„პროცესი მარტივი არ იყო – უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს“-პაატა სალია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა, საჯარო რეესტრმა წარმატებით შეძლო რეფორმის შესრულება.

„ის ნიშნული, რომელიც განსაზღვრული იყო „ხედვა 2023“-ით, რომ 95% მიწის ნაკვეთებისა რეგისტრირებული ყოფილიყო, ეს განხორციელებულია და უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. ეს შეეხო არა მარტო აუზომელ მიწებს, არამედ იმ მიწებს, რომლებიც ადრე იყო აზომილი და არსებობდა გარკვეული შეცდომები, სრულად გამოსწორდა ეს მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მესაკუთრედ უკვე რეგისტრირებულია 1 მლნ 480 ათას მოქალაქეზე მეტი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ეს შესაძლებლობას აძლევს მიწის მესაკუთრეებს, მოიზიდონ ინვესტიციები, დააბანდონ აგრობიზნესში, საქართველოს ეკონომიკისთვის ამას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „პროცესი მარტივი არ იყო – უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს“-პაატა სალია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე. 22 დეკემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/პროცესი-მარტივი-არ-იყო-უ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „პროცესი მარტივი არ იყო – უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს“-პაატა სალია მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%a3/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network