ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“

0
მძიმე ავარიაში დაშავებული გოგოს მეგობარი მიმართვას ავრცელებს – „გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის“
#image_title

სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — ამბობენ სოფელში.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას მეგობრები და ახლობლები ამხნევებენ.

„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო – ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის – გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, – წერს მეგობარი.

ცნობისთვის, ლიკას მეუღლე 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 29 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

0
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში.
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ: „ეტყობა არ იცის ვისთან აქვს საქმე“ – სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ - სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
#image_title

რუსთავი2-ის გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“  ბიოლოგი ზურა შევარდნაძე მაყურებელს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ორი საათის მანძილზე, მაყურებელი ეცნობა ბაღის მოვლის წესებსა და გურულ კულინარიას.

ამ ყველაფერს გურული იუმორით ახალისებს და ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის დუეტი.

როგორც ჩანს ზურას გადაცემის პროდიუსერმა რამდენიმე დავალება მისცა, რომელსაც წამყვანები ნაწილობრივ აპროტესტებენ.

გადაცემის წამყვანები პროდიუსერის წინააღმდეგ – ასე დაასათაურეს ვიდეო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

0
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად
#image_title

ბაღის აშენება შესანიშნავი გზაა მცენარეების, ბოსტნეულის და ყვავილების კონტროლირებადი და ეფექტური გზით გასაზრდელად. აწეული საწოლები იძლევა უკეთეს დრენაჟს, ხელს უშლის ნიადაგის დატკეპნას და აადვილებს მავნებლებისა და სარეველების მართვას.

 თქვენ ბაღის გაშენებას ან გაუმჯობესებას გეგმავთ, აქ არის 19 იდეა:

გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას

0
გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესს დაესწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონგრესის მიზანს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხების და, ასევე, ინიციატივის – ადრეული გაფრთხილებები ყველასთვის (EW4All) განხილვა წარმოადგენდა.

გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას.

კონგრესის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მრავალ საფრთხიანი ადრეული გაფრთხილების სისტემების (MHEWS) განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ შეხვედრაზე რეგიონულ დონეზე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების გაცვლის მექანიზმები, ტრანსსასაზღვრო საფრთხეებთან დაკავშირებული კოორდინაციის გაძლიერება, საპროექტო წინადადების მომზადება გვალვების, მონიტორინგის გაძლიერებისა და ადრეული შეტყობინების შესახებ, ასევე, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

არ უწევენ რეკომენდაციას – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის საგანგებო გაფრთხილება ქათმის ხორცის მოხმარების შესახებ

0
არ უწევენ რეკომენდაციას - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის საგანგებო გაფრთხილება ქათმის ხორცის მოხმარების შესახებ
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, უნდა გაირეცხოს თუ არა ქათამი გამოყენებამდე

„საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის ამერიკული და ევროპული არ უწევენ რეკომენდაციას ქათმის გამოყენებამდე გარეცხვას.

მათი რეკომენდაციით ქათამს არ სჭირდება გარეცხვა, რადგან მისი წარმოების დროს ირეცხება ეს პროდუქტი და სცილდება ყველა ის პათოგენური მიკროორგანიზმები, რასაც ადამიანის ორგანიზმის დაზიანება გამოიწვიოს“ – ამბობს ირაკლი არაბული

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა! – ამინდის პროგნოზი

0
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში.
#image_title

 24 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით  +3,  +8°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +10, +15°.

25 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11,+16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +16, +21°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°, ზოგან +20°-მდე.

26 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3,+8°, დღისით +13,+18°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოში პირველად ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნა

0
საქართველოში პირველად ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნა
#image_title

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჯიღაურას ბაზაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ შეჯამება გაიმართა.

პროექტი განხორციელდა აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის, ნანი გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი და ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით. კვლევის მიზანს ქვეყნის ტყის ეკოსისტემებში გავრცელებული იშვიათი და რელიქტური მცენარეების კვლევა და მათ შესახებ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი ბაზის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენი ტყეები მდიდარია უნიკალური გენეტიკური რესურსებით. იშვიათი და რელიქტური სახეობების მონაცემთა ბაზა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი წყარო იქნება“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო 18 იშვიათი და რელიქტური სახეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში გავრცელებულ უნიკარულ რელიქტურ სახეობებს – კოლხურ მუხას (Quercus hartwissiana), პონტოს მუხას (Quercus pontica), ძელქვას (Zelkova carpinifolia) და ლაფანს (Pterocarya pterocarpa).

„ჩვენი ტყეები მდიდარია იშვიათი, რელიქტური სახეობებით, რომელთა ლოკაციები მცირეა და ინფორმაცია ხშირად მწირი. სწორედ ასეთი სახეობების ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და შევქმენით მონაცემთა ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, შედგენილია გავრცელების რუკები და მიღებული შედეგები განთავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე“, – აღნიშნა ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ნანი გოგინაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, აღებულია თესლის ნიმუშები და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შენახულია თესლთა ბანკში, რაც უზრუნველყოფს იშვიათი სახეობების გენეტიკური რესურსების დაცვას და მომავალში მათი აღდგენის შესაძლებლობას.

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტში ჩართული იყო დოქტორი ბერტჰოლდ ჰეინზე (Dr. Berthold Heinze) – ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის გენომის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საქართველოს ტყის იშვიათი მუხების კვლევა მნიშვნელოვნად შეავსებს ევროპული მუხების სისტემატიკასა და გენეტიკურ მონაცემთა ბაზას.
პროექტი აძლიერებს საქართველოს მონაწილეობას ტყის გენეტიკური რესურსების გლობალურ კონსერვაციაში. მონაცემთა ბაზა უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე – Global Forest Watch.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება – ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ

0
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ლესას, ნიგვზიანისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში 1200 ჰა ტერიტორია დამუშავდა.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია შემდეგი ღონისძიებები:

ცივი შესხურებით დამუშავებულია 101 909,25 ჰა სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი;

თერმული ნისლით – 339 860 ჰა ტერიტორია;

განთავსებულია 8008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207 945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური”.

ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

“საქართველოს უძველესი მარნები” – ხშირად მთიან სოფლებშიც შეიძლება გადავაწყდეთ ძველ მარანს, იქ სადაც ვენახის გაშენებას ბუნების მკაცრი პირობები თითქმის შეუძლებელს ხდიდა, თუმცა ქართველი კაცი სიყვარულითა და სიჯიუტით, სწორედ ასეთ რთულ გარემოშიც აგრძელებდა მეღვინეობის ტრადიციას

0
“საქართველოს უძველესი მარნები” - ხშირად მთიან სოფლებშიც შეიძლება გადავაწყდეთ ძველ მარანს, იქ სადაც ვენახის გაშენებას ბუნების მკაცრი პირობები თითქმის შეუძლებელს ხდიდა, თუმცა ქართველი კაცი სიყვარულითა და სიჯიუტით, სწორედ ასეთ რთულ გარემოშიც აგრძელებდა მეღვინეობის ტრადიციას
#image_title

“საქართველოს უძველესი მარნები”

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” იწყებს ახალ ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
მარნებისა და ქვევრების ძველი ნაშთები საქართველოში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზეა არა მხოლოდ ბარში, არამედ მაღალმთიან რეგიონებშიც.
ხშირად მთიან სოფლებშიც შეიძლება გადავაწყდეთ ძველ მარანს, იქ სადაც ვენახის გაშენებას ბუნების მკაცრი პირობები თითქმის შეუძლებელს ხდიდა, თუმცა ქართველი კაცი სიყვარულითა და სიჯიუტით, სწორედ ასეთ რთულ გარემოშიც აგრძელებდა მეღვინეობის ტრადიციას.
საქართველოში ყველგან ერთნაირი მარნები არ იყო გავრცელებული. დასავლეთ საქართველოს მარნები და ღვინის დაყენების მეთოდი რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოსგან. მარანს ძველ საქართველოში ხშირად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა – საქართველოში მტრის შემოსევების დროს როდესაც ეკლესია-მონასტრებს არბევდნენ ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი მაგალითად ჯვრისწერა და ნათლობა სწორედ მარანში აღესრულებოდა.
თადეოზ გურამიშვილისეული მარანი
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მარნების ტიპის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სოფელ საგურამოში თადეოზ გურამიშვილისეული მარანი, რომელიც ამავდროულად უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია. მარანი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიმამრს – თადეოზ გურამიშვილს აუშენებია იმ ადგილას სადაც ამჟამად სოფელი საგურამოა. იქვეა დავით გურამიშვილის ნამოსახლარი და მარანი, (შემორჩენილია მარნის კედლები, ორი დაზიანებული ქვევრი და კარგად შემონახული ქვითკირის საწნახელი).
1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ცნობილია, რომ თავად ილია ჭავჭავაძე ამ მარანში ამზადებდა ღვინოს, რომელიც შემდეგ თავის სარდაფში გადაჰქონდა და მუხის კასრებში ასხავდა.
წყარო: გ.ბარისაშვილი – საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი.

წყარო: საყდრისის კომიტეტი

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.