ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით

0
ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი
#image_title

ატამი

ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით

მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პ­ატარძა­ლი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით რომ ავსებს ბაღს. ახლა ნაყოფის ფერები – მომწვანო, თეთ­რი, ყვითელი ან მოწითალო!

გემოთი ხომ განუმე­ორებელია. ტყუილად კი არ იწვალეს სელექცი­ონერებმა, რომლებმაც ატმის 5000-მდე ჯიში გამოიყვანეს. ნაყოფის რბილობი თეთ­რია ან ყვი­თე­ლი, შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟა­ვებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კალიუმის მა­რი­ლებს, ვიტამინებს. კურკა შეიცავს 57%-მდე ცხი­მოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ატამი უგემრიელესი ხილია და მისგან საზამთროდ მარაგის შექმნაც შეიძლება – ჩირის, მურაბის, კომპოტის, წვენების სახით.
ატმის ნაყოფის გარეკანი ორი სახისაა: შებუსვილი და გლუვი (ვაშლატამა). ჯიშის მიხედვით – ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. ნაყოფს იძლევა მეორე-­მესამე წლიდან, 5 წლის ხე უკვე სრულმოსავ­ლიანია, ცოცხლობს 15-18 წლამდე, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობის პი­რობებში. მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნერგის ფორმირება და მისი ყოველწლიური სხვლა. ისხვლება დაახლოებით ვაზის სხვლის პრინციპით – სამამულე-სანაყოფეს დატოვებით.
კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტა­ნილ) კარბონატულ ნიადაგზე. ირგვება ჩვე­უ­ლებ­რივად, როგორც ყველა ნერგი. საუკეთესოა ორწლიანი ნერგის დარგვა, რომელიც დაბალ შტამბზე 60-80 სმ-ზე ისხვლება. სითბოს მოყვარული კულტურაა, სიცხისა და გვალვის ამტანი.
საქართველოში გავრცელებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის დამახასიათებელია მსხვილნაყოფიანი სახრავი ჯიშები: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, და ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო ჯიშები: კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.
ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვა­ნეს საგვიანო ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშები­დან ფართოდ არის დანერგილი ელბერტა და ამსდენი.
ატამი კურკითაც კარგად მრავლდება და მყნო­ბითაც. საძირეებად იყენებენ: ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ყველაზე მეტად აზი­ანებს ფოთლის სიხუჭუჭე (რომლისგანაც შესანიშნავად იცავს პრეპარატი `ბიორაგი~), მავნებლე­ბიდან – მწვანე ბუგრი და ატმის ჩრჩილი.

 ხეხილის ბაღი, სადაც მსხა­ლი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადება? – როგორ ხდება დაბინძურება?

0
სახლში კონსერვირებული საკვები
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სახლში კონსერვირებული საკვების მომზადებაზე საუბრობს.

რატომ არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში კონსერვირებული საკვების მომზადება

„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი.

ტოქსინი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების პარალიზს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

 როგორ ხდება დაბინძურება?

ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და წყალში, საიდანაც მარტივად გადადის საკვებზე, განსაკუთრებით გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

0
5 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ დღეში ერთი ვაშლი - სასარგებლო თვისებები
#image_title

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. მას დარგუ­ლი ხეების რაოდენობისა და მოსავლიანობის მიხედვით პირველ ადგილს აკუთვნებენ.

თა­ნაც რა ძვირფასი მოსავლის მომცემია ეს და­ლოც­ვილი ხეხილი! მისი ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით ვ­იტამინებს, განსაკუთრებით C (40%-მდე), B და PP. გამოიყენება როგორც ნედლი სა­ხით, ისე გადამუშავებული – ჯემად, ხილფაფად, კომპოტად, მურაბად, ჩირად, მარმელადად, წვნად, ბურახად, უძვირფასეს სა­მ­­კურნალო საშუალებად – ძმრად და ალკოჰო­ლურ სასმლად, ე.წ. ვაშლის ღვინოდაც კი. გარ­და ამისა, ვაშლი, თავისთავად, ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეც არის – 1ჰა ფარ­თობზე შესაძლებელია 15-დან 50კგ-მდე თა­­ფლისა და დიდი რაოდენობით ყვავილის მტვრი­ს მიღება. ხის მერქანი ძვირფასია წ­ვრილ­მანი ნაკეთობების დასამზადებლად, და, რაც მთავარია, ვაშლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სხვა და­ავა­დებების სამკურნალოდ.
მსოფლიოში ცნობილია კულტურული ვაშლის ათი ათასზე მეტი ჯიში, საქართველოში – 200, მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული ჯი­შები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით; ხალხური სელექციის გზით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები: თურა­შაული, კეხურა, ძუძუვაშლი. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია:
ხომანდული – კახეთი, ქართლი
ლეჩხუმური შაფრანა – რაჭა-ლეჩხუმი
კეხურა – ქართლი, კახეთი
თურაშაული – ქართლი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი
დემირალმა (რკინავაშლი) – აჭარა, გურია, სა­მეგ­რელო, აფხაზეთი
მამულო – მესხეთი
მერეთულა – ქართლი
ერბოვაშლი – რაჭა-ლეჩხუმი
შაქარნაბადა – მესხეთი
აბილაური – მესხეთი, ქართლი
რძევაშლა – მესხეთი
საირმულა – ლეჩხუმი
მსუქანა – მესხეთი
ძუძუვაშლი – ქართლი, კახეთი
ყარანფილა – მესხეთი
შაჰალმა (შაჰის ვაშლი) – მესხეთი
კიტრავაშლი – ქართლი, კახეთი
დანავაშლა – რაჭა-ლეჩხუმი

ყინულა – რაჭა-ლეჩხუმი
ხანდაკურა – ქართლი
ქართული სინაპი (გოგიაანთ ვაშლი) – ქართლი
მუხურული მწვანე – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყი­ბული, ქუთაისი
დასარგავად უკეთესია ორწლიანი ნერგი, დარ­გვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძ­ლევა. თუ ნიადაგი გაყინული არ არის, დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში. ამრიგად, თესლოვა­ნი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარ­ტლი) გაშენება შე­იძლება შემოდგომა-ზამთრის პირობებში სწორი აგროღონისძი­ებების უზრუნველ­ყოფით. ზოგიერთ რაიონში კი უპირატესობა ენიჭება გაზაფხულზე დარგვას. და­სარ­გავი ორმოს სიღრმე 50 სმ-ია, სიგანე 100სმ-მდე. ნერგებს შორის მანძილი დამოკი­დებულია ჯიშზე. ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომ დიდი კვების ა­რეზე ირგვება (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე), ნაგალა საძირეზე დამყნილი – 3X4 მ-ზე.
გამზადებული ორმოს ფსკერს კარგად ვა­ფ­ხვიერებთ, მიწაში არეულ გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) ჩავყრით ორმოში და ვაძლევთ კონუსისებურ ფორმას, ზედ გადავანაწილებთ ფესვებს, რომლებსაც წინასწარ ეჭრება დაზიანებული ნაწილები. ნერგს ვრგავთ ფესვის ყელამდე ისე, როგორც იყო ამოღებამდე, და კარგად ვუტკეპნით მიწას. ამის შემდეგ ვუკეთებთ ჯამებს და 1-2 ვედრო წყალს ვასხამთ. ყველა სახის ხეხილი ასე ირგვება.

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

პესტიციდები და ქიმიური სასუქები – „სანამ გაჭყიპავთ საკუთარ პროდუქტს ნაგავი სასუქებით, იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაც შეიძლება დაღუპოთ”

0
პესტიციდები და ქიმიური სასუქები - „სანამ გაჭყიპავთ საკუთარ პროდუქტს ნაგავი სასუქებით, იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაც შეიძლება დაღუპოთ
#image_title

პესტიციდები და ქიმიური სასუქები

მარწყვის კომერციული წარმოებისას ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პესტიციდი და აგროქიმიური საშუალება. ამის მიზეზი ის არის, რომ მარწყვი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა სოკოვანი დაავადებების, მწერებისა და მავნებლების მიმართ.

მარწყვის მოყვანისას შეიძლება გამოიყენებოდეს:

  • ფუნგიციდები — სოკოვანი დაავადებების (ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე და სხვა) საწინააღმდეგოდ;
  • ინსექტიციდები — მწერების წინააღმდეგ;
  • აკარიციდები — ტკიპების წინააღმდეგ;
  • ჰერბიციდები — სარეველების გასაკონტროლებლად;
  • სასუქები — მოსავლიანობის გასაზრდელად.

სწორედ ამიტომ მარწყვი ხშირად ხვდება იმ პროდუქტების სიაში, რომლებშიც პესტიციდების ნარჩენები შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული ყველა მარწყვი ჯანმრთელობისთვის საშიშია. განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს მკაცრი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენი რაოდენობის პესტიციდის ნარჩენი შეიძლება დარჩეს პროდუქტში.

პესტიციდების რაოდენობის შესამცირებლად სპეციალისტები გვირჩევენ:

  • მარწყვი გამდინარე წყალში კარგად გავრეცხოთ;
  • გარეცხვამდე ყუნწი არ მოვაცილოთ, რათა წყალში ხსნადი ნივთიერებები ნაყოფის შიგნით ნაკლებად მოხვდეს;
  • სურვილის შემთხვევაში 10–15 წუთით ჩავდოთ წყლისა და სოდის ხსნარში (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ კი კვლავ გავრეცხოთ;
  • სეზონური და სანდო მწარმოებლის პროდუქტი შევარჩიოთ.

აღსანიშნავია, რომ მარწყვზე ალერგიული რეაქცია ყოველთვის პესტიციდებით არ არის გამოწვეული. უმეტეს შემთხვევაში ალერგია თავად მარწყვის ცილებზე ვითარდება. თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება რეაქცია ჰქონდეს დამუშავებისას გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზეც.

ხილი უფრო ალერგიულია თუ სასუქები?

მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ორი რამ: ანაფილაქსიას თავად ხილი იწვევს თავისი ბუნებრივი ცილების გამო, პესტიციდებით გამოწვეული ანაფილაქსია ძალიან იშვიათია.

ხილებს შორის ანაფილაქსიის გამომწვევებად ყველაზე ხშირად აღწერილია:

  • ატამი
  • კივი
  • მარწყვი
  • გარგარი
  • ალუბალი
  • ქლიავი
  • მანგო
  • საზამთრო

მათ შორის განსაკუთრებით ატამი, კივი და მარწყვი ითვლება იმ ხილებად, რომლებმაც შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიაც გამოიწვიონ მგრძნობიარე ადამიანებში.

განსაკუთრებით საინტერესოა ატამი. ალერგოლოგები მას ერთ-ერთ იმ ხილად მიიჩნევენ, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, მათ შორის ანაფილაქსიას. ატამის ალერგენი ძალიან მდგრადია და თერმული დამუშავების შემდეგაც შეიძლება დარჩეს აქტიური.

რაც შეეხება პესტიციდებს, დღეს არსებული სამეცნიერო მონაცემებით, ანაფილაქსიის შემთხვევათა უმრავლესობა თავად ხილის ცილებთან არის დაკავშირებული და არა იმ ქიმიურ საშუალებებთან, რომლებითაც ხილია დამუშავებული. თუმცა იშვიათ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია პესტიციდების ნარჩენებზეც.

ბოსტნეული და მცენარეული პროდუქტებიდან ანაფილაქსია ხილტან შედარებოთ, უფრო იშვიათია. ყველაზე ხშირად აღწერილ შემთხვევებში მიზეზი გახლდათ:ნიახური, სოია, ბარდა, ლობიო, ოსპი.

რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსია?

ხილის ან სხვა საკვების მიღების შემდეგ:

  • ყველაზე ხშირად — 5-30 წუთში;
  • შემთხვევების უმეტესობა — 1 საათის განმავლობაში;
  • ზოგჯერ — 2 საათამდე;
  • ძალიან იშვიათად — რამდენიმე საათის შემდეგ.

თუ ადამიანს მარწყვის, კივის, ატმის ან სხვა ალერგენული ხილის ჭამის შემდეგ 3-4 საათი საერთოდ არაფერი აწუხებდა და შემდეგ დაეწყო სიმპტომები, ანაფილაქსია ნაკლებად სავარაუდოა.

ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია, რომ სიმპტომები სწრაფად ვითარდება:

  • ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხიხინი;
  • ჭინჭრის ციება;
  • თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის დაცემა.

ანაფილაქსიის შემთხვევების დაახლოებით 80-90%-ში პირველი სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან 30 წუთის განმავლობაში ვითარდება. ამიტომ ალერგიული რეაქციის ყველაზე კრიტიკული პერიოდი სწორედ პირველი საათია.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა – 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია

0
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა - 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია
#image_title

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია.

სურსათის უვნებლობის ნაწილში 76 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და შესრულების მაჩვენებელი 101.8%-ია.

მებაღეობის და მეღვინეობის განვითარებაში 269 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.

სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დაფინანსებაში 100%-იანი შესრულების მაჩვენებელია, ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში 339 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და 99.9%-ია შესრულების მაჩვენებელი.

მელიორაციის მიმართულებით გასულ წელს ათვისებული თანხა -209.5 მილიონ ლარს, შესრულების მაჩვენებელი კი 98.0%-ს შეადგენს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა – 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასამდე შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 265 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2024 წელს.

სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

წარდგენილი ანგარიშები სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ცნობად მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

0
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
#image_title

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი იური გორლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი და სხვა ოფიციალური პირები.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“-ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

0
„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“-ამერიკული გამოცემა New York Post ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს
#image_title

 ამერიკულ გამოცემაში New York Post სტატია სათაურით „დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“ დაიბეჭდა, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.

სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens), მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და „იუნესკო-ს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე.

„შეიძლება, აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით – ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“, – აღნიშნავს ავტორი.

New York Post-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია, თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix, The New York Times-ი, Wine Enthusiast-ი და სხვა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ მოვაწყოთ ულამაზესი ბაღი მამაპაპისეულ ეზო-კარში – ნუკრი მანძულაშვილის გამოცდილება

0
Man with a beard in a green polo sitting at a table outdoors (left); a wooden cottage on a porch amid tall pink, purple, and orange lupine flowers (right).
ფერმწერისა და ფოტოგრაფის გამოცდილება კარგად წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ბუნებისადმი სიყვარულმა განსაკუთრებული სილამაზე შექმნას.

ნუკრი მანძულაშვილის ამბავი ნათლად აჩვენებს, რომ ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ეზო ნამდვილ ზღაპრულ ბაღად აქციოს.

ფერმწერისა და ფოტოგრაფის გამოცდილება კარგად წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ბუნებისადმი სიყვარულმა განსაკუთრებული სილამაზე შექმნას.

რას დაგჭირდებათ

  • მოტივაცია და ბუნებისადმი ღრმა სიყვარული
  • საბაზისო ბაღის ხელსაწყოები და ნიადაგი
  • ვარდებისა და სხვა ყვავილოვანი მცენარეების ნერგები
  • წყლის მომარაგების სისტემა
  • მიწის სამუშაოებისთვის საჭირო დრო და მონდომება

ნაბიჯი 1: ეზოს დაგეგმარება და ადგილის შერჩევა

პირველ რიგში, დააკვირდით თქვენი ეზოს შესაძლებლობებს. შეარჩიეთ ის ადგილები, სადაც მზე კარგად აღწევს და ნიადაგი ხარისხიანია. ნუკრის მსგავსად, გაითვალისწინეთ, რომ ვარდებს განსაკუთრებით მზიანი ადგილები მოსწონთ.

ნაბიჯი 2: ნიადაგის მომზადება და გამდიდრება

ქართულ ნიადაგს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დამატებითი კვება ყოველთვის სასარგებლოა. კომპოსტითა და ორგანული სასუქით გამდიდრება ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობაში ჯანსაღი ნიადაგის მართვა აუცილებელია.

ნაბიჯი 3: მცენარეების შერჩევა და განლაგება

ვარდები შეიძლება იყოს ბაღის მთავარი აქცენტი, თუმცა დაამატეთ სხვა ყვავილებიც. ქართველი მებაღეები ხშირად იყენებენ ლავანდას, ბზას და სხვა არომატულ მცენარეებს. ყურადღება მიაქციეთ წყლის სწორ განაწილებასაც.

ნაბიჯი 4: სარწყავი სისტემის მოწყობა

წყლის ეფექტური მართვა გადამწყვეტია. ქართულ სოფლებში ხშირად ბუნებრივი წყაროებია ხელმისაწვდომი. ეცადეთ, ყველა მცენარეს მიეწოდოს საჭირო ტენი.

ნაბიჯი 5: ყვავილების დარგვა და მოვლა

ნუკრის მსგავსად, მაისში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბაღს. ამ პერიოდში ვარდები იწყებენ აყვავებას და სოფლის მეურნეობაში დატვირთული სეზონი იწყება. რეგულარული მოვლა აუცილებელია.

ნაბიჯი 6: მცენარეების დაცვა მავნებლებისგან

უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებს. ქართულ ტრადიციაში ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ჩვეულებრივია. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეკომენდაციებიც გაითვალისწინეთ.

ნაბიჯი 7: ბაღის მუდმივი განვითარება

ისევე როგორც ნუკრიმ, თქვენც ისწავლით ბაღთან ერთად. ყოველი სეზონი ახალ გამოცდილებას გაძლევთ. გაუზიარეთ შედეგები სოფლის მებაღეთა თემში და ისწავლეთ სხვებისგან.

მნიშვნელოვანი რჩევები: ნუ იჩქარებთ — ბაღის შექმნას დრო სჭირდება. თითოეულ მცენარეს თავისი მოვლა სჭირდება. პატარა ეზოშიც შესაძლებელია დიდი სილამაზის შექმნა.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი დრო სჭირდება ბაღის ჩამოყალიბებას?
სრული შედეგისთვის რამდენიმე სეზონი დაგჭირდებათ, თუმცა პირველი ცვლილებები უკვე პირველ წელს გამოჩნდება.

შეიძლება თუ არა პატარა ეზოში ასეთი ბაღის მოწყობა?
რა თქმა უნდა! მთავარი არა ზომა, არამედ გეგმარება და სიყვარულია, რომელიც ბაღში ჩადეთ.

წყარო: shenisofeli.ge — სარედაქციო მასალა

მომზადებულია SheniAmbebi-ს მიერ
ბაღბნობა სოფლის ეზო ვარდები ბუნებრივი ბაღი ბაღის მოწყობა

სტალინის ღვინოების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

0
სტალინის ღვინოების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება - სტალინმა კოლექცია თავისი საყვარელი ქართული ღვინოების ჯიშებით შეავსო
#image_title

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, იოსებ სტალინის ღვინოების კოლექცია მალე აუქციონზე გაიტანენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

აღნიშნულია, რომ კოლექცია მოიცავს საფრანგეთის ბორდოს რეგიონის ყველაზე ცნობილი ღვინის მეურნეობების ღვინოებს. 1917 წლის რევოლუციამდე ეს კოლექცია რომანოვების საიმპერატორო ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ მეფის ოჯახს ღვინოები ჩამოართვა. შემდგომში კი სტალინმა კოლექცია თავისი საყვარელი ქართული ღვინოების ჯიშებით შეავსო.

სააგენტოსთან საუბარში კომპანია Gilauri Wines-ის მფლობელმა, ირაკლი გილაურმა, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობდა, განაცხადა, რომ აუქციონი საქართველოს „კოლექციონერთა რუკაზე“ გამოჩენაში დაეხმარება.

სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება | გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან

0
სოფლის ცხოველების ნაკბენისგან დაცვა და პირველადი დამუშავების ღონისძიებები
სოფლის ცხოვრებაში ცხოველების ნაკბენი ხშირია, მაგრამ ცოფის რისკის გამო საჭიროა სწორი პირველადი დამუშავება. სარეცხი საპნით ჩამობანვა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ინფექციის თავიდან აცილებისთვის.

სოფლის ცხოვრებაში ცხოველებთან ყოველდღიური ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ შემთხვევითი ნაკბენიც კი შეიძლება სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს.

ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის.

რატომ უნდა დავამუშაოთ ნაკბენი სარეცხი საპნით?

ცოფის ვირუსი ცხოველის ნერწყვშია და ნაკბენისას ჭრილობაში ხვდება. სარეცხი საპნით დამუშავების მიზანია ნერწყვისა და ვირუსის მოცილება, რაც სოფლის მედიცინაში პირველ გადაუდებელ ნაბიჯად ითვლება.

როგორ უნდა დავამუშაოთ ნაკბენი?

ნაკბენი კარგად უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით და საპნით, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიყენეთ ალკოჰოლიანი დეზინფექტანტი და აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

იცავს თუ არა ეს პროცედურა ცოფისგან?

საპნით ჩამობანვა არ კურნავს ცოფს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების ეტაპზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სწორად შესრულებული დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს.

როდის არის საჭირო ვაქცინაცია?

თუ ნაკბენი ღიაა და ცხოველი ეჭვმიტანილია ცოფში, ვაქცინაცია აუცილებელია. საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობა დროული პრევენციით თავიდან აიცილებოდა.

რომელი ცხოველები ავრცელებენ ცოფს?

ძაღლები, კატები, მელიები და ღამურები ცოფის ძირითადი მატარებლები არიან. აგრარული პოლიტიკის ფარგლებში საქართველოში ცხოველების ვაქცინაციის პროგრამები მოქმედებს, თუმცა ყველა შინაური ცხოველი ვაქცინირებული არ არის.

რა უნდა გავაკეთოთ ნაკბენის შემდეგ?

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავპანიკდეთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ნაკბენის დამუშავება. შემდეგ სწრაფად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და მივიღოთ პრევენციული ვაქცინაცია.

რამდენად ეფექტურია ვაქცინა?

თანამედროვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები ძალიან ეფექტურია, თუ დროულად ჩატარდება. აუცილებელია ვაქცინაციის სქემის დაცვა და ექიმის რეკომენდაციების შესრულება.

სოფლის ცხოვრებაში ცხოველების ნაკბენი ხშირია, მაგრამ სწორი პირველადი დამუშავება და დროული სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ცოფის რისკს. ყოველი წამი მნიშვნელოვანია — ექიმთან მისვლა არ უნდა გადაიდოს.

— საერთაშორისო კვლევები

წყარო: shenisofeli.ge — სარედაქციო მასალა

მომზადებულია SheniAmbebi-ს მიერ
ცოფი ნაკბენი ვაქცინაცია სოფლის უსაფრთხოება ცხოველები