ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია – გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკს ზრდის

0
თევზი-საშიში ნივთიერება
#image_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში, რესტორანში “ერისონი” თევზის შემოწმების შედეგად, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოაჩინა.

უწყების ცნობით, შემოწმება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა და კალმახის ჯიშის თევზში, რომელიც რესტორან “ერისონს” ჰქონდა, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, 2.2მკგ/კგ რაოდენობის ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოჩნდა.

„ეცნობა ვეტერინარულ დეპარტამენტს; ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა“, – მიუთითებს სურსათის ეროვნული სააგენტო. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემების უფრო კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ და კლიმატის მიმართ მედეგ სექტორად გარდასაქმნელად და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას

0
ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემების უფრო კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ და კლიმატის მიმართ მედეგ სექტორად გარდასაქმნელად და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ 2026-2030 წლებისთვის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებას (CPF) მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი განსაზღვრავს ხუთი წლის განმავლობაში აგროსასურსათო სექტორის ხელშეწყობაში FAO-ს ჩართულობას და სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებსა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF). ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემების უფრო კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ და კლიმატის მიმართ მედეგ სექტორად გარდასაქმნელად და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას.

ქვეყნის პროგრამული ჩარჩოს (CPF) მეშვეობით, FAO უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას, პოლიტიკის მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშესაწყობად.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მტკიცე პარტნიორობით განხორცილდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომელთა მიზანიც აგროსექტორის მაღალი სტანდარტით განვითარების ხელშეწყობაა. ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე (CPF) ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას უფრო კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური აგროსასურსათო სისტემის შესაქმნელად, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

FAO-ს წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლს ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინკლუზიური მიდგომების პოპულარიზაციაში.

„პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030) შეთანხმების ის ფორმაა, რომელიც ეფუძნება საერთო პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს გლობალური ექსპერტიზის გამოყენებას ქალაქსა და სოფელს შორის არსებული სხვაობის აღმოსაფხვრელად, ქალებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მზად იყოს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისთვის“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

„მოხარული ვარ, სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს დოკუმენტი ემსახურება ქვეყანაში აგროსასურსათო სისტემების განვითარების, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას, ასევე ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში, სათბურის აირების ემისიების შემცირებას. ვულოცავ ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას“, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა.

ქვეყნის პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030 წლები) ქმედითი გზამკვლევია, განვითარების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იყოს მწვანე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა“-დავით სონღულაშვილი

0
„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა“-დავით სონღულაშვილი
„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა“-დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ამისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნული მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს. პირველი ივლისიდან ამოქმედდება შესაბამისი პროგრამები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებებიც განხორციელდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს დარგში არსებული საჭიროებები გააცნეს. საუბარი შეეხო პროდუქციის რეალიზაციის საკითხებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, ასევე სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ინვესტიციების მოზიდვის და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა დარგობრივი საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს სექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ კომუნიკაციას, კვარტალში ერთხელ შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო თვეში ერთხელ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. საბჭოს ფარგლებში განიხილება დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და განისაზღვრება მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🍇რა უნდა გავითვალისწინოთ გურული ვაზის ჯიშის, საკმიელას დარგვისას და მისი მოვლის საწყის ეტაპზე

0
🍇რა უნდა გავითვალისწინოთ გურული ვაზის ჯიშის, საკმიელას დარგვისას და მისი მოვლის საწყის ეტაპზე
🍇რა უნდა გავითვალისწინოთ გურული ვაზის ჯიშის, საკმიელას დარგვისას და მისი მოვლის საწყის ეტაპზე

🍇რა უნდა გავითვალისწინოთ გურული ვაზის ჯიშის, საკმიელას დარგვისას და მისი მოვლის საწყის ეტაპზე

🍃ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მდებარე შერეული ტიპის სანერგე მეურნეობის აგრონომი – გელა ზენაიშვილი

„ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო მარნები მნიშვნელოვანი სეგმენტია“-დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

0
„ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო მარნები მნიშვნელოვანი სეგმენტია“-დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო მარნები მნიშვნელოვანი სეგმენტია. გვაქვს მიზნობრივი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი ღვინის წარმოება, ღვინის ტურიზმის განვითარება და საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოება, რაც თავის მხრივ, მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ლაბარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის წლიური წარმადობა 15 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოების მიზნობრიობით, იმერეთის რეგიონში პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბანკების მიერ გაცემულია 7,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარია.

ღვინის მარანში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

0
ქართველი ფერმერი მუშაობს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე დახარისხებულ მინდვრად
სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაზე თანადაფინანსება გაზარდა 250,000 ლარამდე. იხილეთ ვისთან და როგორ მიმართოთ ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად.

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, – ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

განაცხადების მიღება 15 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაცლილი სოფლების სტატისტიკა საგანგაშოა“

0
წახანი, სოფელი საქართველოში - სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი
#image_title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ქალაქებში ცხოვრობს.

დღეს საქართველოს მოსახლეობის 62% (2 442 231 ადამიანი) საქალაქო დასახლებებშია კონცენტრირებული, ხოლო 38% (1 487 350 ადამიანი) – სოფლებში.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3 617 სოფელია, რომელთაგან 3 417 დასახლებულია, ხოლო 200 უკვე სრულად დაცლილი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ 278 სოფელში 10 ან ნაკლები მცხოვრებია. შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის დროს ასეთი სოფლების რაოდენობა 255 იყო, რაც სოფლების დაცლის პროცესის გაღრმავებაზე მიუთითებს.

დემოგრაფების შეფასებით, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, სოფლებიდან მოსახლეობის გადინება კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყნის მოსახლეობა სულ უფრო მეტად დიდ ქალაქებში მოიყრის თავს. ბოლო წლებში საქალაქო მოსახლეობის წილი 57%-დან 62%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლის მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სოფლად განსაკუთრებით მწვავედ დგას მოსახლეობის დაბერების პრობლემა. ქალაქებში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, სოფლებში კი ეს მაჩვენებელი 18%-ია. ამავე დროს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების წილი ქალაქებში დაახლოებით 16%-ს აღწევს, ხოლო სოფლებში თითქმის 21%-ს. ეს მიუთითებს, რომ ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ, ხოლო დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმულია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სოფლებში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ან დიდ ქალაქებში გადადის, ან ემიგრაციაში მიდის. შედეგად, სოფლებში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები რჩებიან, რომლებიც საკუთარ სახლსა და მიწას არ ტოვებენ.

დაცლილი სოფლების რაოდენობის ზრდა სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევად განიხილება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცალკეული სოფლების აღდგენის ინიციატივები პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილს აგვარებს. მთავარი საკითხი მოსახლეობის შენარჩუნება და ახალგაზრდებისთვის ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მათ სოფელში ცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას მისცემს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: ვინ იცხოვრებს ქართულ სოფლებში მაშინ, როდესაც დღევანდელი მოსახლეობაც აღარ იქნება?

რომელი ხილი ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას?

0
რომელი ხილი ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას?
რომელი ხილი ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას?

რომელი ხილი ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას?

სისხლში შაქრის დონის სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ისე დიაბეტის პრევენციისა და მართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხილი ბუნებრივ შაქარს შეიცავს, ზოგიერთი სახეობა ბოჭკოს, ანტიოქსიდანტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ხელს უწყობს გლუკოზის დონის უფრო ნელ და თანაბარ მატებას.

ვაშლი

ვაშლი მდიდარია ხსნადი ბოჭკოთი, განსაკუთრებით პექტინით, რომელიც ანელებს შაქრის შეწოვას სისხლში. მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს გლუკოზის დონის უკეთეს კონტროლს და ხანგრძლივ დანაყრებას.

მსხალი

მსხალი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს და შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღების შემდეგ სისხლში შაქარი სწრაფად არ იმატებს.

კენკროვანი ხილი

მოცვი, ჟოლო, მაყვალი და მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოთი. მათი შემადგენლობა ხელს უწყობს ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.

ციტრუსები

ფორთოხალი, გრეიპფრუტი და მანდარინი შეიცავს C ვიტამინს, ბოჭკოსა და სხვადასხვა ბიოაქტიურ ნაერთს. მათი ზომიერი მოხმარება სასარგებლოა შაქრის დონის კონტროლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხილი მთლიანად, და არა წვენის სახით, მიიღება.

ალუბალი

ალუბალი შეიცავს ანტოციანინებს – მცენარეულ პიგმენტებს, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდეს ინსულინის მოქმედების გაუმჯობესებას და გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულირებას.

ატამი და ქლიავი

ეს ხილი შეიცავს ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ მეტაბოლურ პროცესებს და არ იწვევს სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ხილს და არა წვენებს.

ხილი მიიღეთ ზომიერი რაოდენობით.

ხილის კომბინირება ცილებთან ან ჯანსაღ ცხიმებთან (მაგალითად, იოგურტთან ან თხილეულთან) კიდევ უფრო ამცირებს შაქრის სწრაფი მატების რისკს.

დიაბეტის ან სხვა მეტაბოლური დაავადებების შემთხვევაში, კვების რეჟიმი ექიმთან ან დიეტოლოგთან უნდა შეთანხმდეს.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება

0
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები, 30 დღის ნაცვლად, 90 დღით ადრე გაიყიდება

“ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ”, – ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აზერ ფარაჯოვმა განაცხადა.

მისი თქმით, “აზერბაიჯანის რკინიგზაში” ბილეთები როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში იყიდება:

„ADY-ში 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედი დინამიკური ფასების პოლიტიკის თანახმად, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფრო ხელსაყრელი ფასებით, თუ ბილეთებს 25-30 დღით ადრე შეიძენენ. ეს მგზავრებს უადვილებს მგზავრობის დაგეგმვას, ხოლო ADY-ს საშუალებას აძლევს დროულად განსაზღვროს მოთხოვნა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მაგალითად, დანიშნოს დამატებითი რეისები ან მატარებელს მიუერთოს დამატებითი ვაგონები.

ბილეთების გაყიდვა მოიცავს 30-დღიან პერიოდს – ყოველდღიურად იყიდება ბილეთები მომდევნო 30-ე დღისთვის. მანამდე სალაროებსა და ონლაინ სისტემაში გაყიდვის პროცესი 00:30 საათის შემდეგ აქტიურდებოდა. სისტემის გადატვირთულობის გათვალისწინებით, ამ დროიდან ბილეთები ყოველი მომდევნო 30-ე დღისთვის სისტემაში უკვე სხვადასხვა დროს აისახება“.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ ბილეთები მალევე იყიდება: „ამიტომ ჩვენს მგზავრებს ვურჩევთ, მუდმივად შეამოწმონ ბილეთები მგზავრობის თარიღის შესაბამისად.

მგზავრთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 11 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის მატარებლებს დაემატა ვაგონები და შესაბამისად გაიყიდა ახალი ბილეთები.

ამჟამად აზერბაიჯანიდან საქართველოში რეისებზე მომდევნო 30-დღიანი პერიოდისთვის ბილეთების უმეტესობა, ისევე როგორც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული რეისები (მათ შორის დამატებით გაყიდვაში გამოსული ყველა ბილეთი), უკვე გაყიდულია.

არსებული წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის სახმელეთო გზით დატოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, აზერბაიჯანში შესვლა დაშვებულია მხოლოდ თვითმფრინავითა და მატარებლით, რაც იწვევს მაღალ მოთხოვნას საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მატარებლის რეისებზე. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ვგეგმავთ ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდის მიმდინარე 30-დან 90 დღემდე გაზრდის მექანიზმის დანერგვას უახლოეს დღეებში“.

„საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში“-დავით სონღულაშვილი

0
„საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022 წელს კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2022 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მლნ ლარით დაფინანსებულია 50-მდე ბენეფიციარი, მათ შორის იმერეთის რეგიონში 8,7 მლნ ლარით 23 ბენეფიციარი.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.