აქ თუ არ ხართ ჯერ კიდევ ნამყოფი, აუცილებლად მოინდომეთ, ამად ღირს… გადალახეთ მდინარე და აღმოაჩინეთ მუჟავას ჩანჩქერი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
აქ თუ არ ხართ ჯერ კიდევ ნამყოფი, აუცილებლად მოინდომეთ, ამად ღირს… გადალახეთ მდინარე და აღმოაჩინეთ მუჟავას ჩანჩქერი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
თუ თქვენ გირჩევნიათ ცოცხალი თევზის ყიდვა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, თევზი, რომელიც აკვარიუმის ფსკერზე ცურავს, საუკეთესოა.
მოერიდეთ აკვარიუმის ზედაპირზე მცურავ თევზს. მას უნდა ჰქონდეს ამობურცული, ბზინვარე თვალები, დაუზიანებელი და პრიალა კუდი. ლაყუჩები უნდა იყოს აუცილებლად ვარდისფერი, ან წითელი. თუ თევზის ლაყუჩები ნაცრისფერი ან შავია, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ის!
ბაზარში ხშირად გვთავაზობენ ოკეანის და მდინარის თევზებს, თუმცა დახლზე ასეთი თევზის ნაცვლად, შეიძლება აუზში გაზრდილი თევზი იდოს, არ მოტყუვდეთ და იცოდეთ, რომ თევზი, რომელსაც პატარა ფარფლები აქვს, დიდი ალბათობით აუზისაა, ბუნებრივ პირობებში გაზრდილ თევზს დიდი ფარფლები აქვს.
მდინარის თევზის შავი კოპლები მის ავადობაზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ის.
ყველაზე ხშირი ტყუილი, რომელსაც რეალიზატორები ამბობენ, გაყინული თევზის გაუყინავად გასაღებაა. გაუყინავი თევზი თითის დაჭერის შემდეგ, მარტივად დაიბრუნებს პირვანდელ ფორმას.
გაუყინავი თევზი, ხელში აღების შემთხვევაში არ უნდა იღუნებოდეს და თუ მას ძალით მოღუნავთ, მარტივად უნდა დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა. გაყინული თევზი პირვანდელ ფორმას ვერ დაიბრუნებს და მოღუნვისას შესაძლოა, გასკდეს კიდეც.
ხშირად გამლღვალ თევზს დებენ ქიმიურ ნივთიერებებში რომ დაიბრუნოს ის გარეგნული ფორმა, რომელიც გაუყინავ თევზს აქვს, ასეთი პროდუქტის ამოსაცნობად გააცხელეთ დანა, ჩაარჭეთ თევზში, თუ ის თევზისთვის არადამახასიათებელ სუნს აუშვებს, არ მიირთვათ და განსაკუთრებით მოარიდეთ ბავშვებს!
აუცილებლად გასათვალისწინებელია: გაყინული თევზი არ უნდა გაალღოთ ოთახის ტემპერატურაზე და მით უმეტეს არც თბილ წყალში. მოათავსეთ ის მაცივარში და მეორე დღეს გამლღვალი დაგხვდებათ, თუ გეჩქარებათ, გაალღვეთ ის მარილიან, ცივ წყალში.
ხმელი თევზის შემთხვევაში, ის არ უნდა ინახებოდეს ვაკუუმში, მას თითქმის არ უნდა ქონდეს თვალები, თუ ასეთ თევზს ამოვსებული თვალები აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის არასაკმარის მარილში იყო, ასევე არ უნდა ჰქონდეს მარილის კვალიც, ეს ზედმეტი მარილის არსებობაზე მიუთითებს.
კარგი ხიზილალის ცნობაც არ არის რთული. დაასხით მდუღარე წყალი მას, თუ წყალი გათეთრდა ხიზილალა ნატურალურია, თუ წყალი სტაფილოსფერია და წყლის ზედაპირზე ცხიმი ტივტივებს, ასეთი ხიზილალა ფალსიფიცირებულია, გარდა ამისა, არანატურალური ხიზილალის შემთხვევაში, მარცვლები ნელნელა გადნება და მთლიანად შეერწყმება წყალს.
რაც შეეხება შებოლილ თევზს, ხშირად დახლებზე გვხვდება არა შებოლილი, არამედ შეღებილი და არომატიზატორებით გაჯერებული თევზი, რომელსაც შებოლილი თევზისგან ერთი შეხედვით ვერაფრით გაარჩევთ. ასეთი პროდუქტის შესამოწმებლად, დაგჭირდებათ ხელსახოცი. გადაუსვით ხელსახოცი თევზს, თუ მასზე ფერი გადავიდა, ის შეღებილია.
შებოლილი თევზი უნდა იყოს მთლიანად ერთი ფერის და არ უნდა ქონდეს დარჩენილი თეთრი, შეუბოლავი ადგილები, გარდა ამისა, დაფასოებული შებოლილი თევზის ეტიკეტზე შემადგენლობაში უნდა ეწეროს მხოლოდ თევზი და მარილი, თუ პროდუქტს სხვა რაიმე დანამატი აქვს, ის არ არის ნატურალური.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„თუ არ გინდა – არ ისაუზმო. თუ საუზმობ, ისეთი საკვები მიიღე, რომ მთელი დღე არ მოგშივდეს და არ იცმუცნო. ყველაზე ცუდი საუზმე – სიმინდის ფანტელები; მეორე ყველაზე ცუდი საუზმე – სოსისი და ძეხვეული;მესამე – ყავა უამრავი ტკბილი სიროფით და დანამატებით,“ – განმარტავს სანდრო გოგოხია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ოთახის მცენარისათვის აუცილებელი საკვებია: ფოსფორი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი და რკინა. ყოველივე ამას კი შეიცავს კომბინირებული სასუქი, რომლის მომზადება თავადაც შეგიძლიათ.
აიღეთ: ფოსფორმჟავა ამონიუმი – 1,5გ, აზოტმჟავა კალიუმი – 1,4 გ, კალიუმოვანი მარილი – 0,5გ, ჩილეს გვარჯილა – 2,5 გ, გოგირდმჟავა ამონიუმი – 4,0გ. შეურიეთ ერთმანეთს და გახსენით 10 ლიტრ წყალში.
ყოველ 1 კგ მიწაზე საკმარისია 200 მლ ხსნარი.
ვიდრე ამ სასუქს ნიადაგში შეიტანთ, მცენარე მორწყეთ სუფთა წყლით. სასუქით მორწყვა შეიძლება საღამოობით, ორ კვირაში ერთხელ. ყუათიან სასუქად ითვლება ქათმის სკორე. 1 ლ წყალში იხსნება 5 გ სკორე, აყოვნებენ ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც სანახევროდ აზავებენ წყალში და ანოყიერებენ ნიადაგს.
სხვადასხვა ჯგუფის ქოთნის ყვავილებისათვის საჭირო ნიადაგის ნარევები
აუკუბის, ევონიმუსისა და ბაღის ინისათვის საუკეთესოა შემდეგი ნარევი: ნეშომპალა, კორდის მიწა და სილა – შესაბამისად: 4-2-1 წილი; ამარილისის, ვარდისა და ბზისთვის: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 8-1-2; მონსტერა, ანთირიუმი, ტიტა, სუმბული, კამელია კარგად ხარობს, თუ ნიადაგად აქვს: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 4-2-1; ბეგონია, გერანი, ფილოკაქტუსი, ყავა, კოლეუსი, ჰორტენზია, ფურისულა, ყოჩივარდა, ქლოროფიტიუმი, ფიკუსი, ციტრუსები: კორდის მიწა, ტორფი, ნეშომპალა, სილა – 2-2-2-1; აგავა, ალოე, სატაცური, ჰიბისკუსი, დრაცენა, კორდილინა, კლივია, ოლეანდრი, ჭორტანა, ფილადელფუსი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 2-6-1; ტუია, პალმა: ტორფი, კორდის მიწა, სილა – 1-1-1; ფუქსია (პატარძლის ყვავილი), კრინი: ნეშომპალა, კორდის მიწა, სილა – 1-1-1.
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას.
სუბტროპიკული მცენარეების მოსარწყავად გამოიყენეთ 20-25º ტემპერატურამდე შემთბარი წყალი. ასეთივე წყლით მორწყეთ მცენარეები, რომელთა ზრდა და კოკრების გაშლაც გეჩქარებათ.
დაუშვებელია ანადუღარი წყლით მორწყვა, რადგან მასში არ არის გახსნილი ჰაერი. არ ვარგა ხისტი, კირიანი ან ჭის წყალი. მოსარწყავად საუკეთესოა წვიმის ან მდინარის წყალი. ზაფხულობით მცენარეები მორწყეთ საღამოთი, ხოლო ზამთარში – დილით. ძლიერი სიცხის დროს მორწყეთ დილა-საღამოს.
მზეზე მცენარის მორწყვა არ შეიძლება, რადგან ღეროსა და ფოთლებზე მოხვედრილი წვეთები გამადიდებელ შუშასავით კრებენ მზის სხივებს და სერიოზულად აზიანებენ მცენარეს.
პატარა ქოთანში დარგულ მცენარეს უფრო ხშირად ესაჭიროება რწყვა, ვიდრე დიდ ქოთანში.
კაქტუსებს რწყავენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნიადაგი სავსებით გამოშრება.
მორწყვისას წყალმა ქოთნის ძირიდან უნდა გაჟონოს. თუ ქოთანში ნიადაგი ძალიან გამხმარია, მორწყვის დროს მთელი წყალი ქვედა სადგარში ჩაედინება ისე, რომ მიწას არ ასველებს. ასეთ შემთხვევაში წყალი ჩაასხით ქვედა სადგარში და მიწა გაიჟღინთება ქვემოდან.
ქვესადგარიდან ირწყვება ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეები – ტიტა, ყოჩივარდა და სხვ. შვებულების დროს ოთახის მცენარეები უწყლოდ რომ არ გაგიხმეთ, გთავაზობთ ორ მეთოდს:
1.პლასტმასის ბოთლის სახურავი ნემსით გახვრიტეთ, ბოთლი აავსეთ წყლით და ღრმად ჩადგით ქოთანში თავდაყირა.
2. დადგით წყლიანი ქილა ყვავილის ქოთანზე მაღლა. აიღეთ შალის სქელი ძაფი და მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში (წყალმა იატაკზე რომ არ იწვეთოს, ძაფი გაუყარეთ კოქტეილის ჩხირში), მეორე ბოლო კი ჩაფალით ყვავილის ქოთანში
ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მცენარის სიცოცხლისათვის ხუთი პირობაა აუცილებელი: სინათლე, ჰაერი, სითბო, სინოტივე და კვება.
მზიან ფანჯარაზე, სითბოსთან ახლოს, მიუჩინეთ ადგილი კაქტუსებს, ალოეს, აგავას და სხვა „მეუდაბნოე“ მცენარეებს.
შედარებით ბნელ, მაგრამ თბილ ადგილას დადგით ტროპიკული და სუბტროპიკული ნოტიო და ბნელი ტყეების მცენარეები მონსტერა, ბეგონია, ჭორტანა, ცისუსი, სატაცური, გვიმრა.
გრილი ოთახის ფანჯარასთან განალაგეთ სუბტროპიკების მკვიდრნი: გერანი, ფუქსია, ციტრუსები, არალია.
მთავარი ყურადღება სინათლეს მიაქციეთ. მცენარე გვერდულად რომ არ გაიზარდოს, პერიოდულად მოაბრუნეთ სინათლისაკენ. მცხუნვარე მზის დროს მცენარეებს მოუჩრდილეთ.
მცენარეებს აუცილებლად ესაჭიროება სუფთა ჰაერი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, სარკმლის გაღებისას რომ არ გაცივდნენ, სარკმლიდან მოშორებით უნდა დავდგათ.
ზამთარში აუცილებელია ფანჯრის ღრიჭოების დაგმანვა, რათა ხვრელებიდან ცივი ჰაერი არ უბერავდეს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ცხოველთა შვილების სახელები
აქლემი – კოზაკი
დათვი – ბელი
ვეფხვი – ბოკვერი
ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)
ზღარბი – ზღურბლი
თხა – თიკანი
ირემი – ბიჟინი
კამეჩი – ზაქი
კატა – კნუტი
კურდღელი – ბაჭია
ლომი – ბოკვერი
მგელი – ლეკვი
მელა – ლეკვი
სპილო – სპლიყვი
ტურა – ლეკვი
ღორი – გოჭი
შველი – ნუკრი
ციყვი – დღნაჩვი
ცხენი – კვიცი
ცხვარი – ბატკანი
ძაღლი – ლეკვი
ძროხა – ხბო
ჯიქი – ბოკვერი
ჯიხვი – ფოთრი
შინაური ცხოველების შვილები:
ფრინველთა შვილების სახელები
არწივი – მართვე
ბატი – ჭუკი
ბეღურა – ბარტყი
ბუ – მართვე
ბულბული – ბარტყი
გვრიტი – ხუნდი
გნოლი – წიწილა
გუგული – ბარტყი
თოლია – მართვე
ინდაური – ჭუკი
იხვი – ჭუჭული
კაკაბი – წიწილი
კაჭკაჭი – ბახალა
კოდალა – ბარტყი
კოკორინა – წიწილა
მერცხალი – ბარტყი
მიმინო – ქულა
მტრედი – ხუნდი
მწყერი – ჩოჩორი
როჭო – ლაპი
ფარშევანგი – ნამლევი
ქათამი – წიწილა
ქორი – ქულა
ყარყატი – ბარტყი
ყვავი – ბახალა
ყორანი – ბახალა
შაშვი – ბარტყი
შევარდენი – ქულა
ჩხიკვი – ბარტყი
ძერა – ქულა
წერო – ბჟიტი
ჭილყვავი – ბახალა
ხოხობი – ლაპი
შინაური ფრინველების შვილები:
სხვა არსებათა შვილების სახელები
თევზი – ლიფსიტა
ლოქო – ღლაბუტა
გველი – წიწილი
თაგვი – წრუწუნა
კუ – კუსანა
ფუტკარი – მართვე
10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.




