როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს
კოლორადოს ხოჭო რომ ამერიკული წარმოშობისაა, ეს მისი სახელწოდებიდანაც ჩანს. კარტოფილის, პამიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის, თამბაქოს ეს დაუძინებელი მტერი მთელ მსოფლიოშია მოდებული და, რომ არასრულფასოვანი აგროტექნიკური ღონისძიებები, ის სერიოზულ ზიანს მო- უტანდა სოფლის მეურნეობას.
როგორც კი ეს მავნებელი თქვენს ნაკვეთში გამოჩნდება, პირველ რიგში, მოიმარჯვეთ ჭურჭელი, რომელშიც ნავთი ან მარილის კონცენტრირებული წყალხსნარია ჩასხმული. შეაგროვეთ ხოჭოები და შიგ ჩაყარეთ, შემდეგ დაწვით, ხოლო პლანტაცია აუცილებლად შეწამლეთ ქლოროფოსით, დილორით ან კარატეთი. ხმარების წესი აღნიშნულ პრეპარატებს თან ახლავს.
კოლორადოს ხოჭოს ნამატი. კოლორადოს ხოჭო 8 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, დებს 400-მდე კვერცხს. ხოჭო წვერიდან ძირამდე ანადგურებს კარტოფილის (და ამ ოჯახის წარმომადგენლების) ფოთლებს. ერთი დედლის მარტო ერთი წლის ნამატის გამოსაკვებად საჭიროა 25 ტონა ფოთოლი, რასაც სჭირდება 100 000 ძირი მცენარე. ხელშემწყობ პირობებში ერთი დედალი ხოჭო ზაფხულის განმავლობაში დადებდა 30 მილიონ კვერცხს!
ჭიამაიას უნდა გავუფრთხილდეთ – ანადგურებს ცრუფარიანებსა და სხვა პატარა ზომის მავნე მწერებს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები