სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს

0
#image_title

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, მერია „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის განხორციელებას იწყებს.
მოსახლეობასთან შეხვედრები11 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება.
პროგრამა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მაცხოვრებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს სოფლისთვის პრიორიტეტული საჭიროებები.
მოქალაქეების მიერ წამოყენებული წინადადებები და იდეები შეთანხმების შემდეგ კონკრეტულ პროექტებად გარდაიქმნება.
პროექტების შერჩევის პროცესი უცვლელია — გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. თითოეულ სოფელს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 79 სოფელია. შეხვედრების პერიოდში, 19 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სრულად უზრუნველყოფს შეხვედრებისა და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს — ,,დაესწარით სოფლის კრებებს, გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები და თანასოფლელებთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენი სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ.
დასახლებების საერთო კრებების განრიგი
11 თებერვალი – ხევის ადმინისტრაციული ერთეული
ხევი — 11 სთ — 12,000 ლარი
წაქვა — 12 სთ — 12,000 ლარი
გრიგალათი — 13 სთ — 12,000 ლარი
ციცქიური — 14 სთ — 10,000 ლარი
12 თებერვალი — ხუნევი ადმინისტრაციული ერთეული
ხუნევი — 11 სთ — 16,000 ლარი
გედსამანია — 12 სთ — 12,000 ლარი
ვერტყვიჭალა — 13 სთ — 16,000 ლარი
ბჟინევი — 14 სთ — 10,000 ლარი
ვერტყვილა — 15 სთ — 12,000 ლარი
13 თებერვალი — ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული
ნადაბური — 11 სთ — 12,000 ლარი
გოლისი — 12 სთ — 10,000 ლარი
ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული — 13 სთ — 16,000 ლარი
16 თებერვალი – ბორითის აადმინისტრაციული ერთეული
უბისა — 10 სთ — 12,000 ლარი
მაქათუბანი — 10:30 სთ — 12,000 ლარი
ბორითი — 11 სთ — 16,000 ლარი
ერეთა — 12 სთ — 10,000 ლარი
ვაშლევი — 13 სთ — 12,000 ლარი
საქასრია — 13:30 სთ — 12,000 ლარი
ციხისძირი — 14 სთ — 10,000 ლარი
კვესრევი — 15 სთ — 10,000 ლარი
ამაშუკეთი — 16 სთ — 10,000 ლარი
17 თებერვალი — სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული
სარგვეში — 11 სთ — 12,000 ლარი
ხორითი — 12 სთ — 10,000 ლარი
საბე — 13 სთ — 10,000 ლარი
მიროწმინდა — 14 სთ — 10,000 ლარი
18 თებერვალი — ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული
წიფი — 11 სთ — 10,000 ლარი
ღარიხევი — 12 სთ — 10,000 ლარი
ქროლი — 13 სთ — 10,000 ლარი
ბაზალეთი — 14 სთ — 12,000 ლარი
19 თებერვალი — წიფის ადმინისტრაციული ერთეული
წიფა — 11 სთ — 16,000 ლარი
გოლათუბანი — 12 სთ — 10,000 ლარი
გუდათუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
ფონა — 14 სთ — 10,000 ლარი
20 თებერვალი — ზვარის ადმინისტრაციული ერთეული
ზვარე — 11 სთ — 12,000 ლარი
ჩრდილი — 12 სთ — 12,000 ლარი
ნუნისი — 13 სთ — 10,000 ლარი
23 თებერვალი — მოლითის ადმინისტრაციული ერთეული
მოლითი — 11 სთ — 12,000 ლარი
ნებოძირი — 12 სთ — 12,000 ლარი
ანიულა — 12:30 სთ — 10,000 ლარი
ბეჟათუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
დეისი — 14 სთ — 10,000 ლარი
ბაბი — 15 სთ — 10,000 ლარი
ჭარტალი — 15:30 სთ — 10,000 ლარი
ქვები — 16 სთ — 12,000 ლარი
24 თებერვალი — ვახანის ადმინისტრაციული ერთეული
ვახანი — 11 სთ — 12,000 ლარი
სერბაისი — 12 სთ — 10,000 ლარი
ზედუბანი — 13 სთ — 10,000 ლარი
25 თებერვალი — ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეული
ლეღვანი — 11 სთ — 16,000 ლარი
მარელისი — 12 სთ — 12,000 ლარი
დიდვაკე — 13 სთ — 10,000 ლარი
პატარა სახვლარი — 14 სთ — 10,000 ლარი
26 თებერვალი — საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული
საღანძილე — 11 სთ — 12,000 ლარი
ზარანი — 12 სთ — 10,000 ლარი
სხლითი — 13 სთ — 10,000 ლარი
ვანი — 14 სთ — 10,000 ლარი
ჩხერი — 15 სთ — 12,000 ლარი
ჯაფაროული — 16 სთ — 10,000 ლარი
27 თებერვალი — ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული
ახალსოფელი — 10 სთ — 10,000 ლარი
ფარცხნალი — 11 სთ — 12,000 ლარი
ღუდუმექედი — 12 სთ — 10,000 ლარი
ისლარი — 13 სთ — 10,000 ლარი
2 მარტი — ლაშის ადმინისტრაციული ერთეული
ლაშე — 11 სთ — 12,000 ლარი
უჩამეთი — 12 სთ — 10,000 ლარი
ღვერკი — 13 სთ — 10,000 ლარი
ხემაღალი — 14 სთ — 10,000 ლარი
ლაშის იგორეთი — 15 სთ — 10,000 ლარი
4 მარტი — წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული
წყალაფორეთი — 11 სთ — 12,000 ლარი
ხონი — 12 სთ — 10,000 ლარი
ლახუნდარა — 13 სთ — 12,000 ლარი
პატარა ვარძია — 14 სთ — 10,000 ლარი
ჩალხაეთი — 15 სთ — 10,000 ლარი
5 მარტი – ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული
ვარძია — 11 სთ — 16,000 ლარი
კიცხი — 11 სთ — 16,000 ლარი
ბორი — 12 სთ — 12,000 ლარი
ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული
— 13 სთ — 16,000 ლარი
6 მარტი – კიცხის ადმინისტრაციული ერთეული
საქარიქედი — 13 სთ — 12,000 ლარი
კიცხის იგორეთი — 14 სთ — 10,000 ლარი
თეთრაწყარო — 15 სთ — 12,000 ლარი
#image_title

დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

0
დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც სატყეო რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი.
„პროფესიონალიზმის და გამოცდილების, მათ შორის რეგიონებთან მუშაობის, გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ბესიკ ამირანაშვილზე, რომელიც მზადაა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორცილებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. კიდევ უფრო მეტად განვითარდება დარგი, მეტად დავიცავთ ტყეს და ვიზრუნებთ მის აღდგენაზე; უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ამავდროულად, ხელს შევუწყობთ სააგენტოს განვითარებასაც. მოგეხსენებათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სატყეო სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა ცერცვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე; დღემდე ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
ბესიკ ამირანაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა უხელმძღვანელოს სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესს.
The Minister of Environmental Protection and Agriculture, Davit Songulashvili, introduced the new Head of the National Forestry Agency, Besik Amiranashvili, to the agency’s staff.
The Minister wished Besik Amiranashvili success in implementing the important projects planned within the framework of the forestry reform.

კაკლის ადგილობრივმა ექსპორტმა ორ მილიონ დოლარამდე შეადგინა – 4-ჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს

0
#image_title

“დანერგე მომავალი” პროექტის ხელშეწყობით, საქართველოში კაკლოვანი ნედლეულის წარმოების გაზრდამ, მისი გადამუშავების და შენახვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება გააჩინა. გამოწვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთო და ამ დროისთვის ქვეყანაში კაკლის და ნუშის 10 გადამამუშავებელი და 15 ერთეული შემნახველი საწარმო ფუნქციონირებს.

მხოლოდ გასულ წელს ობიექტებმა 750 ტონაზე მეტი, ადგილობრივ ექსპორტზე გასატანი ნედლეული გადაამუშავეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია “ანიგოზია”, რომლის აშენება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, 600 000 ლარის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დღეს უკვე, ქართული წარმოების უმაღლესი პროდუქტი გადის, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. გასულ წელს პროდუქციის რაოდენობამ რეკორდი მოხსნა – ღირებულებამ კი 2 მილიონ 500 000 დოლარს გადააჭარბა. კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პოტენციურ მომხმარებლის მოსაზიდად და საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გასაზრდელად, გამოფენებში მონაწილეობისთვის სოფლის განვითარების სააგენტო ეხმარება. კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში კაკლოვანი კულტურის განვითარების მეტი პოტენციალია და მიზნის მიღწევაში, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას გადამწყვეტად მიიჩნევენ.

არაერთი პროგრამა, რომელიც ფერმერებსა და კომპანიებს ეხმარება, სოფლის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტომ კაკლოვანი კულტურის განვითარებისთვის ათობით მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. შეღავათიანი აგრო კრედიტის, დანერგე მომავლის და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არსებული პროექტები გრძელდება და მოქალაქეებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომია.

2024 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოდან კაკლის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ, ხოლო ნუშის ექსპორტის 140%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორისაა იტალია, თურქეთი, უზბეკეთი, რუსეთი და ალბანეთი. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ფუტკრები იმაზე დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ – კვლევა

0
ფუტკრები იმაზე დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ - კვლევა
#image_title

მეცნიერებმა ფუტკრებზე ახალი კვლევა ჩაატარეს. მათ ზურგზე QR-კოდები მიუმაგრეს, რომლებიც ფრჩხილზე პატარა ზომისაა. ამის შემდეგ მეცნიერები ფუტკრების გადაადგილებას აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ფუტკრები იმაზე დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ HardwareX-შია გამოქვეყნებული.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფუტკრები სკის გარეთ რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე დროს ატარებენ საკვების მოპოვებისთვის.

ძველი მონაცემებით, ფუტკრები 28 დღე ცოცხლობენ, თუმცა კვლევამ მეცნიერებს სხვა მონაცემები მოუტანა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ფუტკრები საკვებს ექვსი კვირის განმავლობაში ეძებენ. ისინი საკვების მოპოვებას იწყებენ ორი კვირის ასაკიდან, ამიტომ ისინი ბევრად დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა“, – განაცხადა დარგის მეცნიერმა და სტატიის თანაავტორმა რობინ ანდერვუდმა.

მეცნიერებმა კვლევისთვის 32 ათასი ფუტკარი გამოიყენეს.

ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, მალე, შესაძლოა, პითონის ხორცით ჩანაცვლდეს

0
ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, მალე, შესაძლოა, პითონის ხორცით ჩანაცვლდეს
#image_title

ახალი კვლევის მიხედვით, მომავალში შესაძლოა, ფერმებში გაზრდილი პითონების ხორცით ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი ჩანაცვლდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ქვეწარმავლის მოშენება შედარებით ეფექტიანი და ეკომეგობრული იქნება.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პითონი, რომლის ხორცშიც ცილების მაღალი კონცენტრაცია და გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობაა, კომერციული ფერმების მოთხოვნებს კარგად ერგება. ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან, მომწიფებულობას სულ რაღაც 3 წელში აღწევენ და საკმაოდ ფერტილურები არიან, რადგან წელიწადში 100-მდე კვერცხს დებენ.

ბადისებრ და ბირმულ პითონებს აზიის ზოგიერთ რეგიონში საკვებად ისედაც აქტიურად იყენებენ. იმის გასაგებად, თუ რამდენად პრაქტიკულია მათი მოშენება, მკვლევრებმა ტაილანდსა და ვიეტნამში მდებარე 2 ასეთ ფერმაში მყოფი 4 600-ზე მეტი პითონი შეისწავლეს.

ისინი დიდი ზომის ფერმებში არიან, რომლებიც ნახევრად ღიაა, რათა გველები მათთვის ბუნებრივ ტემპერატურულ პირობებში იყვნენ. მათ ველურ გარემოში დაჭერილი მღრღნელებითა და სამეურნეო მარაგების ნარჩენებით კვებავენ. ზოგან ამ ცილოვანი ნარჩენებით ქვეწარმავლებისთვის სოსისებსაც კი ამზადებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გველებს კვირაში ერთხელ აჭმევენ, ისინი ყოველდღიურად 46 გრამამდე იმატებენ. როცა ისინი 20-127 დღის განმავლობაში არაფერს იღებენ, რაც 61%-ში ხდება, მაინც ძალიან მცირე წონა აკლდებათ. ბირმული პითონებისთვის საკვებად მიცემული ყოველი 4.1 გრამის მეშვეობით მათი 1 გრამი ხორცი მიიღება, რაც ფერმის სხვა ცხოველების მაჩვენებელზე ბევრად ეფექტიანი შედეგია.

ამასთან, ცივსისხლიანი პითონების საშენებიდან ნაკლები სათბურის აირი იფრქვევა, ვიდრე თბილსისხლიანი ძროხების, ღორებისა და ქათმების ფერმებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეწარმავლები ძალიან ცოტა წყალს სვამენ.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო პითონების კომერციული ფერმები შედარებით ეკომეგობრული და შედეგიანია. მეცნიერთა აზრით, ეს ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის შესაძლოა, ხორცის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს და საკვების კრიზისი შეარბილოს. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში ასეთი მასშტაბური ფერმები, სავარაუდოდ, ვერ მოეწყობა.

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

0
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა
#image_title

„2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა. ბაზარზე მომატებულია ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობაც, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება, რაც დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს“. ამის შესახებ რძის სექტორში მომუშავე კომპანიები აცხადებენ.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს რძის სექტორში კიდევ უფრო მეტად შემცირდა ნედლი რძის წარმოება, ხოლო მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, ბაზარზე გააქტიურდა ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც სათანადოდ არ კონტროლდება და დარგს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

როდის დაიწყო რძის ბაზრის გამოწვევები?

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს რძის შემცვლელი პასტის იმპორტი საქართველოში 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლების შეფასებით, საგანგაშო ტენდენციაა. როგორც ისინი აცხადებენ, ამ პროცესმა სერიოზულად დააზარალა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, რაც სამომავლოდ ბაზარზე რძის წარმოებას მოაკლებს.

რა პრობლემებს აწყდებიან რძის სექტორში?

კავკასუს გენეტიკას“ დირექტორის გიორგი ხატიაშვილის თქმით, 2024 წელს ევროპიდან მსხვილფეხა საქონლის იმპორტი შემცირდა, რამაც ადგილობრივ ფერმებს შესაძლებლობა არ მისცა თავიანთი ბიზნესები შეემცირებინათ და ფერმების გაფართოება განეხორციელებინათ. როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, ნედლი რძის წარმოების უკვე შემცირებულ ფონზე, ეს დამატებითი გამოწვევა იყო, რაც დარგისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

ნედლი რძის დეფიციტი და მისი შედეგები

კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საქართველოში რძის დეფიციტი შეინიშნება, რომლის შევსებაც იმპორტირებული რძის პასტის და ფხვნილის საშუალებით ხდება. 2024 წელს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალი და თანამედროვე ფერმა გაიხსნა და რძის წარმოებამ ნაწილობრივ მოიმატა, პარალელურად მაჩვენებელი რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტებში შეიცვალა. ამისგან მოყვანილი პროდუქციის რაოდენობამ, განსაკუთრებით კი ყველის წარმოება, იმპორტირებული სასურსათის ზრდის ფონზე კვლავ გაჭირდა.

რა გავლენა იქონია იმპორტისა და დაავადების ფაქტორებმა?

2024 წელს, ევროპაში გავრცელებული ბლუტანგის დაავადების გამო, სანაშენე ცხოველების ექსპორტი შეჩერდა, რამაც ფერმებს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა. რის გამოც სანაშენე ცხოველების ექსპორტი მთლიანად აიკრძალა და აღარ მოხდა შემოყვანა ბაზარზე. ჩვენ ადგილზე სანაშენე საქონელს ვერ ვაწარმოებთ, შესაბამისად, ფერმების დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გასულ წელს და მიზეზი იმისა, რომ ნედლი რძის რაოდენობა ვერ გაიზარდა.”- ამბობს “კავკასუს გენეტიკას” დირექტორი გიორგი ხატიაშვილი.

დასკვნა:

2024 წელი რძის სექტორისთვის კიდევ ერთი მძიმე წელი აღმოჩნდა, რადგან ნედლი რძის წარმოება არ გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ და ფალსიფიცირებული პროდუქციის არსებობამ სერიოზული გამოწვევები წარმოშვა. მომავალი წლებში, განსაკუთრებით ფერმების გაფართოების და ნედლი რძის წარმოების გადარჩენისათვის, საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება და გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება.

ღვინის საიდუმლო, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

0
ღვინის საიდუმლო, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
#image_title

ღვინის საიდუმლო, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.
«რატომ არ სვამო», ჰკითხეს და კაცმა უპასუხა:
«იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო»
— რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, — შეიცხადა მასპინძელმა.
— შეიძლება ნატურალურიც არის, მაგრამ ღვინო რომ წამლად შეგერგოს, მარტო ეგ არ კმარაო, — უპასუხა კაცმა.
— აბა კიდევ რა არის საჭირო? — ჰკითხა მასპინძელმა.
— აბა, ჯერ შენ მიპასუხე, თუ იცი, ჩვენი წინაპრები როგორ წურავდნენ ყურძენს?
— საწნახელში იდგნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, — უპასუხა მასპინძელმა.
— მთავარი გამოგრჩა: ამ დროს მღეროდნენ, გალობდნენ, მხიარულობდნენ, და იცი რატომ? — იკითხა სტუმარმა.
— არ ვიცი, — მხრები აიჩეჩა ოჯახის უფროსმა.
— იმიტომ, რომ დაწურულ ყურძენს უცნაური მეხსიერება აქვს, ის იმახსოვრებს იმ სულს, იმ გარემოს, რა გარემოშიც იქცევა წვენად და ის სული ცოცხლდება შემდეგ ღვინოში.
ამიტომაც ხარობდნენ ჩვენი წინაპრები ყურძნის დაწურვისას, რომ ღვინო გამხდარიყო სამხიარულო, სასიყვარულო, საჯანმრთელო, და სასიკეთო.
— მერე?
— მერე ის, რომ ვინც ეს ღვინო დააყენა და მოგყიდა, ვიცნობ იმ კაცს, მის ოჯახში სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბოროტი სული ტრიალებს მაგის სახლში და მისი ღვინოც ბოროტი სულის მატარებელი იქნებაო, — უპასუხა კაცმა.
ჩვენი წინაპრების სიბრძნე გვასწავლის, რომ ღვინო უბრალოდ სასმელი არ არის – ის ატარებს იმ გარემოსა და ემოციას, რომელშიც შეიქმნა. თუ ღვინო სიყვარულით, სიხარულით და დადებითი ენერგიითაა დამზადებული, მას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს როგორც სხეულს, ისე სულს.
თუმცა, თანამედროვე მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ღვინის სარგებლიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მის წარმომავლობაზე, არამედ მოხმარების კულტურაზე. ზომიერად და გონივრულად სმა უმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებს.
მთავარი მესიჯი ნათელია – ღვინო უნდა იყოს სიხარულის, მეგობრობისა და ჯანმრთელობის სიმბოლო და არა ზედმეტი ან მავნე ჩვევის ნაწილი.
@highlight
@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]
@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]
@[61555666515821:2048:SheniSupra.gehttp://xn--lodhmpvfoi4a.ge/]
შეიძლება იყოს ტექსტი-ის პოპ-არტი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში საერთო კრებები 11 თებერვლიდან დაიწყება

0
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში საერთო კრებები 11 თებერვლიდან დაიწყება
#image_title

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები 11 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 40 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების მიღებასა და მათი შემუშავების პროცესში მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„2026 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 662 000 ლარი გამოიყო.

შეხვედრების განრიგისა და სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://gardabani.gov.ge/2026-tslis-sophlis-mkhardatcheris-programa-itsqheba/“, – გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის

0
5 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ დღეში ერთი ვაშლი - სასარგებლო თვისებები
#image_title

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რასაც თან ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც.

შედეგი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო  ხარისხი და უწყვეტი მიწოდება.

ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება – ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის.

წაიკითხეთ სრულად:  https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/55536

სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ

0
სელის თესლი -რა უნდა ვიცოდეთ
#image_title

სელის თესლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით – შეიცავს უჯრედისს, ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს.

სელის თესლი ხშირად გამოიყენება კვებაში, მედიცინასა და კოსმეტიკაში. მოდით, გავიგოთ, რას გვაძლევს სელის თესლის მიღება, ვის შეუძლია მისი მოხმარება და როგორ უნდა მივიღოთ სწორად.

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებითსელის თესლი შეიცავს B1 ვიტამინს (თიამინი), სპილენძს, ფოსფორსა და მოლიბდენს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის, კანის, ძვლებისა და მეტაბოლიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს 9-18%-ით. ეს ეფექტი უჯრედისისა და ლიგნანების შემცველობით არის განპირობებული.

შეიცავს ომეგა-3 და ალფა-ლინოლენის მჟავებს (ALA), რომლებიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.

გამოაქვს ტოქსინები და ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.

არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს კვლევების მიხედვით, 10-20 გრ დაფქვილი სელის თესლის ყოველდღიური მიღება 1-2 თვის განმავლობაში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის 19.7%-ით შემცირებას.

გაითვალისწინეთ რომ არასასურველია ორსულობისას – სელის თესლის ზოგიერთი კომპონენტი ესტროგენს ჰგავს და შეიძლება, არ იყოს უსაფრთხო ორსულებისთვის. გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.