  გუგა ქაშიბაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ. 24 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/damtsvrobis-tsentrshi-piroteqnikis-afetqebis-shedegad-d/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/damtsvrobis-tsentrshi-piroteqnikis-afetqebis-shedegad-d/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network