გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და ასოციაციასთან „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანამშრომლობით, 20-მა ქალმა მეღვინემ WineExpo 2025-ში მიიღო მონაწილეობა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და ასოციაციასთან „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ თანამშრომლობით, 20-მა ქალმა მეღვინემ WineExpo 2025-ში მიიღო მონაწილეობა.

ექსპოჯორჯიაში 6-8 ივნისს გამართულ ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
WineExpo 2025-ის ფარგლებში, მეღვინე ქალებმა დაამყარეს კონტაქტები სფეროს ექსპერტებთან ქვეყნისა და საერთაშორისო დონეებზე და ხელი შეუწყვეს საკუთარი ღვინოების პოპულარიზაციას.
ღონისძიებაში ქალი მეღვინეების ჩართულობის მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
___
🍷🍾 Through the support of the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), in partnership with Women In Wine Industry, 20 women winemakers took part in WineExpo 2025.
🥂 Held in ExpoGeorgia on 6-8 June, the event was attended by Georgian and foreign representatives of the wine industry.
🤝 Hence, within the framework of WineExpo 2025, women winemakers established new connections with field experts on national and international levels, while also promoting their wines.
🇬🇪🇪🇺 Women winemakers’ participation in the event was supported under the European Union-funded ENPARD IV, which is being implemented in coordination with the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?

ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

0

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და შერბილების საკითხებთან.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ 2021 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლითაც განისაზღვრა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები“, – აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს ორ წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში: ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა; ტრანსპორტი; შენობები; მრეწველობა; სოფლის მეურნეობა; ნარჩენების მართვა; სატყეო მეურნეობა.

საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3 694 328 186 ლარს. დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქარის, მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა. ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

„მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.

სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას (გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაცია, მომზადდება ტყის მართვის გეგმები ხუთი სატყეო უბნისთვის და დაიხვეწება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა).

აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლების და ახალი, 2024-2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, 10-12 პროცენტით მეტი კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების ემისია ექნებოდა საქართველოს. ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას მოგვცემს, ემისიების დონე შევინარჩუნოთ 10-12 პროცენტით დაბალ ნიშნულზე, რადგან 2021-2023 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიც აისახება შემცირებულ ემისიებში, რომელსაც დაემატება 2024-2025 წლებში განსახორციელებელი საქმიანობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, რათა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად დასახული ამბიციური მიზნები მიღწეული იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი მომზადდა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით, ასევე გაიმართა არაერთი საჯარო კონსულტაცია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 455 მილიონი აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები

0
გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 260.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პირველად პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა დაფიქსირდა; დაახლოებით 40 ცენტით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სექტორისთვის”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა 2023 წლის ყურძნის რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსავალი, 2022 წელთან შედარებით, მცირე იყო, რაც გამოიწვია რთულმა კლიმატურმა პირობებმა. უხვი ნალექის და შემდგომ ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

2023 წლის რთველი ორგანიზებულად ჩატარდა და მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 220 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის რეალიზაციიდან ფერმერებმა 300 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის რთველი გამოირჩეოდა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%, რაჭის შემთხვევაში – 4%, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა 2023 წლის სექტემბერში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. მევენახე ფერმერებმა დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია – კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …“

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად …

„ამერიკაში კოვიდის კუთხით ვერ არის საქმე კარგად … 2022 წლის მაჩვენებლებისკენ მიდის საქმე. პრინციპში უკვე მისულია…“

საქართველოში სავარაუდოთ თებერვლის თვე იქნება რთული ამ მხრივ…
Levels of SARS-CoV-2 in Massachusetts monitored by wastewater surveillance have nearly reached the levels seen at the peak of the first Omicron wave in the winter of 2022. Many other US States display very high levels of Covid-19 by wastewater measurements.

26 აპრილს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მხარდაჭერით, ვეტერინარებმა პროფესიული დღე მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ მიმართა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, ჩვენს ვეტერინარებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებენ – წელიწადში 6 მილიონზე მეტ მანიპულაციას ატარებენ და სერიოზული წვლილი შეაქვთ ცხოველების და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

ვეტერინარებს პროფესიული დღე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მიულოცა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომისთვის სააგენტოს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები თემებზე: 2024 – მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაძლიერებული მიდგომის წელი; პირველადი წარმოების კითხვარი, აფლატოქსინის კონტროლი; სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინფექციური დაავადებების კონტროლი; ახალი რეგულაციები და მიდგომები ბრუცელოზთან, ტუბერკულოზთან და ლეიკოზთან მიმართებაში.

ღონისძიებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების – სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, თბილისის მონიტორინგის სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებათა აკადემიის, არასამთავრობო სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ვეტერინარები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას, აღიაროს და დააფასოს ვეტერინარების მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და გაზარდოს ცნობიერება ვეტერინართა საქმიანობის შესახებ. წლევანდელი გზავნილია: „ვეტერინარი – ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რგოლი“, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული დარგის როლს არა მხოლოდ ცხოველთა, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?

ხშირად ხდება, რომ ადამიანები ზრუნავენ ჯანსაღ კვებაზე, ცდილობენ, შეიძინონ მაქსიმალურად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ტკბილეული, ბოსტნეული, თუ სხვა საკვები, მაგრამ  ავიწყდებათ, რომ ჯანსაღად კვებისთვის ასევე საყურადღებოა ის ნივთები და ჭურჭელი, რომელსაც მოსამზადებლად ვიყენებთ. როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და  ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.

დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.

ტრადიციული, სქელკედლებიანი თიხის ჭურჭელი გაცილებით მეტი სასარგებლო თვისების მატარებელია, ვიდრე ფაიფური და ფაიანსი.

თიხის ჭურჭლის უპირატესობები

  • თიხის ჭურჭლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი სქელი კედლები ნელ-ნელა, თანაბრად ცხელდება და იდეალურად ანაწილებს სიმხურვალეს. ამ თვისების გამო თიხის ქოთანში კერძი არა მხოლოდ იხარშება, არამედ –  ითუშება და ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. ასევე, იდეალურია ისეთი კერძისთვის, რომელიც ხანგრძლივ და დელიკატურ მომზადებას მოითხოვს – მაგალითად, ლობიო, ჩანახი, ოსტრი, ჩაშუშული, ხორცისა და ბოსტნეულის სხვა კერძები;
  • წითელი თიხის უნიკალური სტრუქტურის დამსახურებით, თიხის ჭურჭელში საკვების მომზადებისთვის არ გჭირდებათ ცხიმის დამატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მომზადებული კერძი იქნება უფრო ჯანსაღი და დიეტური;
  • ბუნებრივი თიხა გახურებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

თიხის ჭურჭელი კარგად ინახავს პროდუქტებს

  • თიხის ქოთანში რძე 3-4 დღე არ ამჟავდება, ხოლო თიხის ქილებსა და თიხის დერგში (დიდი ზომის თიხის ქილა, რომელშიც ყველს, მარცვლეულს, მწნილეულს ინახავენ) მურაბა და მწნილი თავდაუხურავად შენახულიც კი არ მოიკიდებს ობს;
  • სხვათა შორის, თიხა თაფლის შესანახად საჭირო ყველა კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს;
  • თიხის დოქში ჩასხმული ცივი სასმელი ასევე ცივად შეინახება მზეშიც რომ დადგათ; ხოლო ჩაი და ყავა თიხის ჭიქაში სითბოს ხანგრძლივად „დაიჭერს“ – გაცილებით დიდხანს, ვიდრე ფაიფურის ან თეთრი კერამიკის შემთხვევაში.

რომ შევაჯამოთ, თიხა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, რომელსაც დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. ის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს კერძებს, ლამაზად გამოიყურება და ამასთან, სულ სხვა ხიბლს მატებს სამზარეულოს – ის ნაყოფია დახვეწილი კულტურისა და ტრადიციისა, რომელიც საქართველოში ათასწლეულებია გრძელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოფლის ხანდაზმულები და ახალგაზრდები კერამიკის უფასო გაკვეთილებს ესწრებიან

„ულევი“ კერამიკის სტუდიაა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში „ორბელიანი მეტის“ სახალხო დაფინანსების პლატფორმის და USAID-ის თანადაფინანსებით შეიქმნა.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ხალისი ასაკთან ერთად არ ილევა, სწორედ ამიტომ შეურჩიეს ეს სახელწოდება სახელოსნოს, სადაც სოფლის ხანდაზმულები და ახალგაზრდები კერამიკის უფასო გაკვეთილებს ესწრებიან, ახალ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network