დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის

დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

„ქალაქ ამბროლაურში პირველად, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან, 26 იანვრიდან ამოქმედდა.“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტობუსები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

“სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასი 50 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ.

ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ავტობუსები ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს გადაეცათ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის. 24 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/dgheidan-ambrolaurshi-sazogadoebrivi-transporti-ivlis/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/dgheidan-ambrolaurshi-sazogadoebrivi-transporti-ivlis/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network