ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ჩურჩხელა ჯანსაღი და სასარგებლო ნუგბარი

0
ჩურჩხელა ჯანსაღი და სასარგებლო ნუგბარი
#image_title

ჩურჩხელა ყურძნის საოცარი პროდუქტია, ძალიან სასარგებლო და უნიკალური როგორც თავისი ისტორიით, ისე ტექნოლოგიით. ჩურჩხელა ჯანსაღი და სასარგებლო ნუგბარი

ჩურჩხელა ყურძნის საოცარი პროდუქტია, რომელიც არა მხოლოდ თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით, არამედ უნიკალური ტექნოლოგიითაც გამოირჩევა. ეს ტკბილეული მზადდება ყურძნის წვენით, დღეს საქართველოში ფართოდ გავრცელებულია და მრავალი სახეობის ინგრედიენტით მზადდება.

ჩურჩხელას ისტორია

ჩურჩხელას წარმოება ქართულ კულტურაში საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა პოპულარობით. როგორც პროფესორ გ. ბერიძის წიგნშია აღნიშნული, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სპეციალური ჭურჭელი ადასტურებს, რომ ჩურჩხელას დიდხანს იყენებდნენ როგორც შენახვის, ისე ტრანსპორტირების მიზნით. საქართველოში ვაზის მრავალი ჯიში არსებობს, რაც ჩურჩხელას წარმოებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

ჩურჩხელას სარგებელი

ჩურჩხელა გამოირჩევა მაღალკალორიულობით, შეიცავს ცხიმებს, ცილებს და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც უწყობენ ხელს ორგანიზმის ფუნქციონირებას. მასში არის:

  • გლუკოზა და ფრუქტოზა (31,1-51,7%),
  • მჟავები (1,04-2,04%),
  • სხვა ვიტამინები და მინერალები.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ჩურჩხელა

  1. გლუკოზის ფენა: კარგი ჩურჩხელა დროთა განმავლობაში გამოყოფს გლუკოზას, რაც თეთრი ფენის შექმნას უწყობს ხელს.
  2. ტყდომის სიმწიფე: ჩურჩხელა უნდა ადვილად ტყდებოდეს. თუ მასზე სიგრძეზე ბზარები გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მას ნაკლებად აქვს ნახარშის ხარისხი.
  3. შენახვის პირობები: ჩურჩხელა უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ ადგილას, ბამბის ქსოვილში შეფუთული, რათა არ გაშრეს.

ჩურჩხელის მომზადების პროცესი

ჩურჩხელას მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების შერჩევას და მომზადების ტექნოლოგიას. ქართული ჩურჩხელა ძირითადად მზადდება ნიგვზის, თხილის, და სხვა ნატურალური პროდუქტების გამოყენებით.

კახური და ქართლური ჩურჩხელა

  • კახური ჩურჩხელა: ჩვეულებრივ, უფრო მუქი და მჭიდროა. მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თათარას, რათა არ მიიწვას.
  • ქართლური ჩურჩხელა: უფრო თხელია და გორგომიჭელას და კუნტელას მსგავსად, სხვადასხვა შიგთავსით მზადდება.

სხვადასხვა რეგიონის ჩურჩხელა

  • იმერული ჩურჩხელა: შედარებით თხელი და კრახუნასა და ცოლიკაურის ყურძნისგან მზადდება.
  • გურული ჩურჩხელა: მზადდება თხილის, ნიგვზის და ვაშლის ჩირისგან, რაც მას განსაკუთრებულ გემოს მატებს.
  • რაჭა-ლეჩხუმის ჩურჩხელა: უფრო სქელია და განსაკუთრებული შიგთავსით მზადდება.

დასკვნა

ჩურჩხელა არის ქართული ტრადიციის სიმბოლო, რომელიც არა მხოლოდ ტკბილი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია. მისი მომზადება და შერჩევა არის ხელოვნება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი დიასახლისები ავითარებენ. როგორც ტრადიციული პროდუქტი, ჩურჩხელა უნდა იყოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.

ჩურჩხელის მომზადებისთვის საჭირო თათარა მდიდარია კალიუმით და გულის კუნთის მუშაობას უწყობს ხელს. ასევე ყურძნის წვენისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალია.

მეორე პროდუქტი, რომელსაც ჩურჩხელისთვის  ვიყენებთ – ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. ნიგოზი ორგანიზმს უნარჩუნებს ენერგეტიკულ ბალანსს და ვიტამინებით ავსებს.  ის დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინსა და ელენთაზე.

იცით თუ არა, რომ საქართველოში მეურნეობების მესამედი (33.3%) ქალების მიერ არის მართული, თუმცა მათ სარგებლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიწის 20%-ია?

0
იცით თუ არა, რომ საქართველოში მეურნეობების მესამედი (33.3%) ქალების მიერ არის მართული, თუმცა მათ სარგებლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიწის 20%-ია?
#image_title

იცით თუ არა, რომ საქართველოში მეურნეობების მესამედი (33.3%) ქალების მიერ არის მართული, თუმცა მათ სარგებლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიწის 20%-ია?

გლობალურად დასაქმებული ქალების თითქმის მესამედი მუშაობს სოფლის მეურნეობაში, თუმცა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა შორის ქალები 13%-ზე ნაკლებია. პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოში მხოლოდ 52 ქვეყანაშია ქალთა უფლებები მიწის ფლობისა და მართვის მიმართულებით დაცული როგორც კანონმდებლობის ისე – პრაქტიკულ დონეზე. Საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების თანაბარი უფლება და გენდერული თანასწორობის პრინციპი კანონმდებლობით დაცულია, კულტურულ-სოციალური ნორმების გამო, მიიჩნევა, რომ უძრავი ქონების მფლობელი კაცი უნდა იყოს.
ეს მონაცემები შეგვახსენებს, რომ ქალთა გაძლიერება სოფლის მეურნეობაში უფრო მდგრადი და ინკლუზიური სოფლის განვითარების მნიშვნელოვანი გზაა.
მიწაზე თანასწორი უფლება ნიშნავს ძლიერ შინამეურნეობებს, სამართლიან ეკონომიკას და სურსათით სავსე სუფრას ყველა ოჯახში.
Did you know that women lead one-third (33.3%) of all farms in Georgia, yet manage only 20% of agricultural land?
Nearly one-third of employed women globally work in agriculture, yet less than 13% of agricultural landholders are women. Despite progress, only 52 countries worldwide guarantee women’s land rights both in law and practice. In Georgia, although the principle of gender equality and equal ownership rights is protected by law, deep-rooted cultural and social norms still associate land and property ownership with men.
These figures remind us of that empowering woman in agriculture is key to building a more resilient and inclusive rural development.
Equal land rights for women mean stronger families, fairer economies, and food on every table.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

0
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
#image_title

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა და ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა – „ხობი 2 ჰესი“-ს სახით ექსპლუატაციაში შევიდა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი“ – დავითაშვილი

0
საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა
#image_title

საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია – სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

„დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შევიდა ექსპლუატაციაში, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, ეს დიდი მიღწევაა. 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია – ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ჰესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა – ნინო ენუქიძემ და გენადი არველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის დარგის უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებისგან მისი მუშაობის შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში – ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე.

„აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა – რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია – ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.

ვიდეო: მტრედის გადარჩენის ოპერაცია ბათუმში – მტრედს ფეხი გაეჭედა სადენებს შორის – ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტრიკოსებმა მტრედი გადაარჩიენეს

0
#image_title
„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი ფეისბუქგვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, თუ როგორ გადაარჩინეს მტრედი ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტრიკოსებმა.
მტრედის გადარჩენის ოპერაცია ბათუმში
ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტრიკოსებმა მტრედი გადაარჩიენეს
მტრედს ფეხი გაეჭედა სადენებს შორის, რაც შეამჩნია ბათუმელმა მელანო მახარაძემ. მან დარეკა სამაშველო სამსახურში, მათ კი ინფორმაცია მიაწოდეს ენერგო-პრო ჯორჯიას,
კომპანიის ელექტრიკოსები მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე,
მტრედი ცოცხალია
კადრები გადაიღო მელანო მახარაძემ და მოგვაწოდა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკოსათამაშოებს ქსოვს – ნატურალური მასალით, ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

0
ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკოსათამაშოებს ქსოვს – ნატურალური მასალით, ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
#image_title

25 წლის მარიამ ფხალაძის ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – მარიამი ბავშვობიდან ქსოვს. ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს

მარიამ ფხალაძე ზესტაფონში ცხოვრობს. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მისი მეუღლე 24 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ბავშვების გაზრდაში დედა, ბებია და ქმრის მშობლები ეხმარებიან. მარიამ ფხალაძე არის მაგალითი იმისა, რომ არასოდეს დანებდე.

 

შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ბავშვი და მოღიმარი

ეკოსათამაშოების ქსოვა ბავშვობიდან დაიწყო. ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის თოჯინებს ქსოვს.

მარიამი ამბობს, რომ ქსოვა მისთვის განტვირთვის საშუალებაა და თავისუფალ დროს ყოველთვის ქსოვს.

გამოფენაზე იყო წარმოდგენილი მისი ნამუშევრები.

„მეგობრის რჩევით გამოფენაზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები. ყველა სათამაშო გაიყიდა. ძალიან გამიხარდა. ჩემმა ნახელავმა პოპულარობა დაიმსახურა“ – ამბობს მარიამი.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და სათამაშო გამოსახულება

შვილის დაბადების დღეზე ყაისნაღით მოქსოვა ჩანთა  და იმ დროიდან დაიწყო ეკოსათამაშოების ქსოვა. მარიამი ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს.

შვილისთვის პირველი სათამაშო მე თვითონ მინდოდა მომექსოვა. დაბადების დღეზე ჩანთა მოვქსოვე და იმ დროიდან დავიწყე ეკოსათამაშოების ქსოვა. “ – ამბობს მარიამ ფხალაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აგურის დეკორაციის იდეები ბუნებრივი სილამაზის მისაღებად

0
აგურის დეკორაციის იდეები ბუნებრივი სილამაზის მისაღებად
#image_title

18 Backyard Landscaping Ideas to Upgrade Your Hangout Spots

ბაღები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამწვანების ადგილები; იქ ბუნება ერწყმის ადამიანის შემოქმედებას. თქვენი ბაღის მოსაწყობად განიხილეთ განსაცვიფრებელი იდეები, რომლებიც ავსებენ მოკირწყლულ ბილიკებს. ეს ელემენტები არა მხოლოდ მატებს ესთეტიკურ მიმზიდველობას, არამედ აძლიერებს ფუნქციურობას და ხელმისაწვდომობას თქვენს გარე თავშესაფარში.

35 Wonderful DIY Ideas to Decorate Your Yard With Bricks | Engineering  Discoveries

კიბეების ინტეგრაცია ბაღის დიზაინში გთავაზობთ მრავალგანზომილებიან ასპექტს, ქმნის ვიზუალურ ინტერესს და არღვევს ბრტყელი რელიეფის ერთფეროვნებას. მიუხედავად იმისა, თქვენი ბაღი დაქანებულ ლანდშაფტს მოიცავს, თუ უბრალოდ გსურთ დონეების შემოტანა თქვენს დიზაინში, კიბეები ელეგანტურ გადაწყვეტას იძლევა. წარმოიდგინეთ აყვავებულ ფოთლებში ტრიალით, იხელმძღვანელეთ რთულად შემუშავებული საფეხურებით, რომლებიც მიგიყვანთ ფარულ თაროებზე ან პანორამული ხედებისკენ.

15 Backyard Inspirations for Spectacular Outdoor Spaces | Courtyard gardens  design, Brick garden, Garden pictures

ასფალტირებული ბილიკები ამ არქიტექტურული მახასიათებლის საფუძველს წარმოადგენს, შეუფერხებლად ერწყმის ბუნებრივ გარემოს და უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ ჩარჩოს. მასალები, როგორიცაა ბუნებრივი ქვა, აგური ან ბეტონის საფარი, გვთავაზობს გამძლეობას და მუდმივ ხიბლს, ჰარმონიზდება სხვადასხვა ბაღის სტილებთან, სოფლიდან თანამედროვემდე. საგულდაგულოდ ჩამოყალიბებული ბილიკები არა მხოლოდ განსაზღვრავს მოძრაობის ნაკადს, არამედ ემსახურება როგორც მხატვრული გამოხატვის შესაძლებლობას, შაბლონებითა და დიზაინით, რომლებიც ასახავს თქვენს პირად გემოვნებას.

Exterior DIY red brick decorations - Ideas for a dream garden | My desired  home | Patio garden design, Front yard garden design, Dream garden

კიბეების და მოკირწყლული ბილიკების ჩართვა თქვენს ბაღის დიზაინში სცილდება უბრალო ესთეტიკას; ის აძლიერებს ფუნქციონალურობას და ხელმისაწვდომობას. თქვენს ბაღში იარუსების შექმნით, თქვენ მაქსიმალურად იყენებთ სივრცის გამოყენებას, რაც საშუალებას გაძლევთ განავითაროთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები და შექმნათ განსხვავებული ზონები დასვენების ან გართობისთვის. გარდა ამისა, კარგად დაგეგმილი ბილიკები უზრუნველყოფს უსაფრთხო ნავიგაციას, განსაკუთრებით არათანაბარი რელიეფის მქონე ადგილებში, რაც თქვენს ბაღს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

38 small garden ideas to maximise your space with style | Ideal Home

როდესაც წარმოიდგინეთ თქვენი ბაღის ტრანსფორმაცია, გაითვალისწინეთ ურთიერთქმედება კიბეებსა და მოკირწყლულ ბილიკებს შორის, როგორც ტილო შემოქმედებისთვის. ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალებთან, ტექსტურებთან და კონფიგურაციებთან ფუნქციონალურობასა და სილამაზეს შორის ჰარმონიული ბალანსის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, აირჩევთ გრანდიოზულ კიბეს, როგორც ფოკუსურ წერტილს, თუ კასკადური საფეხურების სერიას, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან ლანდშაფტში, მიეცით საშუალება თქვენს ფანტაზიას გაგიწიოთ ბაღის შექმნა, რომელიც ერთდროულად მიმზიდველი და პრაქტიკულია.

Tips for Creating a Gorgeous Entryway Garden | HGTV

Landscaping Against Brick Walls – What To Plant Near Brick Foundations |  Gardening Know How

85 Beautiful Landscaping Ideas With Pictures

დასასრულს, თქვენი ბაღის ამაღლება განსაცვიფრებელი კიბეებითა და მოკირწყლული ბილიკებით არის ტრანსფორმაციული მცდელობა, რომელიც აძლიერებს მის ვიზუალურ მიმზიდველობას და ფუნქციურობას. ისარგებლეთ ბუნებისა და დიზაინის ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობით, შექმენით გარე თავშესაფარი, რომელიც ასახავს თქვენს უნიკალურ სტილს და იწვევს შესწავლას. ფრთხილად დაგეგმვისა და შემოქმედებითი განხორციელებით, თქვენი ბაღი გახდება მხატვრობისა და ბუნების ბრწყინვალების უწყვეტი ინტეგრაციის დასტური

რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ – „ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს“

0
რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ – „ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს“
#image_title

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნდეთ თქვენი სახლის გათბობის სისტემის უსაფრთხოებაში. “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე, გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ გათბობის სეზონის დაწყებისას.

“თბილისი ენერჯის” ტექნიკური ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე გადაცემაში „იმედი დილა“ საუბრობს სწორედ უსაფრთხოების წესებზე და აბონენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:

1. სისტემის შემოწმება

გათბობის სისტემის ჩართვამდე, აუცილებელია გასათბობი მოწყობილობების და გაზის ქსელის შემოწმება. “თბილისი ენერჯი” სთავაზობს აბონენტებს უფასო მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

  • გამათბობლების მდგომარეობის შეფასებას
  • გაზის ქსელის უსაფრთხოების შემოწმებას

თუ გსურთ, რომ სპეციალისტები თქვენს სახლში მოვიდნენ და ყველაფერი შეამოწმონ, დარეკეთ 240 40 04.

2. რისკების მინიმალიზაცია

აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ იმ მოწყობილობების ტიპებს, რომლებიც სახლში გაქვთ:

  • ღია წვის კამერიანი გამათბობლები: ისინი ჟანგბადს ოთახიდან იღებენ, რაც საშიშია დახურულ სივრცეში.
  • დახურული წვის კამერიანი გამათბობლები: უსაფრთხოება, რადგან ჟანგბადს გარედან იღებენ.

დახურული წვის კამერიანი, მაგალითად, გათბობის ქვაბები, კარმის ტიპის გამათბობლები, ჟანგბადს გარედან იღებენ და ნამწვს გარეთვე გატყორცნიან. განსხვავებით, ღია წვის კამერიანი გამათბობლებისა, რომელიც ჟანგბადს სათავსოდან გაცლით. ხშირ შემთხვევაში, განიავებაც არ შველის. როდესაც ჟანგბადი გაიშვიათდება და შესაბამისი რეაქცია აღარ ხდება, ნახშირჟანგი გამოიყოფა. როდესაც ნახშირჟანგი დახურულ სივრცეში თუნდაც 1% დაგროვდება, დანარჩენი 99% ჟანგბადი რომ იყოს, ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს. ნახშირჟანგი ძლიერ მომწამვლელი აირია და ძლიერ ინტოქსიკაციაც იწვევს

3. ნახშირჟანგის რისკები

აღნიშნული ტიპის გამათბობლების გამოყენება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. როდესაც დახურულ სივრცეში ჟანგბადი იკლებს, ნახშირჟანგი იწყებს დაგროვებას, რაც შეიძლება სასიკვდილო იყოს.

4. გათბობის მოწყობილობების მონტაჟი

გაზის მონტაჟი მხოლოდ სპეციალიზებული კომპანიების მიერ უნდა მოხდეს. არასათანადო მონტაჟი ზრდის გაჟონვის რისკს.

5. დეტექტორის მნიშვნელობა

გთხოვთ, შეამოწმოთ გაზის გაჟონვის დეტექტორი. ეს მოწყობილობა 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ჩართული და ავტომატურად შეაჩერებს გაზის მიწოდებას, თუ გაჟონვა გამოვლინდება.

6. რჩევები გაზის ქვაბის გამოყენებისთვის

თუ სახლში გათბობის ქვაბი გაქვთ, მისი ხშირი ჩართვა და გამორთვა არ არის რეკომენდირებული. დროებით სახლის დატოვების დროს ონკანები გადაკეტეთ, რათა გაჟონვის რისკი შეამციროთ.

დასკვნა

უზრუნველყავით თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოება გათბობის სისტემის გამოყენებისას. თუ გაქვთ კითხვები ან საჭიროებთ მომსახურებას, აუცილებლად მიმართეთ “თბილისი ენერჯის” ტექნიკურ ჯგუფს.

„როდესაც გამათბობელს ან გაზზე მომუშავე ნებისმიერ დანადგარს ამონტაჟებთ, იქამდე გაზსადენი უნდა მივიდეს. გაზსადენის თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება. ამიტომ, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, ონლაინ მოგვწეროს Te.ge-ზე, გვეწვიოს ოფისში, მოითხოვოს პროექტში კორექტირება. საუბარი არსებულ აბონენტებზე მაქვს, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაამატონ ან შეცვალონ დანადგარი. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მისვლის შედეგად, ურჩევენ, სად დაამონტაჟონ დანადგარი, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, შედგება პროექტი და იქ, სადაც აღნიშნულ გამათბობელს იყიდის, მათი მხრიდან მოხდება მონტაჟი. ჩვენ ვამონტაჟებთ გაზსადენს.

ვისაც სახლში გათბობის ქვაბი აქვს, მისი ხშირად ჩართვა და გამორთვა რეკომენდებული არ არის. როდესაც სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, რათა თავი გაჟონვისაგან დაიცვათ. ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, რომ გაზის გაჟონვის დეტექტორი დაამონტაჟონ. ასე აღარაფრის შეგვეშინდება. დეტექტორი 24 საათი ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპია, თუ მოხდა გაჟონვა და იგრძნო დეტექტორმა, თქვენს ბინაში გაზის მოწოდება ავტომატურად წყდება. ყველაფრისგან დაზღვეული ხართ.“

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს

0
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრში („ანასეული“) იმყოფებოდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ცენტრის ინფრასტრუქტურა გააცნო და მიმდინარე კვლევით საქმიანობასა და სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ცენტრის მომავალი განვითარების მიმართულებები, სერვისების გაფართოების გეგმები და რეგიონული კვლევითი ქსელის გაძლიერების საკითხები დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„რეგიონული კვლევითი ცენტრების განვითარება და მათი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუშაობა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ასეთ ბაზებზე იქმნება ცოდნა და ინოვაცია, რომელიც ფერმერს აწვდის სანდო და პრაქტიკაში გამოყენებად ინფორმაციას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ანასეულის დიაგნოსტიკური ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალმხრივ კვლევით ბაზას საქართველოში. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემდეგ, იგი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურაა, რომელიც აერთიანებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, ნიადაგისა და წყლის კვლევის, აგრეთვე სურსათის (თაფლი, ღვინო) ანალიზის ლაბორატორიებს.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ენტომოლოგიური გალიებითა და II დონის ბიოუსაფრთხოების ბოქსებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების ბიოლოგიური აგენტების შესწავლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აღნიშნული შესაძლებლობები მნიშვნელოვანია აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური, რომელიც ახორციელებს სელექციურ, აგროტექნიკურ და მცენარეთა დაცვის კვლევებს, ხელს უწყობს ადგილობრივი კულტურების განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

დიაგნოსტიკურ ცენტრში თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც დაკავშირებულია კვლევითი ბაზის განვითარების, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდისა და სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან.

ანასეულის დიაგნოსტიკურ ცენტრში მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ზურაბ ეზუგბაია იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

50 წლის ასაკში შესწავლილი ახალი პროფესია მეფუტკრეობა – მეურნეობა და ტბაზე შექმნილი ხელოვნური კუნძული

0
50 წლის ასაკში შესწავლილი ახალი პროფესია მეფუტკრეობა - მეურნეობა და ტბაზე შექმნილი ხელოვნური კუნძული
#image_title

50 წლის ასაკში შესწავლილი ახალი პროფესია მეფუტკრეობა

მეწარმე მარიამ თეთრკაბაშვილის მეურნეობა და ტბაზე შექმნილი ხელოვნური კუნძული