ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

დავით დევიძე: ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მომსახურებას სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს

0
მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია
#image_title

ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მომსახურებას სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ.

„ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ან უკვე მიმართული აქვს და მიმდინარეობს წარმოება, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სწორედ სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს მომსახურებას როგორც აზომვის, ისე რეგისტრაციის და ეს იქნება მოსახლეობისთვის სრულიად უფასო“, – განაცხადა დევიძემ.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პროცესი მარტივი არ იყო – უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს“-პაატა სალია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე

0
მეურნეობა

უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა, საჯარო რეესტრმა წარმატებით შეძლო რეფორმის შესრულება.

„ის ნიშნული, რომელიც განსაზღვრული იყო „ხედვა 2023“-ით, რომ 95% მიწის ნაკვეთებისა რეგისტრირებული ყოფილიყო, ეს განხორციელებულია და უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. ეს შეეხო არა მარტო აუზომელ მიწებს, არამედ იმ მიწებს, რომლებიც ადრე იყო აზომილი და არსებობდა გარკვეული შეცდომები, სრულად გამოსწორდა ეს მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მესაკუთრედ უკვე რეგისტრირებულია 1 მლნ 480 ათას მოქალაქეზე მეტი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ია.

„ეს შესაძლებლობას აძლევს მიწის მესაკუთრეებს, მოიზიდონ ინვესტიციები, დააბანდონ აგრობიზნესში, საქართველოს ეკონომიკისთვის ამას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, რაც დარგის განვითარების და ფერმერების მხრიდან მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ფუნქციონირებს გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც იღებენ არასტანდარტულ მანდარინს, რაც დამატებით შემოსავლებს ქმნის“- დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

დავით სონღულაშვილი: „ციტრუსი ერთ-ერთია იმ აგროკულტურებს შორის, რომლის წარმოებაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქობულეთში ციტრუსის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აქტიურ კოორდინაციაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, რათა ციტრუსის ჩაბარების პროცესი ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელდეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი, უხვი მოსავლის პირობებში, სრულად მოხდეს პროდუქციის დაბინავება. პროცესზე კოორდინაციას ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს, თუმცა აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი მოსავლის დაბინავება და გაიზარდოს ექსპორტის მაჩვენებლები. მიუხედავად დიდი მოსავლისა, რომელიც მიმდინარე წელს დაფიქსირდა, მთავარი პრიორიტეტია ციტრუსის ჩაბარების პროცესი სრულად და ეფექტიანად განხორციელდეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ციტრუსი ერთ-ერთია იმ აგროკულტურებს შორის, რომლის წარმოებაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, რაც დარგის განვითარების და ფერმერების მხრიდან მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, რეგიონში ფუნქციონირებს გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც იღებენ არასტანდარტულ მანდარინს, რაც დამატებით შემოსავლებს ქმნის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა 20 ათას ტონას აჭარბებს, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. არასტანდარტული ციტრუსის მიმართულებით სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გაიცანით დედა-შვილი, რომელიც ფერადი ძაფებით საოცარ ფარდაგებს ქმნიან 👉🏻 აჭარული ფარდაგების და ხალიჩების ისტორია

0
#image_title

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს – როცა საქმეს ვამთავრებთ, ფერადი ძაფებით ვილამაზებთ ცხოვრებას” |

გაიცანით დედა-შვილი, რომელიც ფერადი ძაფებით საოცარ ფარდაგებს ქმნიან
👉🏻 აჭარული ფარდაგების და ხალიჩების ისტორია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ მოიშოროთ თმის გაყოფილი ბოლოები სამუდამოდ – სპეციალისტთა რჩევა

0
როგორ მოიშოროთ თმის გაყოფილი ბოლოები სამუდამოდ - სპეციალისტთა რჩევა
#image_title

თმის გაყოფილი ბოლოები ქალებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. თმის ფენი და უთო უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე. ჩვენ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ.

შეიჭრათ თმის ბოლოები

იდეალურ შემთხვევაში, ბოლოების მოსაჭრელად თვე-ნახევარ ორ თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ სალონს, თუმცა სიგრძის გაწირვა მოგიწევთ.

ქოქოსის ზეთი

ეს ზეთი კარგად ატენიანებს თმას. წაისვით თბილი ზეთი თმაზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს თმის ბოლოების მკურნალობას.

კვერცხის ნიღაბი

ათქვიფეთ კვერცხი და წაისვით თმის ბოლოებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით. ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, ამიტომ ისინი ხელს უწყობენ თმის გაძლიერებას.

 მოერიდეთ თმის საშრობებს

თმის საშრობი, სახვევი უთოები ათბობს თმას და უარყოფითად მოქმედებს მის სტრუქტურაზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ თერმული დაცვა, რათა დაიცვათ თმა მაღალი ტემპერატურისგან

შრატის ნაყენი. საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!

0
შრატის ნაყენი. საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!
#image_title

შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა – სპეციალისტის განმარტება და რჩევა

0
ობიანი საკვების მოხმარების წესები და საფრთხეები - ტოქსიკოლოგის განმარტება
#image_title

იმის გამო, რომ ობი სოკოს სახეობაა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მასზე ალერგია.

ალერგიული რეაქცია ხშირად არ არის სერიოზული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ობით დაბინძურებული საკვების ჭამა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

გარდა ალერგიისა, არის კიდევ ერთი პრობლემა – დაობებული პროდუქტები ტოქსინებს შეიცავს და მათ შეუძლიათ მართლაც სიკვდილი გამოიწვიოს.

ყველა ობის სოკოს აქვს „ფესვები“, რომელიც აღწევს საკვებში. იმის გამო, რომ ეს ფესვები საშუალებას აძლევს ტოქსინებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გავრცელდეს მთელ საკვებში, უმჯობესია დაობებული საკვები გადააგდოთ.

არის საკვები, რომლებშიც ობი ვერ აღწევს: ზოგიერთი მაგარი ყველი, მაგარი ძეხვი, მაგარი ხილი და ბოსტნეული. დაობებული ადგილის ირგვლივ და ქვემოთ მინიმუმ ორი სანტიმეტრით მოჭერით და საკვების სუფთა ნაწილი შედგით მაცივარში.

პროდუქტები, რომლებიც დაობების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადააგდოთ:

• რბილი ყველი (ბუნებრივი ობის გარეშე);

• რბილი ხილი და ბოსტნეული;

• ნამცხვარი;

• პარკოსნები;

• თხილი;

• იოგურტები;

• მურაბები; ჯემები

• ხორცი;

• პური.

გაითვალისწინეთ, რომ პური ძალიან ფოროვანია და ტოსტის გაკეთებისას ტემპერატურა არ მოკლავს მასზე ობს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ობის გაჩენა?

იმისათვის, რომ ობმა არ გააფუჭოს თქვენი საკვები:

• ყიდვამდე შეამოწმეთ პროდუქცია ობზე.

• შეიძინეთ საკვები მცირე რაოდენობით.

• შეინახეთ საკვები მაცივარში. ობის ზრდას ხელს უწყობს თბილი და ნოტიო პირობები, შეინახეთ ტენიანობის დონე სახლში 40%-ზე დაბლა.

• საჭმელს დააფარეთ პოლიეთილენი.

• საკვები მიირთვით 3-4 დღის განმავლობაში.

• რეგულარულად გაასუფთავეთ მაცივარი.

რა თქმა უნდა, ობი შეიძლება გაიზარდოს მაცივარშიც (თუმცა გაცილებით ნელი ტემპით), მაგრამ ამ მითითებების დაცვა დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინახოთ საკვები სუფთად.

დაობებული საკვების მიღება არ გამოიწვევს სერიოზულ დაავადებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ მცირე ულუფა მიირთვით და თქვენი იმუნური სისტემა ძლიერია. მაგრამ პროდუქტების უმეტესობა მაინც უნდა გადააგდოთ ობის პირველივე ნიშნების დროს, რადგანაც რისკავთ, რომ შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ტოქსინებით მოწამვლა ან ალერგია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ზამთარში მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხილის ჭამა

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნიტეტს და კანის ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია წელიწადის ცივ სეზონში მისი მიღება.ზამთარში ხშირად ვითარდება აუცილებელი ელემენტების დეფიციტი, მაგრამ ამის შევსებაშესაძლებელია სეზონური ხილის დახმარებით. ზამთარში მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხილის ჭამა. 5 ხილი, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა მიირთვათ

იმუნური ფუნქცია და იოდი
ზამთარში მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხილის ჭამა. ყურადღება მიაქციეთ ხურმას. ის მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ასტიმულირებს დამცავი უჯრედების სინთეზს – ისინი ებრძვიან ვირუსებს და ინფექციებს.

გარდა ამისა, ხურმა შეიცავს ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელ იოდს: 100 გრამი პროდუქტი შეიცავს ამ ნივთიერების ყოველდღიური მოთხოვნილების 50%-მდე. ამიტომ რეკომენდებულია დღეში ხილის ერთი 200 გრამიანი ნაყოფის მიღება.

მიკრობიომი და ქოლესტერინის შემცირება
კივი მდიდარია C და K ვიტამინებით. ეს უკანასკნელი აუცილებელია ცილის ბიოსინთეზისთვის, რომელიც ახდენს კალციუმის ტრანსპორტირებას და მიმართავს მას ძვლებსა და კბილებში. K ვიტამინის დეფიციტის დროს ნივთიერება დეპონირდება სისხლძარღვების კედლებში და ეს საზიანოა ორგანიზმისთვის.

რეკომენდებულია დღეში ერთი კივის მირთმევა. კივის შემადგენლობაში არსებული პექტინი ხელს უწყობს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას.

რაც შეეხება ანანასს, ის მდიდარია C ვიტამინით და ბოჭკოებით, რაც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს ბრომელინს, რომელიც ხელს უწყობს ცილების უკეთ ათვისებას. ასევე ითვლება, რომ ეს ნივთიერება ხელს უწყობს ცხიმების წვას, მაგრამ ეს ასე არ არის.

რომელი საკვები გააძლიერებს იმუნურ სისტემას ზამთარში?

ზამთარში იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ციტრუსებს, კენკრას, კოჭას, ბროწეულს, ასევე გოგირდის შემცველნიორსა და ხახვს.

ბევრი პროდუქტია იმუნური სისტემის ფუნქციონირების გასაძლიერებლად.

ყურადღება გაამახვილეთ ციტრუსებზე – ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი C ვიტამინისა დაბიოფლავონოიდების მაღალი დონის გამო.

ნიორი და ხახვი, რომელიც შეიცავს უამრავ გოგირდს და სხვადასხვა კენკრა, სეზონურიან გაყინული შტოში, მოცვი – შესანიშნავია.

იმუნიტეტის მხარდასაჭერად, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანჯაფილი.

ასევე აღსანიშნავია ბროწეული, რომელიც ჯერ კიდევ სეზონურია.

ეს პროდუქტები შეიძლება დაემატოს საკვებს ან მიიღოთ უმი სახით.

როგორც ყველა სხვა პროდუქტს, ისინიც შეიძლება დაემატოს საკვებს. ლიმონი შეიძლება მიირთვათ უმი, ხახვი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, სუპები და სხვადასხვა კერძები შეიძლება შეაზავოთ ცოცხალი ნივრით, მაგალითად.

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

0
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ;

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

როდის დაიწყება არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში – ნახეთ, თარიღები, კიდევ როდის დაისვენებენ მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები

0
როდის დაიწყება არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში
#image_title

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. როდის დაიწყება არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში – ნახეთ, თარიღები, კიდევ როდის დაისვენებენ მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები

2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს განახლდება.

მეორე სემესტრში საზაფხულო არდადეგები 8-14 მარტს იქნება.

მეორე სემესტრში 12 ოფიციალური დასვენების დღეა:

19 იანვარი, 3 მარტი, 8 მარტი, 9 აპრილი, სააღდგომო დასვენებები 18-21 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 17 მაისი, 26 მაისი.